x
image
მანჩო 777
როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ისტორიული პიროვნებები და მათი კინემატოგრაფიული ორეულები
იმისათვის, რომ ფილმები დრამატული და სანახაობრივი გახადონ, ჰოლივუდელი რეჟისორები ხშირად ამახინჯებენ არამარტო ისტორიულ ფაქტებსა და მოვლენებს, არამედ ცვლიან ცნობილი პიროვნებების გარეგნულ იერსახესაც. დღევანდელ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ ათი პერსონაჟი გახმაურებული ფილმებიდან, რათა შევადაროთ ისინი მათ ისტორიულ, რეალურ პროტოტიპებს.



1. ქსერქსე I - "სამასი სპარტელი"


image


ქსერქსე I- აჰმენიდების დინასტიის სპარსეთის მეფე იყო, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 486-465 წლებში მეფობდა. ანტიკური ლეგენდების მიხედვით ქსერქსე უნებისყოფო, სუსტი, სხვის აზრს იოლად დამორჩილებადი მმართველი იყო, თუმცა ის გამოირჩეოდა განდიდების მანიითა და პატივმოყვარეობით. აღმოსავლური წყაროები კი სულ სხვა პიროვნებას გვიხატავენ: ისინი ქსერქსეს გულად მეომრად და ბრძენ სახელმწიფო მოღვაწედ წარმოგვიდგენენ. თავად ქსერქსე, პერსეპოლისის მახლობლად ნაპოვნი, ქვაზე ამოტვიფრული წარწერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თავის თავს ბრძენსა და გულადს, უსამართლობის და უკანონობის წინააღმდეგ მებრძოლსა და გაწონასწორებულ მმართველად წარმოგვიდგენს.



2. აქილევსი - "ტროა"


image

აქილევსი - ბერძნულ მითოლოგიაში ტროას ომის გმირი, ჰომეროსის "ილიადის'' ერთ-ერთი ცენტრალური, მთავარი პერსონაჟი, ფთიაში მცხოვრები მირმიდონების მეფე პელევსის და ზღვის ქალღმერთ თეტიდას ვაჟი იყო. იმისათვის, რომ აქილევსი უკვდავი გაეხადა, თეტიდა მას დღისით წმინდა მდინარეში აბანავებდა, ღამ–ღამობით კი ცეცხლის ალით რუჯავდა. ერთხელ ეს შენიშნა პელევსმა და შეშინებულმა ბავშვი ცეცხლიდან გამოაყვანინა. ამის გამო თეტიდამ პელევსი მიატოვა. სხვა მითის მიხედვით, თეტიდა აქილევსს ბანდა სტიქსის წყლით, რის გამოც არავითარ იარაღს არ შეეძლო მისი სხეულის დაზიანება. ცეცხლის ალისაგან თუ სტიქსის წყლისაგან შეუხებელი რჩებოდა ბავშვის მხოლოდ ერთი ქუსლი, რომელზეც ხელი ეკიდა თეტიდას (ეს იყო აქილევსის სუსტი ადგილი). თეტიდას წასვლის შემდეგ პელევსმა აქილევსი კენტავრ ქირონს მისცა აღსაზრდელად. ქირონი აქილევსს ლომებისა და გარეული ტახების შიგნეულით კვებავდა. მან აქილევსს ექიმობა და სხვა საუცხოო ხელოვნებანი ასწავლა, მოხუცმა ფენიქსმა კი ლამაზი მეტყველება და ომის ხელოვნება.

ზოგი მითის მიხედვით აქილევსი, წინასწარმეტყველების თანახმად, ტროას ომში დაიღუპა ჯერ კიდევ ქალაქის დაცემამდე (ერთი ვარიანტის მიხედვით, აქილევსი მოკლა პარისმა, რომლის ისარი აპოლონმა წარმართა აქილევსის ქუსლისაკენ, რომელიც მისი ერთადერთი სასიკვდილო ადგილი იყო). ჰომეროსის მიხედვით აქილევსი საიქიოში მკვდართა მეუფე გახდა. სხვა მითის მიხედვით, მკვდარი შვილი თეტიდამ კუნძულ ლევკოსზე წაიღო, გააცოცხლა და იფიგენიაზე (ზოგი ვარიანტით მედეაზე) დააქორწინა.



