x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
4 ყველაზე სექსუალური მამაკაცი,რომლებსაც შეუფერებელი ცოლები ჰყავთ
image


1-"პლანეტის ყველაზე სექსუალური მამაკაცი", პროფესიონალი მოცეკვავე და მიუზიკლები ვარსკვლავი, ავსტრალიის საუკეთესო მსახიობი და სუპერ -გმირი X-Men-იდან, — "ემის", "ტონის" და "ოქროს გლობუსის" მფლობელი, "ოსკარის ნომინატი", აი, ეს გახლავთ ავსტრალიელი მსახიობის ჰიუ ჯეკმენის არასრული ტიტულები.


ამისთანა ქარიზმატულ, მომხიბვლელ და ნიჭიერ მამაკაცს შეუძლია მრავალი ლამაზმანი მოხიბლოს, თუმცა მსახიობი აგერ უკვე 20 წელია დაქორწინებულია თავისზე 13 წლით უფროს ქალზე, მსახიობ დებორა ლი ფერნესზე, რომელიც როგორც ჯეკმენმა აღნიშნა ერთი ნახვით შეუყვარდა.


image





2)ყველასთვის ცნობილი "დოქტორი ჰაუზი", ანუ მსახიობი ჰიუ ლორი, რომელსაც მშობლიურ ბრიტანეთში "კინოს ისტორიაში ყველაზე სექსუალურ ექიმს" უწოდებენ.მართალია ჰიუ ლორი "ვარსკვლავთბიჭუნას" გარეგნობით არ გამოირჩევა, მაგრამ მისი ტალანტი ბევრს შეშურდება:მსახიობი, პროფესიონალი პიანისტი, მწერალი, მომღერალი, დრამატურგი და სპორტის ოსტატი აკადემიურ ნიჩბოსნობაში.


ლორი აგერ უკვე 25 წელია დაქორწინებულია თეატრალურ ადმინისტრატორ ჯო გრინზე.მისი გარეგნობა დიდი არაფრით გამოირჩევა, სამაგიეროდ კარგი პიროვნებაა და სამი შვილის დედა.

image


image



3)პირს ბროსნანი რომ ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ და სექსუალურ მამაკაცად ითვლება ჰოლივუდში ეს ბევრისთვის ცნობილია.მსახიობი სანამ "აგენტ 007"-ს ითამაშებდა დაქორწინებული იყო მსახიობ კასანდრა ჰარისზე, თუმცა ვერაგმა ავადმყოფობამ ბროსნანი 38 წლის ასაკში დააქვრივა.

image

ფოტოზე: ბროსნანი პირველ მეუღლესთან ერთად.



დეპრესიიდან გამოსვლაში მსახიობს მისი ამჟამინდელი ცოლი, ჟურნალისტი კილი შეი სმიტი დაეხმარა.როგორც იტყვიან კაი მამალი დედაკაცი, plus-size გარეგნობით და სკამაოდ მოკრძალებული გარეგნობით.წყვილი აგერ 15 წელია ერთად ცხოვრობს, შეეძინათ ორი ვაჟი.

image
.image


4)როდესაც შვეიცარიელ მსახიობს და რეჟისორს ვენსან პერესს წითელ ხალიჩაზე ამ ქალთან ერთად ხედავენ ყველას მისი დედა ჰგონია, სინამდვილეში კი იგი ცოლია, თანაც საბედიწერო ქალი.ყველაფერი კი ინდური ფილმის სიუჟეტივით განვითარდა.


28 წლის იყო ვენსანი, როდესაც სენეგალელი მოდელი კარინ სილა გაიცნო, შეუყვარდა ცოლობაც სთხოვა და ქორწილის დღეც დათქვეს...და აი ერთ დღეს ვენსენმა თავის საცოლე უფროს კოლეგას და ამხანაგს, ჟერარ დეპარდიეს გააცნო.."რა მომხიბვლელი გოგოა?"-წამოიძახა დეპარდიემ....


რამდენიმე დღეში ფრანგული ყვითელი პრესა დეპარდიეს ახალ რომანზე ლაპარაკობდა...კარინამ ვენსანს ნიშნობის ბეჭედი უკან დაუბრუნა, მალე ქალს დეპარდიესგან გოგონა, როქსანა შეეძინა..შემდეგ კი ყველაფერი დამთავრდა.


გავიდა წლები ერთ დღეს ვენსანი მოღალატე კარინას ისევ შეხვდა ერთ-ერთ კორპორაციულ საღამოზე, თუმცა კარინას უწინდელი გარეგნობიდან აჩრდილიღა იყო დარჩენილი."მე ისევ მიყვარხარ, მზად ხარ ცოლად გამომყვე?"-ჰკითხა პერესმა....პასუხი დადებითი იყო.წყვილს ამჟამად სამი შვილი ჰყავთ და პლიუს როქსანაც მათთან ერთად ცხოვრობს.


imageimage



1
2588
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
2588
  
2016, 11 აგვისტო, 0:44
აუუუ.....კარინამ დაგლიჯა.....თან ხელიდან ხელში რო გადადის....
0 1 1