საზოგადოება ბაია პატარაია "სრულწლოვან ქალებს" მიმართავს-" ქალებო, 18 წლიდან ვალდებულები ხართ ირჩინოთ თავი." 2016, 17 აგვისტო, 13:58 ადამიანის უფლებათა დამცველის, ქალთა მოძრაობის წევრის და კავშირი "საფარი"-ის ხელმძღვანელის ბაია პატარაიას პოსტმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა სოციალურ ქსელში. ამ პოსტით ფემინისტი ქალბატონი სრულწლოვან ქალებს მიმართავს "სრულწლოვანო ქალებო, შეიგნეთ და დაიმახსოვრეთ: 1. არავის დედამიწის ზურგზე არ აქვს თქვენი რჩენის ვალდებულება, არც ქმარს, არც მშობლებს, არც არავის. 2. თქვენ გაქვთ ვალდებულება არჩინოთ თქვენი არასრულწლოვანი შვილები, ბავშვის მამასთან ერთად, ისიც თუ ყავს ბავშვს მამა. თქვენი მშობლები და თქვენი დედამთილ-მამათილი ვალდებული არ არიან არჩინონ თქვენი შვილები. დასკვნა: ქალებო, 18 წლიდან ვალდებულები ხართ ირჩინოთ თავი. მადლობა გადაუხადეთ მშობლებს, თუ ისინი 18 წლის მერე მატერიალურად გეხმარებიან, მათ ამის ვალდებულება არ აქვთ. თუ თქვენი ქმარი თანახმაა გარჩინოთ, ძალიან კარგად გახსოვდეთ, რომ ეს მისი კეთილი ნებაა და ნებისმიერ დროს შეუძლია გადაფიქრება. არავინ არ არის ვალდებული გარჩინოთ თქვენ. პ.ს. ეს უნდა ისწავლებოდეს ბაღიდან და ყოველ დღე, და არა კრეტინობა თეთრრაშიან პრინცზე და ოჯახის სიწმინდეზე. პ.პ.ს. კაცებზეც იგივეა, უბრალოდ კაცებს არ ატყუებენ ესე მწარედ და მთლად ამხელა ილუზიას არ უჩენენ. " ქალების მხრიდან სხვადასხვაგვარი გამოხმაურება გამოიწვია ამ სტატუსმა: " გაოგნებული და გაოცებული ვარ!!!! ქალი რომ უვლის შვილს, ერთი იქნება თუ შვიდი მნიშვნელობა არა აქვს, ამზადებს საჭმელს, რეცხავს, აუთოებს, ალაგებს და აღარ ჩამოვთვლი კიდევ 45000 საქმეს, ეს მისი მოვალეობაა და კაცი თუ ასეთ ქალს, მის მეუღლეს, შვილების დედას " არჩენს", როგორც თქვენ ეძახით, ეს მისი კეთილი ნებააა??!!! ლოგიკაააა გამაოგნებელი!!!!!!" "არ ვიცი კონკრეტული ქეისი, მაგრამ "რატომ გათხოვდა?" კთხვის დასმა ძალიან არასწორია. უყვარდა, უნდოდა, შვილები უნდოდა, უფრო სწორედ ორივეს უნდოდა და ოჯახი შექმნეს. თავიდან, როცა ურთიერთობა ზენიტშია და ჰორმონები გამოძრავებენ, ყველაფერი მარტივი და იოლია, ორვე მხარე კმაყოფილია და ძალდატანება არავის მხრიდან არაფერზე არ ხდება ხოლმე, ასე ვთქვათ, ზეპირი შეთანხმების თემაა ის, რომ ქალი სახლში ზის და ბავშვებს უვლის, ხოლო ქმარი მუშაობს (ბევრ ოჯახში პირიქითაა ხოლმე, მერე რა). რათქმაუნდა, ამ დროს ქალი იმდენ საქმეს აკეთებს, რომ "ქმარი არჩენს" ფრაზა ძალიან უადგილოა. უბრალოდ ორივე თავის საქმეს აკეთებს და მიყვებიან ცხოვრებას და ეს ასე გრძელდება, თუ და სანამ ორივე კმაყოფილია ამ ზეპირი შეთანხმებით. აი, ჩემს მაგალითზე ვიტყვი. ვმუშაობდი და ისე გავთხოვდი, მაგრამ ბავშვი რომ დაიბადა ურთულესი დიაგნოზებით, იძულებული გავხდი "სახლში ვმჯდარიყავი" 5 წელი და მთელი დრო ექიმებთან სიარულისთვის და რეაბილიტაციისთვის დამეთმო. იმ დროს ვფიქრობდი, რომ ალბათ მუშაობას ვეღარასოდეს შევძლებდი. ამ დროს რომ ჩემთვის ვინმეს ეთქვა, რატომ გათხოვდიო, დავალეწავდი თავზე ყველაფერს. არ მაწუხებდა მაშინ ეს თემა არც მე და არც ქმარს და არავისი საქმე არ იყო, რომ არ ვმუშაობდი. არც კი გამივლია თავში აზრად რომ ქმარი მარჩენდა, არც მას. მოვიდა დრო და ისევ დავიწყე მუშაობა, თუმცა რომ არ დამეწყო და ისევ ბავშვთან ვყოფილიყავი, არც ეს იქნებოდა პრობლემა. ჩვენვე ვაპრობლემებთ ხოლმე ყველაფერს, როცა რაღაცით უკმაყოფილო ვართ (რითაც ადრე კმაყოფილი ვიყავით) და შეცვლა არ შეგვიძლია." "კაცები უარეს დღეში არიან. მათ ბავშვობიდან ავალდებულებენ რომ უნდა გვარჩინონ. ეს არანაკლები სტრესია. აქედან მოდის მერე ათასი კომპლექსი და დანაშაულის გრძნობა რომ სათანადოდ ვერ, ან არ არჩენენ ოჯახებს." "პოსტის შეჯამება: ფემინისტები დისკრიმინაციას უწევენ და ზედ უვლიან სრულწლოვან, დაუსაქმებელ ქალებს. მათი შიდა საოჯახო შრომის არ აღიარებით, სოციალური გავლენების უარყოფითა და სრული პასუხისმგებლობის "ზრდასრულ" ქალებზე დაკისრებით (სხვა ინსტიტუტების პასუხისმგებლობის უარყოფით) და ა.შ." "და რატომ ვუხსნით კაცებს, შვილების რჩენის ვალდებულებას? ის რომ, ქალმა ერთხელ შეცდომა დაუშვა და იმას გაყვა ცოლად, ვისაც არ უნდა გაყოლოდა, რატომაა იმის საფუძველი, რომ მხოლოდ ისაა შვილებზე პასუხისმგებელი? უხერხულია, წარმატებული ქალებისგან, ნაკლებადწარმატებულებისთვის მენტორული ტონით ჭკუის დარიგება." ბაია პატარაია: "ძაან გაგიტკბათ რა ჩემი ლანძღვა... ეხლა გაიგეთ, რომ ოჯახში ქალი იჩაგრება და ადრე ასაკში გათხოვება უთანაბრდება ჩაგვრას? ოკ. თუ პირველად გაიგეთ მე გეტყვით, რომ გათხოვება საშინელებაა ეკონომიკურად დამოკიდებული ქალისთვის და ოჯახის ინსტიტუტი მჩაგვრელობითი ინსტიტუტია პატრიარქალურ საზოგადორბაში." 586 6-ს მოსწონს 1-ს არა
|