სხვა ნუთუ მომავლის ადამიანები ასეთი მახინჯები იქნებიან? 2016, 26 ივლისი, 16:05 თანამედროვე ავტომობილები დაპროექტებულია ისეთნაირად, რომ მაქსიმალურად უზრუნველყონ უსაფრთხოება არამარტო მგზავრებისა და მძღოლისაა, არამედ ფეხით მოსიარულეებისაც (ავარიის შემთხვევაში), მაგრამ კრეატიულად მოაზროვნე მეცნიერებს უკვე სხვა კითხვა გაუჩნდათ? - რა მოხდება, რომ დავაპროექტოთ ადამიანი, რომელიც ანატომიურად იქნება შეგუებული ავტოკატასტროფის დროს სხეულის მაქსიმალურად დაცვას? ამ კითხვის პასუხად ავსტრალიელმა მხატვარმა წამროგვიდგინა თავისი ქმნილება, რომელსაც სახელად " უძლეველი გრეჰემი'' დაარქვა. მის მაგალითზე იოლად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ როგორი ევოლუცია უნდა განიცადოს ადამიანების მოდგმამ, რომ მისთვის არანაირი ავარია არ იყოს საშიში.
მაშ ასე, ყურადღებით დავაკვირდეთ მომავლის ყველაზე სიცოცხლისუნარიან ადამიანს. საოცრად რეალისტური სკულპტურა გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ჩვენი სხეული, რომ ყოველმხრივ ვიყოთ დაცული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისაგან. პირველ რიგში, მომავლის ადამიანს უნდა ჰქონდეს სქელი, ნაკლებდაზიანებადი კანი, ნეკნები დაფარული უნდა იყოს ცხიმოვანი ნაკეცებით, რომლებიც დაიცავენ მკერდის ღრუს, გულსა და ფილტვებს. თვალშისაცემია თავის ქალის უცნაური ფორმა, რომელიც ტვინს იცავს ნებისმიერი დარტყმისაგან. ბრტყელი სახე საშუალებას იძლევა დავიცვათ ყურები და ცხვირი. პრაქტიკულად ლიკვიდირებულია ადამიანის თითქმის ყველაზე სუსტი წერტილი-კისერი, რომელიც ასე იოლად ტყდება ავარიის დროს. ''მომავლის ადამიანის'' ფეხები დამატებითი სახსრებითაა აღჭურვილი, რაც საშუალებას მისცემს მას იმოძრაოს სხვადასხვა მხარეს.ზოგადად, ესთეტიკის თვალსაზრისით, ეს მუტანტი ოდნავ შემზარავად გამოიყურება, მაგრამ იქნებ უსაფრთხოება და სიცოცხლის სიყვარული ღირდეს ამად? თქვენ როგორ ფიქრობთ? 1157 15-ს მოსწონს
|