ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა ერთ პატარა, ერთი შეხედვით თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ საყურადღებო შემთხვევას მოგვითხრობს სოციალური ქსელით, რომელიც სიონში გადახდა:
![ნინო ლაბარტყავა:იმიტომაც არ ჩავდივარ
ბათუმში image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201607/201607272202026227.png)
"სიონში, ერთ–ერთ ჩვეულებრივ ბარში, ორი აჭარული ხაჭაპური შევუკვეთეთ (სასმელი არ ჰქონდათ და გარედან შევიტანეთ :) )
სადღაც ნახევარ საათში, ბარში მომუშავე ასაკოვანმა ქალმა ორი კაააარგად შებრაწული, უგემრიელესი ხაჭაპური მოგვიტანა.
ანგარიშის მოთხოვნის შემდეგ, ქალბატონი გვეუბნება:
– თქვენზე, ჯამში, 8 ლარია, მაგრამ ცოტა ზედმეტი მომივიდა დაბრაწვა და ამიტომ 6 ლარს გამოგართმევთო :)
აი, ხო არაფერი ვითომ, ხო? მარა უმაგრესი ადამიანია ის ქალი,
ცოტა ზედმეტი მომივიდაო შებრაწვაო და წუხდა ამის გამო...
![ნინო ლაბარტყავა:იმიტომაც არ ჩავდივარ
ბათუმში image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201607/201607272203206227.png)
ისე კი არ იყო, ჩვენი ქვეყნის ზღვისპირა კურორტზე რაღაცა ჩათლახობებს რო
შემოგტენიან, გემო იმას რო არ აქვს და ფერი... და თან იმხელა ფასს
მოგიხევენ, გული შეგიღონდება ადამიანს... რამე თუ გაუპროტესტე კიდე,
დედიან–ბუდიანად დაგიძაბავენ ცხოვრებას, ისეთს გეტყვიან და მერე ან შენ
უნდა მიუნაყო სიფათი, ან შენ მიგნაყავენ..
კულტურა ადამიანს ან აქვს, ან – არა! ესაა ფაქტი!
იმ სიონელ ქალბატონს კი, კულტურასთან ერთად, არაჩვეულებრივი დამოკიდებულება ჰქონდა მის ბარში შესულ ყველა კლიენტთან
იმიტომაც არ ჩავდივარ ბათუმში, ქობულეთში და ა.შ.
ჩავალ და შეიძლება ისეთ იდიოტებს გადავაწყდე კვების ობიექტებში, რომ ან მე
გავლახავ ვინმეს, ან მე მიმინაყავენ ამ ლამაზ გვერდებს და სად მაქვს ამის
თავი"-წერს ნინო ლაპარტყვა "ფეისბუქში".