x
image
natia.a
"მარტო ჩემი ნაცნობი 4 ბიჭი მოკვდა..." - რა ხდება თბილისის აფთიაქებში
image
სცენარისტი და მედია მენეჯერი, აკა სინჯიკაშვილი ხშირად ექცევა საზოგადოების ინტერესის ქვეშ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული საინტერესო პოსტებით. ამჯერად იგი ფსიქოტროპული საშუალებების თავისუფლად გაყიდვის შესახებ წერს და მწუხარებიტ აღნიშნავს, რომ ამის გამო ბევრი ახალგაზრდა იღუპება:


"ესე მართლა აღარ შეიძლება უკვე.ამ დამპალი ფსიქოტროპული ტაბლეტების გამო ამ დილასაც ძლივს გადარჩა 20 წლის ბიჭი. ძაან ბევრი გარდაიცვალა და უვრო მეტი ნორმალურად ვეღარ აზროვნებს.


ვაშლზე ადვილად შეგიძლია იყიდო გრიმოდინი, ბაკლოსანი, გაბაგამა, გაბაპენტინი ქსანაქსი, ციკლადოლი და კიდევ ბევრნაირი ძაან საშიში წამალი.
ეს დებილსახა პოლიციელები ამ ბოსელ აფთიაქებში კი არ შედიან და მეპატრონეს კი არ იჭერენ, გამოსასვლელთან დგანან და ამ უტვინო 15 დან 25 წლამდე ბიჭებს იჭერენ, ტაბლეტებით ხელში.


კანონი კრძალავს მაგრამ მაინც არავინ არ იჭერს ამ გათახსირებულ ფარმაცევტებს და მეპატრონეებს. თუ არ იცით სად ხდება ეს, მოდით და მე გაჩვენებთ 30-ზე მეტ აფთიაქს სადაც ესე კანფეტივით ურეცეპტოდ იყიდება ეს წამლები.



მარტო ჩემი ნაცნობი 4 ბიჭი მოკვდა 16 დან 22 წლამდე. დადექით ნებისმიერი საავაფმყოფოს მიმღებში და საათში ერთხელ მოჰყავთ გათიშული ბიჭიც და გოგოც. ამ დილას გეუბნებით ჩემ თვალწინ კვდებოდა.


ამ ბავშვებს ნუ დააბრალებთ ამ ყველაფერს, არც იციან რას აკეთებენ. ამ დამპალ აფთიაქებში რომ შეხვალთ თაროებზევე ალაგია წყლიანი ბოთლები, იქვე რომ ჩაყლაპონ და კართან მდგარმა პოლიციამ რომ არ დაიჭიროს. პასუხი რომ მოვთხოვე აფთიაქარს, ასე მითხრა ციხეში ვინ ჩაჯდება მაგასაც გაჩვენებო.


დროზე მიხედეთ სანამ ყველა არ დაწყვეტილა, ჭჯუიდან გადასულა და დაბრმავებულა.
თაობის იმედი რომ გაქვთ, ქვეყანა ვინც უნდა ააშენოს, აფთიაქები ხოცავენ.
იქნებ ნახოს ეს პოსტი ვინმემ ვისაც ხელი მიუწვდება ამ ამბავზე. ზოგიერთმა უტვინო ჟურნალისტმა კიდევ მომღერლების ტრაკებზე ბეწვების თვლას, ცოტა სერიოზულად მიხედოს სერიოზულ საქმეებს ქვეყანაში! " - წერს აკა სინჯიკაშვილი.


image

1
183
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
183
  
2016, 23 ივლისი, 15:46
არ იციან რას აკეთებენ??! კარგით რაა, ყველას არ ვეხები, მაგრამ ეხლანდელი 15-დან 22 წლამდე ახალგაზრდები ძალიან ბევრი უარყოფითით ხასიათდებიან, თუნდაც ის რომ უფროსებთან საუბრის კულტურა არ გააჩნიათ, არანაირი მოტივაცია ცხოვრების მიზანზე და ა.შ. (კიდევ ერთხელ ვამბობ გამონაკლის ერთეულებს თუ ათეულებს არ ვეხები) უბრალოდ ცუდის ზეგავლენის ქვეშ უფრო ექცევა რატომღაც გონება, ვიდრე კარგის, რაშიც დამნაშავე არა მარტო გარემოებაა, არამედ აღზრდა-განვითარების და ცუდისა და კარგის გარჩევის დანერგვის საკითხი. მხოლოდ ფარმაცევტულ კომპანიებს ნუ დაადანასაულებთ ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა გარკვეული წვლილი მათ მიუძღვით, მაგრამ მხოლოდ გარკვეული, უმეტესი კი სულ სხვაგან, იმ უმთავრესში უნდა ეძიოთ.
0 1 1