კინო აკრძალული კინოპლაკატები, რომლებიც შოკში აგდებს მნახველებს (+16) 2015, 6 ივნისი, 19:14 კინოფილმების პლაკატები იქმნება იმისათვის, რომ გაუკეთონ რეკლამა ახალგამოსულ ფილმებს და გააღვივონ ინტერესი მათ მიმართ, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ცენზორები თვლიან, რომ ამა თუ იმ პლაკატის ავტორი ყოველგვარ დასაშვებ ნორმას გაცდა. მიუხედავად იმისა, რომ აქ წარმოდგენილი პლაკატების უმეტესობაში შიშველი სხეულის დემონსტრირება არ ხდება, ისინი მაინც აიკრძალა. მაინც რაშია საქმე? მაშ ასე, გთავაზობთ ათ კინოპლაკატს, რომლებიც აკრძალული იქნა ამა თუ იმ მიზეზის გამო. 1. სტენლი კუბრიკის "მექანიკური ფორთოხალი" ორიგინალ პლაკატზე გამოსახული იყო სრულიად შიშველი ქალი და ის აკრძალა აშშ-ის ცენზურამ. შიშველ სხეულს ჯერ ქვედა საცვალი " ჩააცვეს", შემდეგ კი საერთოდ ამოიღეს პლაკატიდან. 2. მარკ მაილოდის "ალი ჯი პარლამენტში" ეს პოსტერი აბსოლუტურად უგემოვნოა და ამავე დროს უწყინარი, მაგრამ ცენზორებმა გადაწყვიტეს, რომ საშა ბარონ კოენმა ძალიან ღრმად შეტოპა, ამიტომ კომედიის პოსტერი გასართობად ვერ მიიჩნიეს და აკრძალეს. 3. ჟან დიუჟარდენის "მარცხნივ სიარული" ამ ექვსნაწილიანი ფილმის პოსტერები პარიზის სარეკლამო სტენდებიდან გამოჩენისთანავე ჩამოხსნეს - ფრანგებმა მიიჩნიეს, რომ ფილმის რეკლამა ქალის ღირსებას ამცირებდა. 4. სტივ მაქქუინის "სირცხვილი" პლაკატი განკუთვნილი იყო უნგრული კინოგაქირავებისათვის, მაგრამ მასზე უარი თქვს იმ აზრის გამო, რომ სპერმა (ან თუნდაც უბრალო მინიშნება მის შესახებ) - ეს უკვე მეტისმეტია. 5. ფრენკ მილერისა და რობერტ როდრიგესოს "ცოდვების ქალაქი -2: ქალი, რომლის გულისთვის ღირს მკვლელობა" მშვენიერი ევა გრინის ნახევრადშიშველი მკერდი გახდა მიზეზი იმისა, რომ პოსტერის განთავსება საზოგადოებრივ ადგილებში აიკრძალა. 6. მიტჩელ ლიხტენშტეინის "კბილები" როგორც ჩანს, ამერიკის კინოასოციაციაში არ იციან ანეგდოტი "შენ კბილები იქ გაქვს?" 7. დევიდ ფინჩერის "გოგონა დრაკონის ტატუთი" ამერიკელები თავად ევა გრინის ნახევდრადშიშველ მკერდს ვერ შეეგუენ, აქ კი სიშიშვლე გაცილებით მძიმე ასპექტშია მოცემული. 8. მილოშ ფორმანის "ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ" ფილმის ოფიციალური პოსტერი აკრძალეს აშშ-ის ტერიტორიაზე - ის ზედმეტად პროვოკაციულად ჩათვალეს, თუმცა არც ფილმია შედარებით უწყინარი. 9. პაკ ჩან უკის "წყურვილი" გარდა იმისა, რომ პლაკატი თვალნათლივ გამოსახავს სექსის იმიტაციას, სამხრეთკორეელი ცენზორები მასზე გამოსახული მამაკაცის ჩაცმულობამაც აღაშფოთა . 10. კევინ სმიტის "ზაკი და მირი იღებენ პორნოს" ის, ვინც მიხვდება, თუ რატომაა ეს პოსტერი უცენზურო, საკმაოდ მოზრდილია იმისათვის, რომ არ შეეშინდეს. პლაკატი მალევე ამოიღეს სარეკლამო კამპანიიდან. 1113 9-ს მოსწონს
|