x
image
ციცი
Mediator image
"იტანჯებოდა, აღარაფერი შველოდა და ტკივილისგან წიოდა..."-ნინა სუბლატის ემოციური პოსტი-"გაუფრთხილდით საყვარელ არსებებს..."

image
მომღერალი ნინა სუბლატი სოციალურ ქსელზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს. იგი ძალიან განიცდის პატარა, ციცქნა ძაღლის გარდაცვალებას, რომლის პატრონიც ნინა სულ რაღაც ხუთი დღე იყო. მაგრამ მიუხედავად დიდი მცდელობისა, მისი გადარჩენა ვერ შეძლო:


"Rip baby boy Moby სულ პატარა და ციცქნა იყო. რაღაც ინფექცია აღმოაჩნდა, სულ 5 დღე იყო ჩემთან. რომ წამოვიყვანე აცემინებდა და ეგრევე მივიყვანე ექიმთან. რაც კი მასალა არსებობდა ცემინებასთან დაკავშირებით ყველაფერი წავიკითხე. ვისგანაც წამოვიყვანე იმასაც დავუკავშირდი, გინდა თუ არა ჯანმრთელიაო, ექიმებმაც თავიდან ვერაფერი საშიში ვერ დაუდგინეს. 2 დღე ხასიათის და ენერგიის მხრივ კარგად იყო, ბევრს მკოცნიდა და ყელში ძვრებოდა დასაძინებლად (მაგრამ როგორც ჭეშმარიტი ცხოველის ჯანმრთელობაზე მზრუნველი და პანიკიორი, მაინც სულ ექიმთან ვიჯექი). მერე გაუუარესდა მდგომარეობა. ძაან მჯეროდა რომ გამოკეთდებოდა, ღამეებს ვათენებდით, სულ კლინიკაში ვიყავით, აზალია რომ აზალიაა ეგეც კი უვლიდა, მაგრამ ისეთი პატარა და სუსტი იყო ვერ გაუძლო, გადასხმაც კი ვერ გაუკეთეს, წერტილის ზომის იყო... ძაან, ძაან მაგრად იტანჯებოდა, აღარაფერი შველოდა და ტკივილისგან წიოდა. ისე ცუდად გარდაიცვალა, რომ ალბათ ცხოვრებაში აღარასდროს მეყოლება აზალიას გარდა ძაღლი. რაღაცნაირად გული მიგრძნობდა, რომ ასეთი რაღაც მოხდებოდა, არასდროს დამიკარგავს უსაყვარლესი არსება, არც ცხოველი, არც ადამიანი და ინტუიციურად მივხვდი რაც იქნებოდა. თან ძალიან სიმბოლური იყო ეს ამბავი, რაც თავი მახსოვს ჩიხუახუაზე ვოცნებობ და ამდენი წლის შემდეგ ეს ციცქნა ბიჭი ვიშვილე... ძალიან მძიმე ამბავი ყოფილა და ძაან მძიმე განსაცდელი... მოკლედ, გაუფრთხილდით საყვარელ არსებებს, ბევრი კოცნეთ და ეფერეთ..."

image

ნინა სუბლატი თავისი გარდაცვლილი პატარა ძაღლის ფოტოებსაც აქვეყნებს:imageimageimage

0
903
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
903
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0