3. მაქსიმუს I ფრაკიელი - "გლადიატორი"


image

გენერალ მაქსიმუსის პროტოტიპი ფილმიდან "გლადიატორი" გაიუს იულიუს მაქსიმინ ფრაკიელია - რომის იმპერატორი 235-238 წლებში, პირველი "ჯარისკაცი იმპერატორი" და ხალხის დაბალი ფენებიდან გამოსული პირველი იმპერატორი. ის გამოირჩეოდა უჩვეულო სიმაღლითა და საოცარი ძალით. ადრეულ ბავშვობაში მაქსიმუსი მწყემსი იყო, მოზარდი კი სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდების ჯგუფს, რომლებიც იცავდნენ მამულებს ყაჩაღების თავდასხმებისაგან და ანადგურებდნენ მათ ბანდებს. შემდეგ ის ჯარისკაცად წავიდა, საიდანაც დაიწყო კიდეც მისი აღზევება. ლეგენდების მიხედვით, 2, 5 მეტრი სიმაღლის მაქსიმუსი საოცარი მამაკაცური სილამაზით, სიმამაცითა და დაუმორჩილებელი ხასიათით გამოირჩეოდა, თუმცა ამავე დროს მტრისა და მოღალატეების მიმართ ძალიან დაუნდობელი და სასტიკი იყო.



4. უილიამ უოლესი - "მამაცი გული"


image

უილიამ უოლესი - შოტლანდიელი რაინდი და მხედართმთავარი იყო, რომელიც სათავეში ჩაუდგა შოტლანდიელებს ინგლისის წინააღმდეგ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. შოტლანდიის რეგენტი 1297—1298 წლებში გულმხურვალე პატრიოტად და ეროვნულ გმირად ითვლება. ფილმში წარმოდგენილი უოლესის სახე (მელ გიბსონის გმირი ) მკვეთრად განსხვავდება მისი პროტოტიპისაგან: აქ უოლესი უბრალო გლეხია, რომელსაც საჭურველიც კი არ აქვს მტერთან საბრძოლველად.



5. ჯორჯ VI - "მეფის სიტყვა"


image

ჯორჯ VI (1895 - 1952) — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის, კანადის, ავსტრალიისა და სამხრეთ აფრიკის გაერთიანებული სამეფოს მეფე იყო 1936 წლიდან. ტახტზე ავიდა თავისი უფროსი ძმის - ედუარდ VIII-ის გადადგომის შემდეგ. ჯორჯ VI გაერთიანებული სამეფოს ამჟამინდელი დედოფლის ელისაბედ II -ის მამაა.



6. კლეოპატრა VII ფილოპატორი - "კლეოპატრა"


image

მაკედონიელი პტოლემეოსების დინასტიის წარმომადგენელი კლეოპატრა ელინური ეგვიპტის უკანასკნელი მმართველი იყო. ის ისტორიაში ცნობილია რომაელი მხედართმთავრის ანტონიუსის მიმართ საბედისწერო და დრამატული სიყვარულით.

