საზოგადოება ინდონეზიაში გაიხსნა რესტორანი სადაც კერძს უნიტაზით მოგართმევენ 2016, 26 ივლისი, 21:49 ![]() კაფე-რესტორნის სახელია Jamban-ი, რაც ინდონეზიურიდან თუ გადმოვთარგმნით ტუალეტს ნიშნავს.აღსანიშნავია, რომ კაფეში სკამებიც უნიტაზის ფორმისაა. ![]() რესტორნის მეპატრონე გახლავთ ბუდი ლაკსონო, რომელიც წარსულში საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტში მუშაობდა.რესტორნის თემატიკით მას სურს მიიქციოს საზოგადოების ყურადღება იმ მწვავე პრობლემის გარშემო, რასაც ჰიგიენა ჰქვია და რაც ასე მწვავედ დგას მესამე სამყაროს ქვეყნებში. სანიტარიის პრობლემა მწვავედ დგას ინდონეზიაში.ქვეყნის მრავალ მოსახლეს არა აქვს სახლში აბაზანა და ტუალეტი, ხშირად ტუალეტად მოქალაქეები დედა ბუნებას იყენებენ. ![]() ![]() 104 10-ს მოსწონს 1-ს არა
|