x
image
მანჩო 777
ბუდას ქანდაკებაში ბერის მუმიფიცირებული სხეული იპოვეს
ჰოლანდიის ქალაქ ამერსფოლის სამედიცინო ცენტრში ჩატარებულმა მე-12 საუკუნის ბუდას ქანდაკების კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ და ენდოსკოპიამ აჩვენა, რომ ქანდაკების გარსის შიგნით ბუდისტი ბერის და მედიტაციის ოსტატის ლიუციუანის მუმიფიცირებული სხეულის ნაწილები იმყოფებოდა.


image


ბერი დაახლოებით 1100-1150 წლებში ცხოვრობდა და გახლდათ მედიტაციის ჩინური სკოლის წარმომადგენელი.


image



ის, რომ ქანდაკების შიგნით ადამიანის სხეულის ნაწილები იმყოფებოდა, მანამდეც იყო ცბნობილი, მაგრამ გამოკვლევის დროს ფარდა აეხადა კიდევ ერთ შოკისმომგვრელ საიდუმლოებას: მუმიის ამოღებული შინაგანი ორგანოების ადგილზე აღმოჩნდა ქაღალდის გრაგნილები უძველესი ჩინური იეროგლიფებით შესრულებული წარწერებით.


image


ბერის მუმია გადაიტანეს ბელგიაში, სადაც 2015 წლის მაისამდე ის წარმოდგენილი იქნება ისტორიის მუზეუმის ექსპოზიციაში, ხოლო იეროგლიფების გაშიფვრაზე მეცნიერთა ჯგუფი მუშაობს.


image


აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ბუდისტის მოსაზრებით ასეთი მუმიები სულაც არ არიან მკვდარი, არამედ ისინი იმყოფებიან ხანგრძლივი მედიტაციის მდგომარეობაში.

9
381
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
381
  
2015, 6 მარტი, 23:56
ბუდისტებს აქვთ ეგეთი წესები..აბა რას გაუგებ მაგათ :)
ითაგელოვიც ხო ეგრეა, არც მკვდარია,არც ცოცხალი, დააბრძანეს რომელიღაც ბუდისტურ მონასტერში,და ეთაყვანებიან,და მუხლებს უკოცნიან ბუდისტები........ითაგელოვი,ბუდისტი ბერი რო იყო,აი ის
2015, 1 მარტი, 15:59
ტრადიცია ჰქონდათ ასეთი მსოფლიოს ბევრ ქვეანაში:(
2015, 1 მარტი, 13:48
ვაიმე რა სისასტიკეა მიცვალებულის ნეშტის ასე წვალება და მუმიად ქცევა :(
2015, 28 თებერვალი, 13:40
აბა მაგის მთქმელი ვინ იქნება, თუ რატომ ან ვინ ჩადო ეგ უბედური ქანდაკებაში?
2015, 28 თებერვალი, 12:45
ძეგლად ვინღა გადააკეთა ტო??? ან სად ინახებოდა ეს უბედური ამდენი საუკუნეები
2015, 22 თებერვალი, 19:45
იმედია:)
2015, 22 თებერვალი, 19:34
ნეტა თუ გაშიფრავენ იმ იეროგლიფებს?
2015, 22 თებერვალი, 19:30
საინტერესოა
0 1 9