x
image
მანჩო 777
4 ცნობილი მითი ყველაზე სახელგანთქმული ღირსშესანიშნაობების შესახებ
მაღალი ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში მსოფლიო ქსელები უამრავ მითს წარმოშობენ. დედამიწაზე მრავალი ადგილია, რომლებიც ცნობილია თითქმის ყველა ადამიანისათვის, მიუხედავად იმისა, პირადად არის თუ არა იქ ნამყოფი. ყველამ ვიცით თავისუფლების ქანდაკების შესახებ, ხოლო სტოუნჰენჯი კი დიდი ხანია გახდა ლამის ყველაზე პოპულარული ადგილი დედამიწაზე. მოდით, ვეცადოთ და ნათელი მოვფინოთ მითებს ამ ყველასათვის ცნობილი ადგილების შესახებ.

1.სტოუნჰენჯი სულაც არ აუგიათ დრუიდებს.

image

დრუიდები ყოველთვის ცნობილი იყვნენ თავიანთი იდუმალი რიტუალებით და ბრძენების დახურული საზოგადოებებით. ამიტომ კულტუროლოგებმა გადაწყვიტეს, რომ სტოუნჰენჯი-ეს დრუიდების სარიტუალო ნაგებობა იყო. ზოგი საუბრობს მის კალენდარულ დანიშნულებაზე, ხოლო ერთეული მეცნიერების ფანტაზიას ხომ საზღვარი არ აქვს.


image

რადიონახშირბადულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ნაგებობა შენდებოდა ასეული წლების მანძილზე. მშენებლობის დასაწყისი მერყეობს 2400-2200 წლებში, ხოლო დასასრული 1600 წელს ჩვენს ერამდე.

image

ყურადღებიანი მკითხველი მიხვდება, რომ დრუიდებს არანაირად არ შეეძლოთ ამ წლებში ნაგებობის აშენება.

სავარაუდოდ, ლეგენდა გაავრცელა მე-18 საუკუნის არქეოლოგმა უილიამ სტაკლიმ (William Stuckeley). ის იკვლევდა კელტების კულტურას, ხოლო ხანდახან თავად ატარებდა დრუიდების რიტუალებს თავის ცოლთან ერთად. ადამიანების დიდმა ინტერესმა ძველი კელტების მიმართ საფუძველი დაუდო ლეგენდის გავრცელებას.

2.მთვარეზე დიდი ხანია უკვე აღარაა ამერიკის დროშა.

image

გახსოვთ მთვარეზე გადაღებული ცნობილი სურათი? სახელგანთმულ ნილ არმსტრონგს უჭირავს ამერიკის გაშლილი დროშა, რამაც საფუძველი დაუდო პლანეტათაშორის მოგზაურობებს კოსმოსში. ეს იყო კაცობრიობის პირველი შეჭრა კოსმოსურ ინდუსტრიაში.

image

ეკიპაჟის მეორე წევრმა, ბაზ ოლდრიმ განაცხადა, რომ სულ მთვარეზე ჩატანილი იქნა 6 ასეთი დროშა. ერთი მათგანი ხომალდის აფრენისთანავე წაიქცა ძრავიდან გამონადენი ჰაერის გამო, ხოლო დანარჩენები კი სწრაფად გაუფერულდნენ იმის გამო, რომ მთვარეზე ატმოსფერო არაა. მათი ტილოები თეთრ ნაჭრებად გადაიქცნენ მზის რადიოაქტიური გამოსხივებისა და ტემპერატურის მუდმივი ცვალებადობის გამო.

3."ლონდონის ხიდს" სხვა სახელწოდებაც გააჩნია.

image

Googl-იც კი ვერ დაგვეხმარება ვიპოვოთ ნამდვილი სახელი ლონდონის ამ მთავარი ღირსშესანიშნაობისა. ის ცნობილია მთელ მსოფლიოში, ხოლო ბევრმა კი არ იცის მისი ნამდვილი სახელი.

არქიტექტურის ეს ულამაზესი გრანდიოზული ნიმუში ერთმანეთთან აერთებს ლონდონის ორ რაიონს-საუთვორკს და სითის, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილია მდინარე ტემზით. ხიდი, რომელსაც სურათზე ვხედავთ, აგებულია 1973 წელს, ხოლო მისი წინაპარი აშენებულ იქნა 1831 წელს, თუმცა ამ ადგილას ხიდი არსებობდა ჯერ კიდევ რომის იმპერიის დროს და იმ დროიდანვე ატარებდა "ლონდონის ხიდის" სახელს.

image

აქამდე უცნობია, როდიდან დაერქვა მას "ტაუერის ხიდი", თუმცა ფაქტია, რომ დღეისათვის მას ყველა ამ სახელით იცნობს.

4.თავისუფლების ქანდაკება ამერიკელებს ფრანგებმა აჩუქეს?

image

ამერიკისათვის თავისუფლების ქანდაკებას უზარმაზარი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ეს არის იმედის, თავისუფლების და ბედნიერების ძეგლი.

ბევრმა არ იცის, რომ ქანდაკება დაპროექტებული იქნა ფრანგების მიერ, რომლებმაც ამით თავისებური პროტესტი გამოხატეს იმპერატორ ნაპოლეონ III-ის ავტორიტარული ტირანული რეჟიმის მიმართ. ქანდაკება ამერიკას აჩუქეს დამოუკიდებლობის დღეს, იმედს იტოვებდნენ რა, რომ საფრანგეთიც მალე გახდებოდა ამერიკასავით თავისუფალი.

image

სწორედ უბრალო ფრანგმა ხალხმა შეაგროვა ფული ამ უნიკალური ძეგლის ასაშენებლად. რათქმაუნდა, ნაპოლეონ III-ის მთავრობას ამაში მონაწილეობა არ მიუღია.

თუმცა ფრანგ კათოლიკეებს შორის იყო ბევრი, ვინც უკმაყოფილო იყო თავისუფლების ქანდაკებით.ამას იმით ხსნიდნენ, რომ მათი აზრით, ქანდაკება არაქრისტიანული ძეგლი იყო. ეს ნამდვილად ასეა:თავისუფლების ქანდაკებაში განხორციელებულია რომაული ქალღმერთის - ლიბერტას სახე.

image

3
421
15-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
421
  
2013, 30 ნოემბერი, 12:58
ძალიან კაი სტატიაა საინტერესო ინფორმაციული
2013, 30 ნოემბერი, 10:03
მადლობა, გაიხარე:)
2013, 30 ნოემბერი, 9:59
კარგი სტატიაა მანჩო
0 1 3