კინო ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს, ანუ რაზე მიდიან მსახიობები სანუკვარი როლის გამო 2014, 9 აპრილი, 10:57 რა მსხვერპლზე აღარ მიდიან მსახიობები, რომ თავიანთი კინოგმირების სულიერ სამყაროში ჩაიძირონ და შეუდარებლად შეასრულონ მათზე დაკისრებული როლი. თუნდაც კრისტიან ბეილი გავიხსენოთ, რომელიც ერთი ფილმიდან მეორემდე ისე იცვლებოდა, რომ მისი ცნობაც კი შეუძლებელი იყო. მოდით ერთად გავიხსენოთ ის მსახიობებები, რომლებსაც მძიმე გამოცდის გავლა მოუხდათ სასურველი როლის შესასრულებლად.
"განკიცხულნი"- ენ ჰატუეის გზა "ოსკარისაკენ" ენ ჰატუეი, რათა ბუნებრივად განეხორცილებინა მომაკვდავის როლი ფილმში "განკიცხულნი", თავს შიმშილით იტანჯავდა, რის გამოც საშინლად გახდა, მაგრამ სამაგიეროდ სანუკვარი "ოსკარი" მიიღო. "ცისფერი-ყველაზე თბილი ფერია"- მსახიობების ცემით მიღწეული ბუნებრიობა რეჟისორი აბდელატიფ კეშიში და მსახიობები ლეა სიდუ და ადელ ეგზარკოპულოსი ერთმანეთს გადაეხვივენ, როცა ამ ფილმმა "ოქროს პალმის რტო" მიიღო, მაგრამ ფილმის გადაღებისას გაწამებული მსახიობები საუბრობდნენ, რომ კეშიშის ფილმში თამაში-ეს ნამდვილი კოშმარია. იცით რატომ? ავიღოთ თუნდაც ჩხუბის სცენა, სადაც რეჟისორმა აიძულა ლეა მართლაც ეცემა ადელი მთელი საათის განმავლობაში. კიშეშმა მხოლოდ მაშინ შეწყვიტა გადაღება, როცა გაწამებულმა ადელმა ვენები გადაიჭრა მინის ნამსხვრევით. "გუმბათი"-მთავარი როლი საწოლის გავლით ავსტრალიელმა რეჟისორმა აარონ უილსონმა თავისი ფილმის მთავარი როლის შემსრულებელ პრეტენდენტებს შესთავაზა მასთან დაწოლა მთავარი როლის სანაცვლოდ. მოსაფიქრებლად მათ 10 წუთს აძლევდა და ფიქრის მსვლელობისას მსახიობების სახეს ვიდეოფირზე იღებდა. მსახიობების უმეტესობა თავს არაკომფორტულად და შეურაცხყოფილად გრძნობდა და ნერვიულობდა. საბოლოოდ როლი მისცეს ავტრალიელ მსახიობს კჰან ჩიტენდენს, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში აუღელვებლად იჯდა კამერის წინ და ნერვიც კი არ შეტოკებია. "დალასის მყიდველთა კლუბი"-მეთიუ მაკკონახი კინაღამ შიმშილით მოკვდა იმსათვის, რომ ფილმში შიდსით დაავადებული ადამიანის როლი შეესრულებინა, მეთიუმ 25 კილო დაიკლო. ის გულმოდგინედ ასრულებდა თავისი მეგობრის ტომ ჰენქსის რჩევას, რომელსაც საკმაოდ ხშირად უხდებოდა ამ პრობლემის გადაწყვეტა და რომელმაც ამის გამო შაქრიანი დიაბეტი აიკიდა. ერთ დღესაც, როცა განცვიფრებულმა ჰენქსმა მეგობრის დანახვაზე წამოიძახა: "ღმერთო ჩემო, სასწრაფოდ უნდა გიშველოთ", -მეთიუ მიხვდა, რომ სასურველ ფორმას მიაღწია. მისმა პარტნიორმა ფილმიდან-ჯარედ ლეტომაც ამ ფილმში შესრულებული შიდსით ავადმყოფის როლისათვის 15 კილოგრამი დაიკლო. მაგრამ წვალება ნამდვილად ღირდა-"ოსკარები" ხომ ციდან არ ცვივა? "გიგანტების ველი"-ფილმმა მსახიობი უილად რიდი გამაყუჩებლებზე დასვა 1919-1920 წლების ჰოლივუდელი ვარსკვლავი უილად რიდი ფილმის გადაღების დროს მატარებლიდან გადმოვარდა. იმისათვის, რომ ფილმში თამაშის გაგრძელება შეძლებოდა, მას ძლიერ გამაყუჩებელს- მორფინს აძლევდნენ. ამან მსახიობი ნარკოტიკებზე დამოკიდებული გახადა და ის 32 წლის ასაკში გარდაიცვალა. "ჯიმი ჯუნგლებიდან''-ჯონი ვაისმიულერმა სტრესის გამო უამრავი კილოგრამი დაკარგა წონის პრობლემა 70 წლის წინათაც ისევე აწუხებდათ მსახიობებს, როგორც დღეს. ტარზანის როლისათვის მსახიობ ჯონი ვაისმიულერს 75 000 დოლარი შესთავაზეს(ეს იმ დროისათვის ძალიან დიდი თანხა იყო), მაგრამ იმ პირობით, რომ 95 კგ-ს ზევით სხეულის წონის ყოველ ნახევარ კილოგრამზე ამ თანხას 5000 დოლარს გამოაკლებდნენ. მსახიობი გახდა არა დიეტის, არამედ მიღებული სტრესის გამო. "რებეკა"-მსახიობ ჯოან ფონტეინი როლის გამო საშინელ დეპრესიაში ჩავარდა ალფრედ ჰიჩკოკი არასოდეს გამოირჩეოდა მსახიობების მიმართ ჰუმანური დამოკიდებულებით. ფილმში "რებეკა" მსახიობმა ჯეინ ფონტეინმა მშვენივრად გადმოსცა შიში, სიმარტოვე და იმედგაცრუება, რადგან რეჟისორმა მას აიძულა ნამდვილად გამოეცადა ეს გრძნობები: ფილმის გადაღების მიმდინარეობის დროს მსახიობს 21 წელი შეუსრულდა და მის მერ გამართულ წვეულებაზე არცერთი სტუმარი არ მივიდა. ეს ჰიჩკოკის მიერ ორგანიზებული ბოიკოტი იყო, რათა მსახიობს მეორე დღეს გადაღებისას ზუსტად გამოეცა გრძნობები. "გრავიტაცია"- გარემოსაგან იზოლირებული სანდრა ბალოკი იმისათვის, რათა ლამაზი კოსმოსური შუქი გადაეღო, გრავიტაციის რეჟისორმა ალფონსო კუარონმა სანდრა ბალოკი ლაითბოქსში მოათავსა. მას მხოლოს ყურსასმენებით შეეძლო გარე სამყაროსთან დაკავშირება. მსახიობის ლაითბოქსიდან გამოყვანა ძალიან შრომატევადი პროცესი იყო, ამიტომ მას იქ დღეში 9-10 საათის გატარება უწევდა. თუმცა რეჟისორს ამაში ვერ დაადანაშაულებდი, რადგან ბალოკმა ეს თავად გადაწყვიტა. რას ვიზამთ, "ოსკარისაკენ"მიმავალ გზას ყველა თავისებურად ხედავს. "ჟანა დარკის ვნებები"-ფილმმა რენე ფალკონეტის კარიერა დაანგრია 1928 წელს გამოსული ფილმი "ჟანა დარკის ვნებები" ძირითადად აგებულია ფრანგი მსახიობის რენე ფალკონეტის მსხვილ პლანებზე. ეკრანზე ის რეალურად გამოყურება ნატანჯი და ამას თავისი ახსნა აქვს. რეჟისორი კარლ დრეიერი გამოტყდა, რომ ის მსახიობს აიძულებდა საათობით მდგარიყო შიშველი მუხლებით ცივი ქვის იატაკზე, სანამ მის სახეზე საჭირო ტანჯულ გამომეტყველებას არ მიიღებდა. რენე იმდენად გაწამდა ამ ექსპერიმენტებით, რომ ამის შემდეგ აღარასოდეს მიუღია ფილმის გადაღებაში მონაწილეობა. "ბრიჯიტ ჯონსის დღიური"-საშინლად გასუქებული რენე ზელვეგერი მხოლოდ გახდომა როდია ჰოლივუდის ვარსკვლავების მიზანი, ზოგი როლი საწინააღმდეგო მსხვერპლსაც მოითხოვს. რენე ზელვეგერს ალკოჰოლზე დამოკიდებული ქალის როლის შესასრულებლად ფილმში "ბრიჯიტ ჯონსის დღიური" 15 კილოგრამის აკრეფა მოუხდა, თუმცა სამაგიეროდ "ოსკარის" ქანდაკებით დაიმშვენა ხელი. რენემ გადაღების შემდეგ უსწრაფესად მოახერხა ფორმაში ჩადგომა. "მემანქანე"-კრისტიან ბეილის მიერ გაღებული მსხვერპლი კრისტიან ბეილის ფილმისათვის "მემანქანე" 28 კილოგრამის დაკლებამ მოუწია. ის მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთ ვაშლს და ერთ ქილა თინუსს მიირთმევდა. "ოსკარი " ვერა, მაგრამ ამ როლმა მას ბრიტანეთის საუკეთესი მსახიობის ტიტული კი ნამდვილად მოუტანა. "მონსტრი"-შარლიზ ტერონის საოცარი სახეცვლილება ფილმისათვის "მონსტრი" შარლიზ ტერონმა 13 კილოგრამი მოიმატა და საგრძნობლად გაიღიავა წარბები. თანაც რამდენიმე თვის განმავლობაში საერთოდ არ იყენებდა კოსმეტიკას, მაგრამ ამ მსხვერპლის გაღება ნამდვილად ღირდა, რადგან ამ როლმა მას სანუკვარი "ოსკარი"მოუტანა. 315 10-ს მოსწონს
|