x
image
ციცი
Mediator image
"ფსიქოტროპული ტაბლეტების გამო ამ დილასაც ძლივს გადარჩა 20 წლის ბიჭი."-სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი მიმართვას ავრცელებს-"დროზე მიხედეთ სანამ ყველა არ დაწყვეტილა!"

image
სცენარისტი და ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი სოციალური ქსელის "ფეისბუქის" გვედზე აქვეყნებს პოსტს, რომელშიც იგი ფსიქოტროპული ტაბლეტების ურეცეპტოდ გაყიდვის პრობლემის შესახებ წერს. ამ ფაქტის გამო კი უამრავი ახალგაზრდა ადამიანი იღუპება.

იგი მიმართავს მათ, ვისაც ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლია, რომ დროზე მიხედონ ამ ყოველივეს, ვიდრე მთელი ახალგაზრდობა არ დაწყვეტილა, ჭჯუიდან გადასულა და დაბრმავებულა.



"ესე მართლა აღარ შეიძლება უკვე. ამ დამპალი ფსიქოტროპული ტაბლეტების გამო ამ დილასაც ძლივს გადარჩა 20 წლის ბიჭი. ძაან ბევრი გარდაიცვალა და უფრო მეტი ნორმალურად ვეღარ აზროვნებს.
ვაშლზე ადვილად შეგიძლია იყიდო ბევრნაირი ძაან საშიში წამალი.
ეს დებილსახა პოლიციელები ამ ბოსელ აფთიაქებში კი არ შედიან და მეპატრონეს კი არ იჭერენ, გამოსასვლელთან დგანან და ამ უტვინო 15-დან 25 წლამდე ბიჭებს იჭერენ, ტაბლეტებით ხელში.
კანონი კრძალავს, მაგრამ მაინც არავინ არ იჭერს ამ გათახსირებულ ფარმაცევტებს და მეპატრონეებს. თუ არ იცით სად ხდება ეს, მოდით და მე გაჩვენებთ 30-ზე მეტ აფთიაქს, სადაც ესე კანფეტივით ურეცეპტოდ იყიდება ეს წამლები.
მარტო ჩემი ნაცნობი 4 ბიჭი მოკვდა 16-დან 22 წლამდე. დადექით ნებისმიერი საავაფმყოფოს მიმღებში და საათში ერთხელ მოჰყავთ გათიშული ბიჭიც და გოგოც. ამ დილას გეუბნებით ჩემ თვალწინ კვდებოდა...
ამ ბავშვებს ნუ დააბრალებთ ამ ყველაფერს, არც იციან რას აკეთებენ. ამ დამპალ აფთიაქებში რომ შეხვალთ თაროებზევე ალაგია წყლიანი ბოთლები, იქვე რომ ჩაყლაპონ და კართან მდგარმა პოლიციამ რომ არ დაიჭიროს. პასუხი რომ მოვთხოვე აფთიაქარს, ასე მითხრა ციხეში ვინ ჩაჯდება მაგასაც გაჩვენებო...
დროზე მიხედეთ სანამ ყველა არ დაწყვეტილა, ჭჯუიდან გადასულა და დაბრმავებულა.
თაობის იმედი რომ გაქვთ, ქვეყანა ვინც უნდა ააშენოს, აფთიაქები ხოცავენ.
იქნებ ნახოს ეს პოსტი ვინმემ ვისაც ხელი მიუწვდება ამ ამბავზე. ზოგიერთმა უტვინო ჟურნალისტმა კიდევ მომღერლების ტრაკებზე ბეწვების თვლას, ცოტა სერიოზულად მიხედოს სერიოზულ საქმეებს ქვეყანაში!"image

0
89
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0