საზოგადოება როგორ გამოიყურება ადგილი, სადაც უნდა ცხოვრება ნიკა გვარამიას 2016, 29 ივლისი, 9:59 ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც ასახულია საფრანგეთში, პროვანსის რეგიონში მდებარე, მწვანეში ჩაფლული სახლი. როგორც გვარამია ამბობს, სწორედ ამგვარ განმარტოებულ ადგილზე ცხოვრებაზე ოცნებობს: "ჩემი ოცნებაც ეს არის. არაფერი მეტი არც მინდა და არც მჭირდება. არ ვარ მე ურბანული ცხოველი, აქ ვიჯდებოდი პლდემოხურული, ვიკითხავდი, გამოვყრუვდებოდი და არაფერს არ გავაკეთებდი ცხოვრების ბოლომდე. ხმასაც არ ამოვიღებდი. თანაც, პროვანსი ყოფილა, მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ადგილი საუკეთესო კლიმატით და ნამდვილად საუკეთესო გასტრონომიით" - წერს გვარამია. თუმცა, მეგობართა უმრავლესობას მისი ეს "ოცნება" მხოლოდ ხუმრობად მიაჩნია, რადგან ფირობენ, რომ ასეთი "უსაქმურობით" მალე დაიღლება. თავად გვარამია კი აღიარებს, რომ განმარტოებით, ლამაზ ბუნებაში ცხოვრება კი უნდა, მაგრამ არა კომფორტის ხარჯზე. "სენტიმენტალური ხდები, ძმაო?" - ეკითხება ნიკა რურუა. "-არა, დაღლილი" - პასუხობს გვარამია. 1218 3-ს მოსწონს 2-ს არა
|