საზოგადოება მაგდა პაპიძის დედა მიმართვას ავრცელებს-"ვითხოვ კატეგორიულად შეწყდეს კომენტარები და უაზრო განხილვები!" 2016, 27 ივლისი, 0:39
"მივმართავ საზოგადოებას! მე, დედა მაგდა პაპიძის, შეშფოთებული ვარ გავრცელებული კომენტარებით ჩემი ოჯახის და განსაკუთრებით ჩემი მაგდას ადვოკატის ქალბატონ ირმა ბრელიძის მიმართ. ზღვარს გადაცილებულია თქვენი შეურაცხმყოფელი შეფასებები და კომენტარები ადვოკატის მიმართ! ეს იგივე ჩემს მიმართ გამოთქმული შეურაცხყოფაა, რადგანაც მე ნამდვილად არ შემშლია ის, თუ ვინ დამეყენებინა ჩემი შვილის გვერდით. ეს ის ღირსეული, პროფესიონალი და თავისი საქმის ჭეშმარიტად მცოდნე ადამიანია, ვინც იმაზე მეტი გააკეთა ვიდრე ეკუთვნოდა... და იმაზე მეტიც ვიდრე გამოძიებას უნდა გაეკეთებინა... და ვისაც არ გინდოდათ შეგემჩნიათ ან ვერ მოხერხდა სასამართლოზე დახურული პროცესების გამო მოვლენების მიმართ თვალყური გედევნებინათ, მინდა გითხრათ რომ ნამდვილად ცდებით თქვენს შეფასებებში! რატომ არ აკეთებთ კომენტარებს იმაზე, თუ როგორი აზროვნებით წარმართა და ჩამოაყალიბა ბრალდების მხარემ ეს მოვლენები.... ეს ხომ აშკარად ნიშნავს მიზანდასახულად თვალის ახვევას რეალობის მიმართ, ახვევას რეალობის მიმართ. დამერწმუნეთ ბევრი რამ თქვენთვისცნობილი არ არის და სწორედ აქედან გამომდინარე ვითხოვ კატეგორიულად შეწყდეს კომენტარები და უაზრო განხილვები, ვინაიდან საზღვარი აქვს მოთმინებასაც და თავის დახრას ამ ყველაფრის მიმართ. ლია შამუგია..." 507 2-ს მოსწონს 1-ს არა
|