x
image
ციცი
Mediator image
ავტოავარიის დროს დაშავებული მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე გარდაიცვალა.
image
21 ივლისს ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა. დიდი სისწრაფით მომავალი ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა და საშინელი შედეგით დასრულდა. ერთ მანქანაში მსხდომი სამი ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა-25 და 26 წლის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, ნუცა კალანდარია და გიორგი პაპასკირი, რომელთაც 2 წლის გოგონა დარჩათ ობლად და მათი მეგობარი, ანა ჩხაიძე. მეორე ავტომობილში კი ოთხი ახალგაზრდა იმყოფებოდა-საქართველოს ჩემპიონის "ლელოს" მორაგბე გიორგი ლომინაძე და საქართველოს რაგბის ნაკრების წევრი მერაბ(მეკო) კვირიკაშვილი მეუღლეებთან ერთად. ისინი მძიმე დაზიანებებით, მრავლობითი მოტეხილობებით და დაჟეჟილობებით ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში იქნენ გადაყვანილი.

გუშინ, რაგბის კავშირმა ავარიისას დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია გაავრცელა:


"საქართველოს რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსის (ეროვნული ნაკრების ექიმი), გიორგი ჭუმბურიძის ინფორმაციით მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, ანანო ბუაძე და გიორგი ლომინაძე რჩებიან რეანიმაციულ განყოფილებაში. ორივე პაციენტს, გულ-მკერდის ძლიერი ტრავმების გამო, როგორც მოსალოდნელი იყო, მიუხედავად პრევენციისა, განუვითარდათ პნევმონია (ფილტვების ანთება). უტარდებათ სათანადო თერაპია. ანანო ბუაძეს თბილისიდან ჩასულმა ოფთალმოლოგმა ჩაუტარა კვლევები. ყბა-სახის ძვლების მოტეხილობების გამო დაზიანებული მარჯვენა თვალი შენარჩუნდება და დაიგეგმა მკურნალობის სტრატეგია. იგი რჩება სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე.

გიორგი ლომინაძის ზოგადი მდგომარეობა ხასიათდება დადებითი დინამიკით. უახლოეს დღეებში შესაძლებელი იქნება მისი მართვითი სუნთქვიდან სპონტანურ სუნთქვაზე გადაყვანა და ინფექციის კუპირების შემდეგ დაიგეგმება ტრავმატოლოგიური ოპერაციები ქვემო კიდურებზე.
ნუცა გუნცაძესთანაც (გიორგი ლომინაძის მეუღლე), იგეგმებოდა მართვითი სუნთქვიდან სპონტანურ სუნთქვაზე გადაყვანა, მაგრამ შეღვიძებისას განვითარებული კონვულსიების (კრუნჩხვა) გამო ვერ მოხერხდა. მიმდინარეობს სათანადო მედიკამენტოზური მკურნალობა. აღნიშნული პათოლოგიის შესაბამისი მედიკამენტოზური დოზირებით დასტაბილურების შემდგომ განხორციელდება პაციენტის მართვითი სუნთქვიდან მოხსნა. ეტაპობრივი შეღვიძებებისას გამოხატავს რეაქციას ექიმის ბრძანებაზე. რჩება მართვით სუნთქვაზე, სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყიფილებაში.
როგორც ადრე გაცნობეთ, მერაბ კვირიკაშვილი 28 ივლისს გაეწერა კლინიკიდან დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, თუმცა რჩება ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ."(წყარო-site.rugby.ge)imageამის შემდგომ კი გავრცელდა სამწუხარო ინფორმაცია, რომ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე, რომელიც 4 შვილს უზრდიდა საქართველოს, გარდაიცვალა.


ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!imageimageimageimageimageimageimageimageimageimage

0
1534
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1534
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0