კლეოპატრა VII ეგვიპტეს ძმებთან - პტოლემეოს XIII და პტოლემეოს XIV ერთად (ტრადიციის თანახმად, ისინი მის მეუღლეებად მიიჩნეოდნენ), შემდეგ კი რომაელ მხედარმთავარ მარკუს ანტონიუსთან, ფიქტიურ ქორწინებაში თანაცხოვრებით, 21 წელი მართავდა. ის იყო ეგვიპტის უკანასკნელი დამოუკიდებელი მმართველი, სანამ მის ქვეყანას რომის იმპერია დაიპყრობდა და ერთ-ერთ პროვინციად აქცევდა. ქალი საყოველთაოდ ცნობილი გახდა იულიუს კეისართან და მარკუს ანტონიუსთან სასიყვარულო კავშირის გამო. კეისრისგან ვაჟი ეყოლა, ანტონიუსისგან კი ორი ვაჟი და ქალიშვილი.
კლეოპატრა თავის სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდების გმირად, მისმა ტრაგიკულმა აღსასრულმა კი მის რომანტიზაციას შეუწყო ხელი.
კლეოპატრას იხსენიებენ პლუტარქე, აპიანი, იოსებ ფლავიუსი და სხვები, თუმცა ძველი ცნობები მისადმი მთლად კეთილგანწყობილნი არ ჩანს. მაგალითად, ძველი რომაული წყაროები ასეთ ინფორმაციასაც კი გვაწვდიან: „ის იმდენად გარყვნილი იყო, რომ ხანდახან მეძავობდა კიდეც. მისი სილამაზით დაბრმავებულ ბევრ მამაკაცს, მასთან ერთი ღამის გატარების საფასურად, თავიც კი წაუგია“.



7. ლეონიდას I - "300 სპარტელი"


image

ლეონიდასი (ძვ. წ. 508/507 - ძვ. წ. 480) — სპარტის მეფე (ძველი საბერძნეთი) იყო. ბერძენ-სპარსელთა ომების დროს, ძვ. წ. 480 წელს სათავეში ჩაუდგა ბერძენთა გაერთიანებულ ჯარს საბერძნეთში შემოჭრილი სპარსეთის მეფის ქსერქსე I-ის წინააღმდეგ. ლეონიდასი 300 რჩეული სპარტელით იცავდა ბერძენთა ჯარის ძირითადი ნაწილის უკანდახევას და გმირულად დაეცა თერმოპილეს ბრძოლაში. მადლიერმა თანამემამულეებმა ძეგლი აღუმართეს და მისი სახელი პატრიოტიზმის სიმბოლოდ აქციეს.



8. ალექსანდრე მაკედონელი - "ალექსანდრე"


image

ალექსანდრე დიდი, მაკედონელი (ბერძნ. Μέγας Αλέξανδρος დაბადებული 20/21 ივლისს, ძვ. წ. 356, პელა — გარდაიცვალა 11 ივნისს, ძვ. წ. 323, ბაბილონი), ასევე ალექსანდრე III — მაკედონიის მეფე (ძვ. წ. 336-323), ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი ისტორიაში, რომელმაც სიკვდილამდე დაიპყრო იმ დროისთვის ცნობილი თითქმის მთელი მსოფლიო; მას ხშირად მოიხსენიებენ ჩინგის ყაენის, ნაპოლეონ ბონაპარტის, სიმონ ბოლივარის, ტიპუ სულთანის, გუსტავ II ადოლფის, ჰანიბალისა და იულიუს კეისარის გვერდით, როგორც უდიდეს სამხედრო სტრატეგსა და ტაქტიკოსს, რომელიც კი ოდესმე არსებობდა.

უამრავი ლეგენდა დადიოდა ალექსანდრე მაკედონელზე, რომელსაც მსოფლიოში "ალექსანდრე დიდის" სახელით უფრო იცნობდნენ:


მაკედონიაში ხშირად მოდიოდა ამბავი, ფილიპემ ესა და ეს ქალაქი აიღო და კიდევ ერთ ბრძოლაში მოიპოვა გამარჯვებაო. პატარა ალექსანდრე მაკედონელი ამ ამბებს მოღუშული ისმენდა და მეგობრებს ეუბნებოდა: "ყმაწვილებო, მამაჩემი ყველაფერს დაიპყრობს და მე აღარაფერს დამიტოვებს თქვენთან ერთად საგმირო და ბრწყინვალე საქმეები რომ ჩავიდინო".


