შოუბიზნესი სტეფანე მღებრიშვილის ამაღელვებელი პოსტი: "სანამ დედა გყავს, არ დაბერდები" 2016, 18 ივლისი, 19:10
ყველასთვის კარგად ცნობილი და ამავდროულად საყვარელი, უნიჭიერესი მუსიკოსი სტეფანე მღებრიშვილი უდედოდ გაიზარდა. დედის გარეშე რა ასაკშიც არ უნდა იყოს ადამიანი ყოველთვის უჭირს. სტეფანეს შემთხვევაშიც, როგორც ჩანს ასეა. მას უკვე თვრამეტი წელია, რაც დედა გვერდით არ ჰყავს და დღეს მან თავისი გულისტკივილი საჯაროდ გამხატა "ფეისბუქის" გვერდის საშუალებით. მან დედას პოსტის მეშვეობით მიულოცა დაბადების დღე და საკმაოდ ამაღელვებელი სტატუსი გამოაქვეყნა. მოდით ვნახოთ რას წერს მუსიკოსი სტეფანე მღებრიშვილი თავის პირად გვერდზე:
"დღეს დედაჩემის დაბადების დღეა. 48 წელი შეუსრულდა და ახალგაზრდა დარჩა სამუდამოდ ჩემს მეხსიერებაში. ერთი ნაოჭიც არ ჰქონია. უკვე 18 წელი გავიდა რაც არ არის აქ და პირველად ვულოცავ ასე ღიად (ისედაც ყურადღებით დიდად არ ვანებივრებდი). საქართველოში არ ვარ, რომ ოჯახთან ერთად ავღნიშნო და არც ფოტო არ მაქვს თან ... მთავარი კი ის სიტყვები მახსენდება მისგან, როცა ვაბრაზებდი: "სანამ დედა გყავს, არ დაბერდები" ხო და ნაადრევად კი დავბერდი. (უცნაურია, როცა ჯანმრთელი ადამიანები უცებ გვტოვებენ და ამისთვის მზად არ ვართ)." ამ გულისამაჩუყებელ სტატუსს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის ცნობილი სახეებიც, როგორებიც არიან, ნინო ჩხეიძე, ზალიკო ბერგერი, ქრისტინე იმედაძე, კრისტი ყიფშიძე და მათ შორის მაია დარსმელიძე, რომელმაც ასევე ამაღელვებელი კომენტარი გააკეთა: "ძალიან ძალიან მაგარი ქალი იყო დედაშენი. საოცრად თბილი, კეთილი და გამორჩეული იუმორის გრძნობით... იყო რა? - არის, უბრალოდ სხვა განზომილებაში. მეც ჩემი მოგონებები მაკავშირებს დედაშენთან. მახსოვს, საავადმყოფოში როგორ გადმომაბარა შენი თავი და სამ დღეში დაგვტოვა. მენდობოდა და ვუყვარდი... სადაც არის მაგრად იყოს ეს ძალიან მაგარი ქალი." 532 2-ს მოსწონს
|