კინო 15 ყველაზე შემზარავი აპოკალიფსური ფილმი სამყაროს დასასრულზე 2016, 17 ივლისი, 9:40 ბევრ თქვენგანს უყვარს საშინელებათა ფილმები, რომლებიც სამყაროს დასასრულს აგვიწერენ. მნიშვნელობა არ აქვს, რაზეა ის - ბიოლოგიურ იარაღზე, სამყაროთა შორის ომებზე, აპოკალიფსურ ზომბებზე, კომეტებსა და ასტეროიდებზე თუ უბრალოდ კაციჭამიებზე-არის რაღაც დამაინტრიგებელი იმაში, რომ ასეთ ფილმებს ტელევიზორის ეკრანთან მყუდროდ მოკალათებული უყურებ და ფიქრობ, რომ ეს მხოლოდ რეჟისორის ფანტაზიაა და სინამდვილეში არასოდეს მოხდება ის, რასაც სუნთქვაშეკრული გაფაციცებით ადევნებ თვალს.
მაშ ასე, დღეს საუბარი გვექნება თხუთმეტ ყველაზე გახმაურებულ აპოკალიფსურ ფილმზე, რომლებშიც აღწერილია, თუ როგორ დაიღუპება დედამიწა (ღმერთმა დაგვიფარის ამ დღისაგან). 15. ''უფსკრულთან შეჯახება'' (1998 წელი) ეს ზუსტად ის ფილმია, რომლის მთავარი დადებითი პერსონაჟების შეყვარებას არ გირჩევთ - ისინი ყველანი დაიღუპებიან. დედამიწას ელის უცილობელი შეჯახება კომეტასთან და ეს გამოიწვევს სიცოცხლის მოსპობას დედამიწაზე. კომეტაზე გაგზავნიან ხომალდს, რომლის ეკიპაჟს ევალება ააფეთქოს ის, მაგრამ აფეთქების შემდეგ კომეტა ორად გაიხლიჩება, რომლებიც ისევ საფრთხეს უქმნიან დედამიწას. ნუთუ ვერავინ გადაარჩენს ჩვენს მწვანე პლანეტას? - ამას ფილმის ნახვის შემდეგ შეიტყობთ. 14. ''კლოვერფილდი'' (2016 წელი) ეს არის დანა ტრახტენბერგის საკმაოდ შემზარავი ფილმი, რომლის შემოსავალმა 108 მილიონს გადააჭარბა. საავტომობილო ავარიაში მოხვედრის შემდეგ გოგონა უცნობი მამაკაცის სარდაფში მოვა გონს, რომელიც მას უმტკიცებს, რომ ქიმიური თავდასხმის შემდეგ გარესამყარო სიცოცხლისათვის უვარგისია და მხოლოდ ბუნკერში იზოლაცია გადაარჩენს მას. მაინც რა მოხდა სინამდვილეში: სამყაროს დასასრული თუ მანიაკის თავდასხმა?- ამაზე ფილმის ფინალი მოგითხრობთ. 13. "მე ლეგენდა ვარ"( 2007 წელი) 1954 წელს მწერალმა რიჩარდ მეტისონმა დაწერა რომანი ''მე ლეგენდა ვარ'', სადაც მოთხრობილია, თუ როგორ იღუპება დედამიწაზე მცხოვრები ყველა ცოცხალი არსება მასობრივი ეპიდემიისაგან. უცნობმა ვირუსმა დედამიწის მოსახლეობის ნახევარი ამოწყვიტა, მეორე ნახევარი კი ვამპირებად გადააქცია. სიუჟეტი ვითარდება ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი ადამიანის ირგვლივ, რომელსაც უცნობი გარემოების გამო იმუნიტეტი აქვს ვირუსის მიმართ. სწორედ ამ სუპერ-გმირს მოუწევს დღისით ანტივირუსი ეძიოს, ხოლო ღამ-ღამობით ვამპირებს ებრძოლოს. 12. "სამყაროთა ომი Z" (2013 წელი) მარკ ფოსტერის ფილმი ''სამყაროთა ომი Z '' ზომბაპოკალიფსურ სიუჟეტზე აგებული კლასიკური ფილმია. ფილმის მთავარი გმირი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანამშრომელი ჯერი ლეინია, რომელიც დროის წინ გასწრებით ცდილობს შეაჩეროს ინფექცია, რომელიც მთელ კაცობრიობას განადგურებას უქადის. სხვათა შორის, ჯერი ლეინის როლს ფილმში ბრედ პიტი ასრულებს. 11. ''სიბნელე'' (2007 წელი) სტივენ კინგის წიგნის მიხედვით გადაღებული საშინელებათა ფილმი ყოველთვის საინტერესო სანახავია. ფილმში ''სიბნელე'' პატარა ქალაქი არაბუნებრივ ბინდში ჩაძირული აღმოჩნდება, რომელიც ამ ქალაქის მცხოვრებლებს გარესამყაროსაგან მოწყვეტს. სუპერმარკეტში მომწყვდეული ადამიანთა ჯგუფი ცდილობს გაუმკლავდეს ამ ნისლიდან გამოსულ საშინელ მონსტრებს. 