x
image
ციცი
Mediator image
"მსოფლიო შემოვიარე და არსად არ მინახავს იმდენი ლამაზი ქალი, რამდენიც რუსთაველზე..."
image
საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სულა სულაშვილი სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია. იგი უფრო ხშირად კრიტიკულ პოსტებს აქვეყნებს, მაგრამ მისი ბოლო სტატუსი ქართველი ქალის სილამაზეს ეხება. ბატონი სულას აზრით, მთელს მსოფლიოში ქართველ ქალზე უფრო ლამაზი ქალი არ შეხვედრია.

"მსოფლიო შემოვიარე და არსად არ მინახავს იმდენი ლამაზი ქალი, რამდენიც რუსთაველზე ერთ საათიანი გასეირენების დროს შემხვედრია...
არ არსებობს ქართული ქალის ღიმილზე კიდევ უფრო ლამაზი ღმილი... არც გოროზად შეყრილი წარბები და არც ამაყად მოღერილი ყელი...
არ არსებობს სხვა თვალები, რომელშიც გულს შეუძლია აციმციმება...
ვერასოდეს შევძელი დამეხატა ქართველ ქალზე უფრო ლამაზი ქალი. მიმეძღვნა ლექსი ისე რომ სულს ზეიმი არ განეცადა.
ქართველი ქალი, ყველა სიტყვაში და ყველა სტრიქონში ღმერთისგან ირითმება. არ არსებობს სხვა უფრო დიდი და ამაღლებული მუზა, როელიც შეიძლება დედის, ბებიის, დის, შეყვარებილის, ქალიშვილის, ან სულაც უცხო, ქუჩაში გამავლელი ქართველი ქალის თვალებში აღმოუჩენელი დაგრჩეს."image


მის სტატუსს დიდი გამოხმაურება მოყვა, თუმცა ზოგი დაეთანხმა და ზოგიც არა:


"ეს როდის ნახეთ საინტერესოა... ლამაზი მე ქუჩაში არავინ შემხვედრია, პირიქით... უეჭველი ღადაობთ..."


"ეჰ, ქართულ "ვეებერთელა კეხიან" ცხვირს მაინც არაფერი სჯობს..."

"მთელი მანჰეტენი რომ მოიარო ფეხით, აღარაფერს ვამბობ ბრუკლინსა და ნიუ-იორკის შემადგენელ სხვა ქალაქებზე, ძალიან იშვიათად რომ შეგხვდეს ისეთი მომხიბვლელი ქალი, ან გოგო, როგორებიც თბილისში დაიარებიან!"

"გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ჩვენში დევს რაღაც იდუმალი ნაპერწკალი, რომელიც განგვასხვავებს ყველა დანარჩენისგან....."

"ერთხელ ერთ სომეხს გადავეყარე ლონდონის ცენტრში და მან მითხრა, რომ BBC -ის კვლევის თანახმად ყველაზე ლამაზი ქალები სწორედ ქართველები არიანო და არა უკრაინელებიო, ზოგადად ქალის სილამაზე გრძელი წვრილი ფეხებით არ განისაზღვრება, ყველაზე მთავარი მიმიკა და ნაკვთებია, რაც აღმოსავლეთ ევროპელ მანდილოსნებს სხვებისგან გამოარჩევს..."

"სხვა აზრი, სხვა სხივი კრთის ქართულ თვალებში, ვერ პოვებთ, მორკინოთ თუ გინდათ ქვეყანა, ღიმილზე რა გითხრათ, ღიმილი თუნდ მწარე, მით უფრო ქართული კეთილი ღიმილი, მერწმუნეთ მას ქვეყნად ბადალი არა აქვს!"

"ეეეჰ, მეც მასე მეგონა სანამ გავიზრდებოდი და სხვა ქალაქებ-ქვეყნებს ვნახავდი... ისე ანეგდოტი გამახსენდა, ახლადაქორწინებული ბიჭი მურაბებს რომ ლეწავს, ამაზე ტკბილი რაღაცეებიც ყოფილაო..."

image

0
142
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0