x
image
ციცი
Mediator image
ვინ არის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომელიც ქუთაისთან მომხდარ ავტოკატასტროფას ემსხვერპლა და როგორია დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის.
ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე 21 ივლისს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომლის დროსაც ორი მსუბუქი ავტომობილი ერთამნეთს შეეჯახა, ერთ მანქანაში მსხდომი სამი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ოთხი ახალგაზრდა მძიმე დაზიანებებით, მრავლობითი მოტეხილობებით და დაჟეჟილობებით ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში არიან მოთავსებული. გარდაცვლილები არიან ცოლ-ქმარი, ნუცა კალანდარია და გიორგი პაპასკირი, რომელთაც 2 წლის პაატარა გოგონა დარჩათ. imageimageimage

გავრცელებული ინფორმაციით სამივე გარდაცვლილი ერთი ოჯახის წევრი იყო, ხოლო დაშავებულები არიან საქართველოს ჩემპიონის "ლელოს" მორაგბე გიორგი ლომინაძე და საქართველოს რაგბის ნაკრების წევრი მერაბ(მეკო) კვირიკაშვილი და მათი მეუღლეები.

დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მორაგბე გიორგი ლომინაძე მართვით სუნთქვაზეა და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, ხოლო მეკო კვირიკაშვილის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია და იგი პალატაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მორაგბის ფეხმძიმე მეუღლის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

სოციალური ქსელის "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდი "რაგბი ჩვენი თამაშია" ავრცელებს ინფორმაციებს მორაგბეებისაა და მათი მეუღლეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

"ეს ახლა ვნახე... რაც შეეხება მანქანაში მჯდომ ლელოს მორაგბეს და მის მეუღლეს მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.... დაველოდოთ მოვლენების განვითარებას..."


image"მეკოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულებს შორის ყველაზე მარტივად მეკო გადარჩა, გიორგის მდგომარეობა საკმაოდ რთულია, მაგრამ განსაკუთრებით უმძიმეს მდგომარეობაში მათი მეუღლეები არიან, ვილოცოთ მათზე!"

image"როგორ ვიცი, მეკო გონზეა, გიორგი ლომინაძეც შედარებით უკეთესადააა....
მეკო პალატაშია გადაყვანილი, ლომინაძე რეანიმაციაშია ჯერჯერობით.
მეუღლები ძალიან ცუდად არიან, კრიტიკულია მათი მდგომარეობა, ლიმინაძეს ცოლი ძალიან მძიმედაა და თან ორსულია..."image

0
1296
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1296
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0