10. "ადამიანის შვილი" (2006 წელი) ფილმში ნაჩვენები სამყარო ჩაძირულია ანარქიაში, რის გამოც გამეფებულია მასობრივი უნაყოფობა. კაცობრიობას სრული განადგურება ემუქრება. ილუზიების ტყვეობიდან გამოსული ბიუროკრატი გადაიქცევა გადარჩენისთვის გამართული მარათონის ჩემპიონად, ცდილობს რა დედამიწაზე დარჩენილი ერთადერთი ფეხმძიმე ქალი -კაცობრიობის უკანასკნელი იმედი ხიფათს აარიდოს და ექიმებამდე უვნებლად მიიყვანოს. 9. ''შეშლილი მაქსი - მრისხანების გზა'', 2015 წელი ეს არის ''შეშლილი მაქსის'' მეოთხე ფილმი, რომელიც საპატიო ადგილს იკავებს აპოკალიფსური ფილების ათეულში. სდევს რა წარსულის მოუსვენარი აჩრდილი, მაქსი დარწმუნებულია, რომ გადარჩენის ერთადერთი გზა-მარტოობაში ცხოვრებაა. ამის მიუხედავად, ის უერთდება აჯანყებულებს, რომლებიც უდაბნოში სატვირთოთი გარბიან. ისინი ცდილობენ გაიქცნენ ციტადელიდან, რომელიც უკვდავი ჯოს ტირანიის ქვეშაა და რომელსაც რაღაც მნიშვნელოვანი მოპარეს. განრისხებული ჯო ყველა ღონეს ხმარობს, რომ მათ დაეწიოს და სათანადოდ დასაჯოს, თუნდაც ამისათვის სამყაროს განადგურება დასჭირდეს. 8. "12 მაიმუნი", 1992 წელი ამ ფილმში ბრუს უილისი წინ აღუდგება სასიკვდილო ვირუსს, რომელიც მსოფლიოს განადგურებას უქადის. სიუჟეტი ასეთია:2035 წელი. უცნობმა ვირუსმა გაანადგურა 5 მილიარდი ადამიანი ანუ მსოფლიოს მოსახლეობის 99%. გადარჩენილები იძულებულნი არიან მიწისქვეშა გვირაბებსა და გამოქვაბულებში იცხოვრონ. სისხლის სამართლის დამნაშავე ჯეიმს კოული ნებაყოფლობით გაემგზავრება დროის მანქანით წარსულში, რათა მეცნიერებს დაეხმაროს ვირუსის წარმოშობის მიზეზების დადგენასა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ ის გახსნის "12 მაიმუნის საიდუმლოს". 7. ''28 დღის შემდეგ'', 2002 წელი 2002 წელს გამოსულ ამ ტრილერში "მწვანე ექსტრემისტების'' ჯგუფი შეიჭრება პრიმატების საკვლევ ლაბორატორიაში და და შექმნიან მაიმუნს, რომელიც დაინფიცირებულია თავშეუკავებელი აგრესიით. სასიკვდილო ვირუსი სისხლით წამის მეათედში ვრცელდება, იწვევს მყისიერ დაინფიცირებას და ნებისმიერ ცოცხალ არსებას სისხლისმსმელ მონსტრად აქცევს. 4 დღის შემდეგ მთელ ინგლისს ეპიდემია მოიცავს: ადამიანების ნაწილი მონსტრებად გადაიქცა, ნაწილი ცდილობს გაქცევით უშველოს თავს, ხოლო ის მცირე ნაწილი, ვინც ინფიცირებას გადაურჩა, სამხედროებთან ერთად თავს მიტოვებულ სახლს შეაფარებენ და ერთად ეძებენ გადარჩენის გზას. 6."თოვლში", 2013 წელი "თოვლში" კორეული პოსტაპოკალიფსური ფილმია, რომელიც ფრანგული გრაფიკული რომანის «Le Transperceneige» საფუძველზეა გადაღებული. სიუჟეტის მიხედვით, 17 წლის უკან დედამიწაზე ტექნოგენური კასტასტროფა მოხდა და ახლა მთელი სამყარო თოვლითა და ყინულითაა დაფარული. სიცოცხლე მხოლოდ გიგანტურ მატარებელშია, რომელიც შეუჩერებლად მიჰქრის ტრანსევრაზიულ მაგისტრალებზე. მატარებლის წინა ვაგონებში მმართველი ელიტა ცხოვრობს, ხოლო დანარჩენებში უბრალო ადამიანები. მატარებლის ბოლო ვაგონში ცხოვრება საკონცენტრაციო ბანაკს გვაგონებს - აქ შიმშილი, სიცივე, ავადმყოფობა და ზედამხედველების სისასტიკე მეფობს. მაგრამ სწორედ აქ, ამ დამცირებულ და შეურაცხყოფილ ადამიანთა შორის აღმოჩნდება ადამიანი, რომელიც სამართლიანობის აღდგენისათვის იზრუნებს, თუმცა ყველა კეთილშობილურ მიზანს აქვს თავისი ბნელი მხარე და ყველა რევოლუცია მსხვერპლად ითხოვს თავის შვილებს. 