საზოგადოება რატომ წავიდა მერსი სულხანიშვილი მონასტერში 2016, 15 აგვისტო, 12:56 ქართული შოუ-ბიზნესის სკანდალური წარმომადგენელი, მერსი სულხანიშვილი სოციალურ ქსელში მონასტერში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და იქ გატარებული დღეებზე წერს. როგორც ჩანს, მონასტერში რამდენიმე დღით ცხოვრებამ მასზე საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა: "ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა უბრალოდ გინდა იყო ის ვინც ხარ, არ ეკონტაქტო საერო ცხოვრებაში არავის, მათ შორის არც ოჯახს ეს რეალობიდან გაქცევა არ არის, არც სხვა სამყაროში გადანაცვლება, არც სიახლის ძიება, უბრალოდ მე ვარ მე. სამყარო სავსეა XXI-ე საუკუნეში ყალბი ღიმილით. აქ კი ყველაფერი სხვაგვარად არის ყველა გულწრფელია, შეიძლება ითქვას 24 წლის მანძილზე თავი ვიგძენი ყველაზე ბედნიერად, ყველაზე მშვიდად, აქ არ გჭირდება თამაში, არც ყალბი შესამოსელი, არც მაკიაჟი, აქ ვერ გაიგებ ვინმემ ვინმეზე აუგი თქვას. არავინ არავის ეპირფერება ყველა წრფელია. ყველაზე ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ოცნება რეალობად მექცა. აღმოვაჩინე, რომ თურმე არსებობს ნამდვილი ურთიერთერობები მივხვდი, რომ ის რაზეც სულ ვოცნებობდი და მაკლდა თურმე არსებობს აქ ამ ცხოვრებაში დედამიწაზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემი ყველაზე ბუნებრივი ფოტოა 24 წლის მანძილზე. არც მაკიაჟი არც დაყენებული სახე ერთადერთი რაც არის XXI-ე საუკუნის ეს უბრალოდ მობილურის ფუნქცია სელფია. მადლობა უფალს ამ ლამაზი ნამდვილი დღეებისთვის." - წერს მერსი სულხანიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე. მომხმარებელთა დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ ფოტოზე მერსი უმაკიაჟოთ გაცილებით უკეთ გამოიყურება და დამშვიდებულიც ჩანს. თუმცა პოსტს, როგორც მოსალოდნელი იყო, უარყოფითი კომენტარებიც მოჰყვა" "აი ძალიან სასაცილოები ხართ, გადაურბენთ მთელ თბილისს თავზე დაიმხობთ ყველაფერს და მერე გახსენდებათ ეკლესია და მონასტერი, მაქედნ რო ჩამოხვალ მაინტერესებს ისევ ისეთი ცხოვრებით უნდა გააგრძელო ცხოვრება? ტიტველმა უნდა ინავარდო ქუჩებში?" " ეგ დღე რო დგება კრგია, მერსი, სინანული თუ გაქვს, ეგეც კარგია, მაგრამ შენთვის რო გაქვს, ეგ უფრო კარგია და საჯარო გასარჩევს რო არ გახდი ეგ უფრო კარგია!" - ვკითხულობთ კომენტარებში. 372 3-ს მოსწონს 1-ს არა
|