შოუბიზნესი შორენა ბეგაშვილი და ევა ბარბაქაძე თბილისში დაბრუნდნენ-კადრები აეროპორტიდან(+ვიდეო). 2016, 24 ივლისი, 20:27 მოდელი, მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი და მისი 14 წლის ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე თურქეთიდან, სადაც ევა მკურნალობის და რეაბილიტაციის კურსს გადიოდა საქართველოში დღეს დაბრუნდნენ. ამის შესახებ შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში წერს: "2 თვე და 10 დღე და დავბრუნდით..." ასევე შორენა ბეგაშვილი აქვეყნებს ფოტოებს აეროპორტიდან, სადაც ევას მეგობრები საჩუქრებით დახვდნენ: ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა "ექიმები", მოდელისა და ტელეწამყვანის შორენა ბეგაშვილისა და მისი ქალიშვილის ევა ბარბაქაძის ექსკლუზიურ ვიდეოს აქვეყნებს სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე და ავრცელებს განცხადებას ევას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ: "ექსკლუზიური კადრები: შორენა ბეგაშვილი და ევა ბარბაქაძე საქართველოში დაბრუნდნენ! ✈ ევა საქართველოში გააგრძელებს რეაბილიტაციის კურსს, ორ თვეში კი კვლავ დაბრუნდება თურქეთში, კიდევ ერთი, ბოლო ოპერაციის გასაკეთებლად. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, გამძლეობას და ბედნიერებას!" შეგახსენებთ, რომ ევა ბარბაქაძე 26 მარტს საკუთარი სახლის მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა და ღვთის წყალობით სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მოზარდი უმძიმეს მდგომარეობაში, მრავლობითი მოტეხილობებით და კისრის მალების დაზიანებით მოთავსებული იქნა მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში. საქართველოში ორი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და გაუსაძლისი ტკივილების გამო, მას განმეორებითი ოპერაციები სჭირდებოდა და იგი თურქეთის კლინიკაში იქნა გადაყვანილი, სადაც წარმატებულად ჩატარებული ოპერაციიების შემდეგ გოგონამ ნაბიჯების გადადგმაც შეძლო უკვე. 715 3-ს მოსწონს 1-ს არა
|