უდაბნოში გადასვლისას მაკედონელი მეომრები წყურვილისგან იტანჯებოდნენ. მეფისათვის ცოტაოდენი წყალი იშოვეს. მან წყალი არ დალია და თქვა: "თუ მარტო მე დავლევ, ჩემი მხლებლები მხნეობას დაკარგავენ".


ალექსანდრეს არ სწამდა თავისი ღმერთობა და არც ამაყობდა ამით. მისი ღვთაებრივი წარმოშობის შესახებ გავრცელებულ აზრს იგი იყენებდა, როგორც საშუალებას სხვა ხალხების დასამორჩილებლად".

ალექსანდრე 33 წლის ასაკში მძიმე სენისაგან გარდაიცვალა. მის საფლავს ამშვენებდა ეპიტაფია: "ეს საფლავი საკმარისი აღმოჩნდა მისთვის, ვისაც არ ჰყოფნიდა მთელი სამყარო".



9. პუ ი - "უკანასკნელი იმპერატორი"


image

1908 წელს პუ ი მილიარდიანი ჩინეთის იმპერატორი გახდა. მას იმპერატორად კურთხევისას ბედნიერების ათი ათასი წელი უსურვეს. იმპერატორს ყველა აღმერთებდა და ყველა სურვილს უსრულებდა, მას ერთადერთი აკრძალვა ჰქონდა - არ უნდა დაეტოვებინა სასახლე - აკრძალული ქალაქი, მაგრამ დროის ცვალებადობასთან ერთად პუის სამყარო დაინგრა. 1912 წელს ჩინეთში მომხდარი რევოლუციის შედეგად პუ ი ტახტიდან ჩამოაგდეს. ხელისუფლება პრეზიდენტის-იუან შიკაიუს ხელში გადავიდა. პუ ი ქვეყნიდან იქნა გაძევებული, თუმცა რამოდენიმე წლის შემდეგ კვლავ მოხდა მისი აღზევება: პუ ი 1932 წელს მანჩჟოუ-გოს უმაღლესი მმართველი გახდა, თუმცა 1945 წლის 19 აგვისტოს საბოლოოდ დაემხო მისი ძალაუფლება.



10. სპარტაკი - "სპარტაკი: სისხლი და ქვიშა"


image

სპარტაკი ფრაკიელი ჯარისკაცი იყო, რომელიც რომაელებს ჩაუვარდა ტყვედ და ის მონა-გლადიატორად აქციეს. ძვ. წ. 74–71 წლებში სპარტაკი ძველ რომში ხელმძღვანელობდა მონათა დიდ აჯანყებას. მისი არმია შედგებოდა გაქცეული გლადიატორებისა და მონებისაგან. სპრტაკმა დაამარცხა რამდენიმე რომაული ლეგიონი, მათ შორის ორი კონსულის არმია. ეს აჯანყება ისტორიაში შევიდა, როგორც მესამე მნიშვნელოვანი გამოსვლა მონათა პირველი და მეორე აჯანყების შემდეგ და ის ცნობილია სპარტაკის აჯანყების სახელწოდებით. აჯანყება სასტიკად იქნა ჩახშობილი, ხოლო სპარტაკი სხვა უამრავ ამბოხებულთან ერთად სიკვდილით დასაჯეს.

2
8131
16-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
8131
  
2015, 23 ივლისი, 23:10
ძალიან ძლიერი პიროვნება იყო მაკედონელი....დღევანდელ ჩვენ მმართველებს კი არ ჰაგვდა, ტავის თავის მეტი რომ არავინ ახსოვთ.
2015, 23 ივლისი, 23:01
სტატია ბრწყინვალეა.სხვათაშორის ისრაელის მეფეს დავითს ბრძოლისას მოსწყურდა,სამი ძლიერი მეომარი წავიდა და მტრის ჭიდან მოუტანა წყალი მაგრამ დაცითმა არ დალია მიწაზე. დაღვარა,ალბათ ალრქსანდრემ მეფე დავითს მიბაძა
0 1 2