საზოგადოება მორაგბე გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის მდგომარეობა დამძიმდა. მათ სასწრაფოდ ესაჭიროებათ თურქეთში გადაფრენა! 2016, 9 აგვისტო, 18:55 ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე 21 ივლისს მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა. დიდი სისწრაფით მომავალი ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახება საშინელი შედეგით დასრულდა. ადგილზევე გარდაიცვალნენ ერთ მანქანაში მსხდომი სამი ახალგაზრდა -25 და 26 წლის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, რომელთაც 2 წლის გოგონა დარჩათ ობლად და მათი მეგობარი, ანა ჩხაიძე. მეორე ავტომობილში კი ოთხი ახალგაზრდა-საქართველოს ჩემპიონის "ლელოს" მორაგბე გიორგი ლომინაძე და საქართველოს რაგბის ნაკრების წევრი მერაბ(მეკო) კვირიკაშვილი მეუღლეებთან ერთად მძიმე დაზიანებებით, მრავლობითი მოტეხილობებით და დაჟეჟილობებით ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში იქნენ გადაყვანილი. ამ ავარიის შედეგად, მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, 4 შვილის დედა ანანო ბუაძე 31 ივლისს გარდაიცვალა. მძიმე მდგომარეობაში მყოფ ანანო ბუაძეს პნევმონია განუვითარდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ახლა კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ მორაგბე გიორგი ლომინაძისა და მისი ცოლის მდგომარეობა დამძიმდა და მათ სასწრაფოდ თურქეთში გადაფრენა ესაჭიროებათ. ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო სუთიძე ავრცელებს: "მეგობრებო გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ ეს პოსტი და გულთან ახლოს მიიტანოთ, ვისაც რითი შეგვიძლია დავეხმაროთ, ყველამ გაიგეთ საზარელი ავარიის ამბავი, სადაც 4 ადამიანი გარდაიცვალა, გადარჩნენ "რეგბისტები" და ერთ-ერთის მეუღლე, თუმცა მათი მდგომარეობა დამძიმდა და სასწრაფოდ ესაჭიროებათ გადაფრენა თურქეთში, დაიდება ანგარიშის ნომერი, გთხოვთ გააზიაროთ და დავეხმაროდ რითიც შეგვიძლია, იმედია ჯანდაცვის სამინისტრო, მერია და კეთილი ადამიანები ყველაფერს გავაკეთებთ მათ გადასარჩენად..." 1459 3-ს მოსწონს
|