x
image
ციცი
Mediator image
"სანამ დედიკოს მკერდი ტკივა... წერილი მისი ნახატებით..."-მაგდა პაპიძის და ვიდეოს აქვეყნებს მაგდას ციხიდან გამოგზავნილი წერილებით და ნახატებით.
image
მაგდა პაპიძის და, ლანა პაპიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ვიდეოს აქვეყნებს მაგდას ციხიდან გამოგზავნილი წერილებით და ნახატებით.

"რა საოცარია ეს წინათგრძნობა! დილიდან აფორიაქებული ვარ და აი წერილები ციხიდან... ისევ შოკი... ისევ სტრესი ... ისევ განცდები... როგორ გადავიტანო უშენოდ ეს წერილები, მითხარი მაგდა როგორ.... გავაკეთებ ალბობს და ყველამ ნახოს გული ხომ უტყუარია... იმას გადმოცემს შენი გული, რასაც ღამეები განიცდი საკანში... მე მჯერა შენი მაგდა, მილიონი პროცენტი მჯერა ამ წერილების... ფურცხლებს ციხის სუნი ასდის.... მე ისევ მოვკვდი ახლა როცა ფოსტიდან ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა დიდი სქელი კონვერტით და ძალიან შეწუხებული სახით მკითხა: '' მაგდას და ხართ?- დიახ... ცუდი ხომ არაფერია ვკითხე და უნდა დაგანაღვლიანო დაიკომ წერილები გამოგიგზავნათო....'' ეცა ლიზი კონვერტს და სახე გაეყინა: "- დედიკო ნახე როგორი წერილებია ნახატებითო... " მე არ ვიცი მაგდა, მე აქ მიჭირს გაძლება და შენ თუ უფალი არ გაძლებინებს აბა როგორ გინდა ათიო ღამეები უშვილოდ და ყველას გარეშე... მე სანამ პირში სული მიდგია შენთან ვარ და ხომ შეგპირდი სულ შენთან ვიქნები, იმიტომ რომ ჩემი ხარ! ჩემი სისხლი და ხორცი ხარ !!! მიყვარხარ და წერილებში შენი ჩვეული ტერმინებით მელაპარაკები ყოველი მესამე სიტყვაში მე მახსენებ ლანა... ლანა... ლანა.... ჰოოო, ამ ლანას ჯერა შენი მაგდა !"

" მაგდა მწერს.... ის მკერდი მტკივა მარცხენა, რომლითაც ვაჭმევდი თოკოს რძესო... მე მახსოვს თოკო მეორე ძუძუს არ იდებდა პირში და მხოლოდ მარცხენას ჭამდა... მე ვუთხარი მაგდას ერთხელ, მარცხენას იმიტომ რომ გულთანაა ახლოს თქო....მე ამას ძალაინ განვიცდი... ვინ რა იცის ხალხო რა განცდებია საკუთარი დისთვის ეს.... მეც იგივეს განვიცდი....."

" მე რა ვქნა ეხლა.... წავალ თოკოსთან, იტირებს ისევ დეიდა და ცივ ქვას მოეფერება.... მივა და შენი ლამაზი დედიკოს სახელით ისევ დაკოცნის მიწას.... გუშინ რომ წვიმდა გიჟივით ვიყავი თოკოს აწვიმდა მეგონა.... ჯერ თოვლზე ვიყავი გიჟივით, მივდიოდი და ვხვეტავდი თოვლს ჩემი თოკუნას საფლავიდან ..... ეს ტანჯვაა ხალხო და რატომ რაღა ჩემ ოჯახზე.... რატომ..."


" ჰოო, გაავრცელეთ, უყურეთ, წაიღეთ ვიდეო.... დედამ შვილი მოკლა თქვენი მოკლე ჭკუით... და დღეს ეს დედა ხატავს თოკოს.... ტკივა ის მკერდი, რომლითაც აჭმევდა რძეს თოკოს... ჰოოო უყურეთ, თუმცა არ მიკვირს თქვენ ის საზოგადოება ადებდა მაგდას ხელს ვინც შვილს მოკლავდა... ქმარს მოკლავდა .... პოტენციური შვილის მკვლელი დედები იშვერდით თითებს მაგდასკენ.... დედა-შვილობის ფენომენი ჩემი მაგდას და თოკოს სიტუაციაში შეუდარებელი იყო... იშვიათი დედა იყო მაგდა, ამას ცოცხალი ღმერთის წინ ვამბობ! და შენ ალბათ დაათვალიერებ მაგდას წერილებს, რასაც ავტვირთავ და ოდესმე შენ პირისპირ შეგასკდები, იცი შენ ეს დრო ვერაფერს უშველის ჩემს გაცხოველებულ ნერვებს ბატონო!! რაც დრო გადის და რაც კიდევ არ ჩანხარ მიათმაგდება ეს ცხოველის ინსტიქტები... მე თოკოს დეიდა ხელებიდან გამომაცლე ბავშვი და ამას დრო მოვა ხალხი გაიგებს ვინც გააკეთა ეს! არ არსებულია არ გასკდეს ფაქტები, რომლებიც დღემდე დაფარულია, გადალესილია ვითომ უკვალოდ.... არაფერია დაფარული, რაც არ გამჟღავნდება !!!!!!!!!!!"



აი, რას წერს მაგდა:

"ჩემო ერთადერთო შვილო, შენი თავი ღმერთმა მაჩუქა და ქვეყნიერებამ წამართვა თოკო...

სანამ დედიკოს მკერდი სტკივა, მანამდე ცოცხალი ხარ.

სანამ დედიკოს ძარღვებში სისიხლი დარბის, შენც დარბიხარ..."

image
imageimage

image

image


1
408
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
408
  
2016, 5 აგვისტო, 20:08
მსახიობები
0 1 1