სხვა ჩინელმა მეთევზემ 130 მილიონ დოლარად ღირებული ხის მორი დაიჭირა 2014, 20 თებერვალი, 22:11 ჰონკონგელმა მეთევზემ მინ კვოკმა თევზაობის დროს ზღვაში უზარმაზარი ხის მორი დაიჭირა. თავიდან გაწბილებულ მინს უხეირო ნადავლის ისევ უკან გადაგდება უნდოდა, როცა უეცრად ხიდან მძაფრი სუნი იგრძნო. როცა მეთევზემ მორს კანის ნაწილი დანით აათალა, შიგნიდან ყვითელმა ზეთმა გამოჟონა და სწორედ ამ ზეთმა გახადა ის ზღაპრულად მდიდარი.
მამაკაცი მიხვდა, რომ მის წინაშე ეგრეთწოდებული ალოეს ხის უზარმაზარი ნაჭერი ეგდო. ამ ხის ზეთი ძალიან ძვირფასია და გამოიყენება მედიცინასა და პარფიუმერიაში არომატული ნივთიერებების დასამზადებლად.
ბედნიერმა მეთევზემ ხის მორი, რომლის დიამეტრი თითქმის 3 მეტრს აღწევდა, სპეციალისტებს აჩვენა. მათ დაადასტურეს, რომ ნაპოვნი ნამდვილად ძვირფასი ხე იყო და მისი მიახლოებითი ფასი მილიარდი ჰონკონგური დოლარი ანუ 128 მილიონი ამრიკული დოლარი იყო.
მეთევზე, რომელმაც ძვირფასი ხე იპოვა, რათქმაუნდა, მის გაყიდვას აპირებს და ამბობს, რომ აღებული თანხის ნაწილს ქველმოქმედებას მოახმარს. ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში ალოეს ხე ითვლება "ბრილიანტად" მცენარეებს შორის, რადგან ის იწოვს ენერგიას კოსმოსიდან და ფლობს განსაკუთრებულ ძალას. მისი ყველა ორგანო, მათ შორის თესლი და ფოთლები ფართოდ გამოიყენება მედიცინაში. 4135 19-ს მოსწონს
|