სხვა სოფელი ოიმიაკონი-ყველაზე ცივი ადგილი მსოფლიოში 2014, 18 იანვარი, 20:41 ეს ფოტორეპორტაჟი განკუთვნილია ისეთი ადამიანებისათვის, ვინც ცივი ზამთრის გამო გამუდმებით წუწუნებს. თუ თქვენ ჩვენებური ზამთარი არ მოგწონთ და ყინვიანი და ცივი გეჩვენებათ, სასწრაფოდ უნდა გაემგზავროთ ოიმიაკონში. აი აქ იგრძნობთ ნამდვილ სიცივეს. იანვარში აქ ტემპერატურა მყარად დგას -50 გრადუსს ქვემოთ. ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ ამ დასახლებულ პუნქტს სამართლიანად უწოდებენ პლანეტის ყველაზე ცივ ადგილს.
ყველაზე დაბალი ტემპერატურა, რაც კი აქ დაფიქსირებულა, არის
…-71, 2ºС!!!
სოფელში ცხოვრობს დაახლოებით 500 ადამიანი. გასული საუკუნის 20-30-იან წლებში აქ იყო ირმების მწყემსების გასაჩერებელი ადგილი. საბჭოთა კავშირის არსებობის წლებში იყო მცდელობა მომთაბარეების დამაგრებისა ერთ ადგილზე, რადგან საბჭოთა ხელისუფლება მათ უმართავად თვლიდა. აი სწორედ ამის შედეგად წარმოიშვა სოფელი. სიტყვა "ოიმიაკონი" ნიშნავს -"გაუყინავ წყალს". ეს სახელი სოფელს დაერქვა მის ახლოს მდებარე ცხელი წყაროს გამო. გაიყინეთ?- შეგიძლიათ ძვლები ამ ცხელ წყაროში გაითბოთ. ამ სამახსოვრო სვეტზე აღნიშნულია დასახლებული პუნქტის ისტორიაში დაფიქსირებული ყველაზე დაბალი ტემპერატურა. მიუხედავად ასეთი საშინელი ზამთრისა, ზაფხულობით აქ ხშირადა +30 გრადუსი სითბო. აქ თითქმის არ ხარობს მცენარეები, ამიტომ ადამიანები ძირითადად ჭამენ ირმების და ცხენების ხორცს. სოფელში სულ ერთი მაღაზიაა, ხოლო ადგილობრივები მუშაობენ ირმების მწყემსებად, მონადირეებად და მეთევზეებად. სახლების გასათბობად გამოიყენება ნახშირი და შეშა. აქ ჯერ კიდევ არაა თანამედროვე კომფორტი . სხვათაშორის, ერთადერთი სკოლა, რომელიც ოიმიაკონში მდებარეობს, იკეტება მხოლოდ მაშინ, როცა ტემპერატურა -52ºС -ის ქვემოთ ჩამოდის. ოიმიაკონი ორი დღის სავალზეა რეგიონის დედაქალაქ იაკუტსკისაგან. იაკუტსკში არის ორი აეროპორტი, თეატრები, სკოლები და მუზეუმები. ფოტოზე აღბეჭდილია დედაქალაქიდან ოიმიაკონისაკენ მიმავალი გზა, რომელსაც "ძვლების გზა" უწოდეს. ეს კიდევ ტუალეტი ბენზოგასამართ სადგურთან. ნეტავ 50 გრადუს ყინვაში ვინ ისურვებს აქ შესვლას? ეს სტუდენტი გოგონა იაკუტსკში სწავლობს და ავტობუსის მოლოდინშია ქალაქისაკენ მიმავალ გზაზე. აი ჩვეულებრივი პრობლემები, რომლებსაც აქაური მცხოვრებლები ყოველდღიურად აწყდებიან: ავტოკალმებში იყინება მელანი, ელემენტები ძალას კარგავენ; ხოლო ისინი, ვისაც მანქანა ჰყავს, მთელი დღე-ღამის განმავლობაში მანქანების მოტორს ჩართულს ტოვებენ, რადგან ისინი შეიძლება აღარ დაიქოქონ. ბენზოგასამართი სადგური ოიმიაკონის გზაზე. ერთადერთი მაღაზია სოფელში. "ძვლები გზა" ოიმიაკონისაკენ. ოიმიაკონი რუსეთის ფედერაციის რუკაზე. 373 14-ს მოსწონს
|