საზოგადოება ეკა კახიანის უმცროსმა ქალიშვილმა ცხვირის ოპერაცია გაიკეთა(+ფოტოები). 2016, 20 ივლისი, 15:50
ეკა კახიანს ნინი ბადურაშვილი პირველი უიღბლო ქორწინებიდან ჰყავს, ხოლო მეორე მეუღლესთან მას ორი ქალიშვილი, ანასტასია და ქეთო თოფურიძეები ჰყავს. ასევე იგი ორი შვილიშვილის ბებიაა. ეკას უმცროსი გოგონა ქეთო თოფურიძე, ჯერ მხოლოდ 16 წლისაა. იგი ძალიან უკომპლექსო, თამამი და მხიარული მოზარდია. როგორც ცნობილი ოჯახის წევრს, არც მას აკლია ცნობადობა, თუმცა ქეთოს სურვილი აქვს, რომ მსახიობი ბაბუის იმედო კახიანის, მომღერალი და მსახიობი დედის, მომღერალი დის, ნინი ბადურაშვილის და მოდელი დის, ანასტასია თოფურიძის მსგავსად თვითონაც მიაღწიოს პოპულარობას და წარმატებული გახდეს რომელიმე სფეროში. თუმცა ქეთოს, როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა ეკა კახიანმა, მსახიობობასა და მომღერლობასთან ერთად, ჟურნალისტობაც სურს. ქეთო თოფურიძემ ცხვირის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. მისი ფოტოების ნახვისას დამეთანხმებით, რომ მას ძალიან მოუხდა ახალი იმიჯი და ძალიან გალამაზდა. გთავაზობთ მის ფოტოებს სოციალური ქსელის "ინსტაგრამის" პირადი გვერდიდან: 1561 1-ს მოსწონს 1-ს არა
|