შოუბიზნესი "ეს აღარ შეგრჩებათ! "-მერსი სულხანიშვილს თავს დაესხნენ. 2016, 2 აგვისტო, 14:16
ამ ფაქტის შემდეგ მერსი სოციალური ქსელით ხშირად ცდილობდა ხალხის გულის მოგებას, იხდიდა ბოდიშებს, მაგრამ როგორც ჩანს საზოგადოების გარკვეული ნაწილი იმდენად არის გაღიზიანებული, რომ მასზე თავდასხმასაც კი არ ერიდება. როგორც მერსი სულხანიშვილი სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, მას ვიღაც გოგონამ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგ კოკა-კოლა შეასხა. მასზე მიზნობრივი პროვოკაციული თავდასხმა უკვე რამდენჯერმე განმეორდა, ბლოგერი დათმობას არ აპირებს და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრა: "დღეს დაახლოებით 21:45 წუთზე ვიმყოფებოდი აღმაშენებლის 75 ნომერში. ვიჯექი კიბეზე მეგობართან ერთად, მოულოდნელად ჩემთვის სრულიად უცნობი გოგონა მომვარდა(სამი გოგო იყო, მათგან ერთერთმა), ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, შემდეგ კოკა-კოლა შემასხა და გაიქცნენ ვარდების ბაღში. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია. იმედია მალე იპოვიან დამნაშავეებს და მალე დაისჯებიან კანონის შესაბამისად. უკვე მერამდენედ შეიძლება განხორციელდეს მიზნობრივი პროვოკაციული თავდასხმა? პირველი ნიკორას ამბავი შეგრჩათ, ეს აღარ შეგრჩებათ! საკმარისია საზოგადოების აბუჩად აგდება და მანიპულირება. 660 2-ს მოსწონს
|