"ბევრი რამის გადატანა მომიწია... ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბევრი რამე და ბევრი ვინმე დავკარგე..."-მერსი სულხანიშვილი
ბლოგერმა მერსი სულხანიშვილმა მის გარშემო ატეხილი სკანდალის შემდეგ, როგორც ჩანს ბევრი რამე და ბევრი ვინმე დაკარგა და ბევრი რამის გადატანაც მოუწია. თავის სტატუსში, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, იგი მიუთითებს იმაზე, თუ რას მიიჩნევს ამ საზოგადოების პრობლემად და აღნიშნავს, რომ ადამიანები ხშირად გაუთვითცნობიერებლად ერთმანეთს დიდ ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებენ.
"არც კი ვიცი ღირს თუ არა ამ პოსტის დაწერა. ამ წამს მოვედი სახლში... ბევრი რამის გადატანა მომიწია... ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბევრი რამე და ბევრი ვინმე დავკარგე, ("სულმდაბლურად ვინც პირფერობს ლხინში, გჯეროდეს, რომ გიღალატებს ჭირში"). ამასთანავე ბევრიც აღმოვაჩინე მაშინ, როცა მეგონა, რომ ცხოვრებას აზრი აღარ ჰქონდა და ყველაფერი დამთავრდა. არც იმ დღეების გახსენების სურვილი მაქვს, უფროსწორად იმ დღის... არავითარი კავშირი არ აქვს იმას რისი დაწერაც მინდა ან იქნებ აქვს კიდეც. გამოვედი მარჯანიშვილზე გავაჩერე ტაქსი, ჩავჯექი მძღოლს რადიო ჰქონდა მიმართული ერთერთ ტალღაზე, უცხოური სიმღერის ქართული ვერსია ჟღერდა...
მძღოლი: მოგწონთ? რა უაზრო ტექსტია?
მე: თარგმანია ძალიან ცნობილი სიმღერის.
მძღოლმა რადიო გამორთო და მეხსიერების ბარათზე ქართული სიმღერა ჩართო. დაინტერესდა ვუსმენდი თუ არა ქართულს. მიუგე რათქმაუნდა. თავისი სურვილითვე გადართო ჯო დასენის სიმღერაზე Et si tu n'existais pas-ზე. ჩემს ფიქრებში გართულს მოულოდნელად მძღოლი: თქვენ ალბათ გაგიკვირდებათ ტაქსისტმა საიდან უნდა იცოდეს ფრანგული? ტაქსისტია რა...
მე: არა რატომ?
მძღოლმა ფრანგულად დამიწყო საუბარი, შემდეგ გერმანულად, შემდგომ უკვე ისტორიაც მოაყოლა:
ამას წინათ გოგონა ჩამიჯდა მგზავრთან ერთად, რომელიც უცხოელი იყო. ინგლისურად საუბრობდნენ. ფრანგული მუსიკები რომ ჩაურთე, გაუკვირდა. ქართველმა ინგლისურის მეტი არცერთი ენა არ იცოდა. უცხოელს გაუხარდა, ქართველი გაოცებული დარჩა- საიდან ტაქსის მძღოლმა უცხო ენა.
პ.ს სამწუხაროდ ეს არის ჩვენი რეალობა და დამოკიდებულება.
ადამიანები ხშირად საკუთარ შრომას არ სცემენ პატივს. სამყარო სწორედ იმით არის საინტერესო, რომ მრავალფეროვანი პროფესიების ერთობლიობით არის წარმოდგენილი. რომელიმე პროფესია რომ არ იყოს საჭირო, არ იარსებებდა. ვიღაცა მიმტანია, ვიღაცა პრეზიდენტი, ვიღაცა ჟურნალისტი, ვიღაცა მძღოლი, ვიღაცა მოლარე, კონსულტანტი, მინისტრი. ადამიანები ერთმანეთს ყოველდღიურად ხანდახან იმდენად ტკენენ გულს, ვერც კი აცნობიერებენ ან უბრალოდ საკუთარ თავს საკუთარ შრომას არ სცემენ პატივს და აკნინებენ. ერთ რამეს ვერ აცნობიერებენ, რომ ჯერ საკუთარ შრომას უნდა სცენ პატივი და დააფასონ, იამყონ იმ საქმით რასაც ემსახურებიან და შემდეგ ორმაგად დაფასებენ სხვები. შრომა არ ტეხავს.
ერთხელ ერთი ძალიან მაგარი ბიჭი გავიცანი, მიმტანად მუშაობდა. ვიცი ძალიან მაგარი სამეგობრო ყავს, რომ ვკითხე შენი მეგობრები რატომ არ დადიან ხოლმე? ღადაობ, იმათმა არ იციან მე რომ მიმტანად ვმუშაობ, არ მინდა რომ გაიგონ.
აი, ეს არის ზუსტად საზოგადოების პრობლემა.
ჩვენ ხანდახან ვერც კი ვაცნობიერებთ, თუ რაოდენ ვაყენებთ ფსიქოლოგიურ ზიანს ერთმანეთს."