5. ''მიცვალებულების დილა'', 1978 წელი ეს არის ჯორჯ რომეროს მიერ დ გადაღებული კიდევ ერთი კლასიკური ფილმი ზომბ-აპოკალიფსზე. ზომბების კოშმარი, დაწყებული ფილმში "ცოცხალი მიცვალებულების ღამე", "მიცვალებულების დილაში" გრძელდება. შემზარავი მიცვალებულების დევნას ვერტმფრენით გაქცეული მოგზაურები იძულებული არიან სუპერმარკეტის სახურავზე დაეშვან. აქ ისინი პოულობენ საჭმელს, თავშესაფარს და .. ახალ უსიამოვნებებს. მრავალსართულიანი მაღაზია თავიდან ბოლომდე სავსეა მოსიარულე მიცვალებულებით. მარკეტში თავშეფარებული მეგობრები ვერც კი გაიაზრებენ, რომ რამოდენიმე საათის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი გახდება ხორცშესხმული ზომბი, ვისაც ისინი უყოყმანოდ დააჭედებენ ტყვიას. ცოტაოდენი ხნის შემდეგ კი მათ უარესი უბედურება დაატყდებათ თავს-სუპერმაკეტში შეცვივდება არამზადების ბანდა, რომელთათვისაც ცოცხალი და მკვდარი სულ ერთია-მათი მიზანია ძარცვა, მკვლელობა და ძალადობა. 4. ''ეკვილიბრიუმი'', 2002 წელი ფილმში მოქმედება ვითარდება დამანგრეველი მესამე მსოფლიო ომის შემდეგ. ადამიანები მოკლებული არიან გამოხატონ რაიმე ემოცია, რადგან ეს ... აკრძალულია. ესაა ის საფასური, რომელსაც კაცობრიობა იხდის მესამე მსოფლიო ომის გაჩაღებისათვის. წიგნები, ხელოვნება და მუსიკა კანონგარეშედაა გამოცხადებული, ხოლო ნებისმიერი გრძნობის გამოვლინება დანაშაულია, რომელიც სიკვდილით ისჯება. ამ წესების შესრულებისათვის გამოიყენება იძულებითი მიღება პრეპარატისა ''პროზიუმი''. სამთავრობო აგენტი ჯონ პრესტონი იბრძვის მათ წინააღმდეგ, ვინც კანონს არღვევს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მას დაავიწყდება ამ პრეპარატის მორიგი დოზის მიღება და ის განიცდის გასაოცარ სულიერ გარდაქმნის, რის გამოც დაუპირისპირდება საკუთარ თავს და უფროსობას. 3. ''ვამპირების მიწა'', 2010 წელი როგორც დასახელებიდან ჩანს, ამ ფილმში ადამიანებზე უკვე ზომბები კი არ ნადირობენ, არამედ ვამპირები. როცა დიდი ქვეყნებში ქალაქები და სოფლები განადგურდა და გაუდაბურდა, იქ ახალი უბედურება გავრცელდა-ვამპირიზმის ეპიდემია, მაგრამ იქ, სადაც არიან ვამპირები, არიან აგრეთვე მათზე მონადირენი. "მისტერი" -სისხლისმსმელების ყველაზე დაუძინებელი მტერი, ფილმის მთავარ გმირს ეხმარება წავიდეს ჩრდილოეთში, ეგრეთ წოდებულ "ახალ ედემში", თუმცა ეს ასე იოლი როდია. 2. "ბრაზილია", 1985 წელი ტერი გილიამის ამ ფილმში ხელისუფლება ტოტალურ კონტროლს აწესებს მოსახლეობაზე. მთავრობაში მომუშავე სემ ლაური სავსებით კმაყოფილია თავისი ცხოვრებით, ის კმაყოფილდება უბრალო კლერკად მუშაობით და არაფრად აგდებს ელიტის წარმომადგენელი დედის გამუდმებულ კრიტიკას. მოულოდნელად მის ცხოვრებაში შემოიჭრება გოგონა, რომელსაც გამუდმებით ნახულობს სიზმრებში. მასთან შესახვედრად სემი იძულებულია სამუშაო შეიცვალოს... 1. ''გზა'', 2009 წელი ეს პოსტაპოკალიფსური დრამა ყველა დროის ყველაზე მრუმე ფილმია. დედამიწას თავს დაატყდა საშინელი კატაკლიზმები, ცივილიზაცია განადგურებულია, სიცოცხლეც თითქმის აღარაა. დარჩენილი მოსახლეობა გაყოფილია ორ ნაწილად: კანიბალები და მათი საკბილოები. ფერფლით დაფარულ გზაზე მამა-შვილი მიდის. მათ სურთ მიაღწიონ თბილ ადგილს, რომ სიკვდილს გადაურჩნენ. შეძლებენ კი ამას?-ამას ფილმში ნახავთ. 11914 14-ს მოსწონს
|