x
image
მანჩო 777
შვიდი ქალაქი, სადაც ცხოვრებისათვის თქვენ ფულს გადაგიხდიან
ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ არსებობს ქალაქები, სადაც მოსახლეობა ძალიან მცირეა და რომელთა ხელისუფლება ფულს უხდის იქ ცხოვრების მსურველებს. სწორედ ასეთ ადგილებზე გვექნება საუბარი დღევანდელ პოსტში.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ სხვადასხვა ქვეყნის შვიდ ქალაქს, სადაც თქვენ გელოდებათ ჯილდო იმისათვის, რომ იქ იცხოვროთ და იმუშაოთ.


ალიასკა



image

ამ სიაში პირველია არა ქალაქი, არამედ მთელი შტატი და აი რატომ: ალიასკის მოსახლეობა ყოველწლიურად კატასტროფულად მცირდება აქაური მკაცრი ბუნებრივი პირობების გამო და ხელისუფლებამ გადაწყვიტა გარკვეული ფონდის დაარსება მათთვის, ვინც ერთი წლით მაინც სამუშაოდ ჩავა ალიასკის ქალაქებსა და სოფლებში. თუ თქვენ გიყვართ ზამთრის ქათქათა პეიზაჟები, იოლად ეგუებით დაბალ ტემპერატურას და ცხოვრების შენელებულ რიტმს, მაშინ ალიასკა თქვენთვის ზედგამოჭრილი იქნება საცხოვრებლად.


უტრეხტი, ნიდერლანდები


image

ჰოლანდია მთელ მსოფლიოში ცნობილია ჰუმანიტარული მეცნიერებების ღრმა შესწავლითა და სოციალური ექსპერიმენტებით. აი, ერთ-ერთი მათგანი: 2016 წლიდან ქალაქში დაიწყო სოციალური ექსპერიმენტი, რომლის დროსაც შეისწავლება ადამიანების ქცევები იმ შემთხვევაში, როცა მათ გააჩნიათ უშრომელი შემოსავალი. უტრეხტში თითოეულ მოსახლეზე თვეში 1000 ევრო გაიცემა... ისე, უბრალოდ, ექსპერიმენტის სახით.


კერტისი, ნებრასკა, აშშ


image


ეს პატარა ამერიკული ქალაქი გთავაზობთ მიწის ნაკვეთს სრულიად უფასოდ და თქვენ მასზე უნდა ააშენოთ სახლი. ქალაქის მესვეურები უბრალოდ ზრუნავენ მისი ინფრასტრუქტურისა და კულტურის განვითარებისათვის.


პონგა, ასტურია, ესპანეთი


image

ესპანეთის ჩრდლო-აღმოსავლეთით, ნაკრძალის ზონაში მდებარე ეს უძველესი პატარა დაბა ქვეყანაში ერთ-ერთ უძველეს დასახლებად ითვლება. ახალგაზრდების მისაზიდად და ადგილობრივი ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად ხელისუფლება სთავაზობს 3000 ევროს ყველა ახალგაზრდა ოჯახს, რომელიც აქ დასახლებას მოისურვებს. წყვილის მიერ გაჩენილ თითოეულ შვილზე დაწესებულია დამატებითი ჯილდო-4 000 ევრო. შესანიშნავი შანსია იცხოვრო ეკოლოგიურად სუფთა, ულამაზეს ადგილას.


ნიაგარის ჩანჩქერი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ


image

კიდევ ერთი შემოთავაზება, რომელიც ბევრ თქვენგანს არარეალური მოეჩვენება-იცხოვრო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ულამაზეს ადგილას და ამისათვის ფული მიიღო! ხელისუფლება უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სთავაზობს 7000 დოლარს ჩანჩქერთან არსებულ დაწესებულებებში ორწლიანი მუშაობისათვის.


სასკაჩევანის პროვინცია, კანადა


image

ეს კანადური პროვინცია ხელსაყრელ გარიგებას სთავაზობს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, კერძოდ მათ, ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია თავისი მომავალი. ახალგაზრდებს უხდიან 20 000 დოლარს, თუ ისინი შვიდი წლის განმავლობაში იმუშავებენ პროვინციაში.


დეტროიტი, მიჩიგანის შტატი, აშშ


image

''დასავლეთის პარიზი", აშშ-ის საავტომობილო დედაქალაქი'', -ეს ტიტულები ნახევრადდაცარიელებულმა დეტროიტმა გასული საუკუნის მეორე ნახევარში თანდათანობით დაკარგა, თუმცა ქალაქის ხელისუფლება მთელი ძალით ცდილობს ძველი დიდების დაბრუნებას. ამ პრობლემის გადასაჭრელად მთავრობამ დანერგა ახალი პროგრამა «Challenge Detroit», რომლის ფარგლებში 2500 დოლარს სთავაზობენ სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტებს, რომლებიც დათანხმდებიან ქალაქში სამუშაოდ გადასვლას.


პ.ს. ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, არჩევანი თქვენზეა: ჩაალაგეთ ჩემოდნები და გაემგზავრეთ ამ ქალაქებში ბედის საძებნელად.



16
17413
18-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
17413
  
2017, 14 ოქტომბერი, 17:46
ვარ მაგ ქვეყნის მოქალაქე მაგრამ უტრეხტში არაა ადვილი სახლი მოგცენ ტუ იყიდი ეგ სხვა საქმეა
2017, 9 ოქტომბერი, 23:03
კომენტარი წაიკითხეთ ჩემი? მგონი გასაგებად მაქვს მითითებული, რომ ამისათვის იმ ქვეყნის მოქალაქე უნდა იყო, რომელთა ქალაქებზეც არის სტატიაში ლაპარაკი..სტატიის ფინალი კი ( ჩაალაგეთ ჩემოდნები–თქო) უბრალო ხუმრობაა და მეტი არაფერი.
2017, 9 ოქტომბერი, 22:51
ტყუილია ტყუილი! ავტორმა მიუტიტოს სად ამოიკიტხა ეს ზღაპარი ტუ ტავად სეტხზა?!
2017, 9 ოქტომბერი, 22:50
სხვა ქალაქი არ ვიცი და მანჩო777 სად ამოკიტხე რომ უტრეხტი, ნიდერლანდები აი აქ ფულს მოგცემენ მხლოდ იმაში რომ იქ იცხოვრო? მად რომ ბინა მიირO მრავალი წლ უნდა იდგე რიგში... პ.სფულს ჰოლანდიაში ყველა უმუშევარს აძლევენ ხო 1000 ევროს
2017, 17 იანვარი, 11:54
უტრეხტი? ძალიან მაგარია
2016, 1 ნოემბერი, 10:12
ხოდა როგორ გავხდეთ იმ ქვეყნის მოქალაქე.
2016, 30 ოქტომბერი, 19:44
ერთი რამ უნდა გაითვალისწონოთ ოღონდ, იმისათვის, რომ ეს ფულადი თანხა მიიღოთ, იმ ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოთ:)
2016, 30 ოქტომბერი, 18:06
გამარჯობათ მაინტერესებს ამთემაზე ზუსთი ინფორმაცია, და თურეალურია. ვინმეს თუ შეუდზლია დაკვალიანება ვიზების ფრობლემა არმაქვსს
2016, 3 აგვისტო, 18:25
რავიცი აქ ვმუსაობ და მაინც ვერ ვეღირსე ნორმალურ Xელფას და გამიშვით არაფრის კეთებაში გადამიხდიან Fულს ჯანდაბას ალიასკაც იყოს
2016, 3 აგვისტო, 17:17
წყარო შეგიძლიათ მიუთითოთ?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10