x
image
მანჩო 777
"შინდლერის სია"- საინტერესო, დღემდე უცნობი ფაქტები ყველა დროის საუკეთესო შავ-თეთრი ფილმის შესახებ
26 წლის წინ ეკრანებზე გამოვიდა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად აღიარებული "შინდლერის სია". კინოფილმი რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა გადაიღო ტომას კენილის წიგნ " შინდლერის კიდობანის" მიხედვით. რომანი ნამდვილ ამბებზეა დაფუძნებული და მოგვითხრობს, თუ როგორ იხსნა მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელმა მეწარმემ ოსკარ შინდლერმა 1200-ზე მეტი ებრაელი წამებით სიკვდილისაგან.




image



გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ამ ფილმის შესახებ, რომელიც გაიძულებთ, კიდევ ერთხელ ნახოთ ეს მძიმე, მაგრამ საოცრად რეალური და გულშიჩამწვდომი ფილმი.



ფილმის გადაღება ჯერ კიდევ 60-იან წლებში იგეგმებოდა




image



დიდი ხნით ადრე, სანამ კენილი თავის ცნობილ წიგნს დაწერდა და სპილბერგი მისი მიხედვით ფილმს გადაიღებდა, ოსკარ შინდლერის შესახებ ჰოლივუდში უკვე იცოდნენ. მისი სახელის უკვდავყოფა დაკავშირებულია ვინმე ლეოპოლდ კეიჯის სახელთან. კეიჯი ტყავის ნაწარმით ვაჭრობდა და მაღაზიის მეპატრონე იყო. ერთხელაც მან შეიტყო, რომ მისი ერთ-ერთი კლიენტი-ტომას კენილი მწერალი იყო. ლეოპოლდმა მას მოუთხრო ოსკარ შინდლერის შესახებ, რადგან მან ეს ისტორია პირველწყაროდან იცოდა: ლეოპოლდ კეიჯი თავად გახლდათ შინდლერის სიის ერთ-ერთი წევრი. მან საჭიროდ ჩათვალა მსოფლიოსთვის გაეცნო ადამიანი, რომელმაც მისი და კიდევ უამრავი სხვა ებრაელის სიცოცხლე გადაარჩინა.

კენილმა გულდასმით მოუსმინა ლეოპოლდს, თუმცა მას კიდევ უამრავ ადამიანთან შეხვედრა, საკმაოდ ბევრი ინფორმაციის მოძიება და 15 წელი დასჭირდა იმისათვის, რომ დაეწერა თავისი ცნობილი წიგნი "შინდლერის კიდობანი".


სტივენ სპილბერგი 10 წელი ფიქრობდა, გადაეღო თუ არა ეს ფილმი



image



კენილის წიგნის შესახებ დაწერილი რეცენზია სტივენ სპილბერგის სამუშაო მაგიდაზე 1982 წელს აღმოჩნდა. მან მაშინვე შეისყიდა წიგნის მიხედვით ფილმის გადაღების უფლება, თუმცა გადაღებების დაწყება ვერ გაბედა. ეს იყო ძალიან სერიოზული თემა და რეჟისორი იმ მომენტისთვის თავს მზად არ თვლიდა ესოდენ მნიშვნელოვან სცენარს შეჭიდებოდა. მთელი 10 წლის განმავლობაში ცდილობდა ის დაერწმუნებინა კოლეგები, რომ ხელი მოეკიდათ სცენარისთვის. თავდაპირველად რეჟისორმა სცენარი სიდნეი პოლაკს შესთავაზა-მან სპილბერგს უარი უთხრა; შემდეგ სტივენმა რომან პოლანსკის დათანხმება სცადა, მაგრამ ამაოდ - არც მას სურდა ესოდენ მნიშვნელოვანი ეკრანიზაციისათვის მოეკიდა ხელი, მიუხედავად იმისა, რომ პოლანსკის საკუთარ თავზე ჰქონდა გამოცდილი, თუ რას ნიშნავს ნაცისტური რეჟიმი: მას 8 წელი ჰქონდა გატარებული ებრაელებით სავსე კრაკოვის გეტოში. საბედნიეროდ, მან იქედან გაქცევა მოახერხა, რის შემდეგაც ბიჭუნა ერთმა პოლონურმა ოჯახმა შეიფარა. სამწუხაროდ, რომანის დედ-მამას არ გაუმართლა და ისინი საკონცენტრაციო ბანაკიდან ცოცხლები ვერ გამოვიდნენ.

სპილბერმა ფილმის გადაღება მარტინ სკორსეზესაც შესთავაზა. სკორსეზე თვლიდა, რომ ეს ფილმი მხოლოდ ებრაელ რეჟისორს უნდა გადაეღო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ძალიან დაინტერესდა პროექტით და დაიწყო მზადება ფილმის გადასაღებად, თუმცა იმ მომენტისთვის სტიბენ სპილბერგმა ჩათვალა, რომ უკვე მზად იყო მნიშვნელოვანი კინოლენტის გადასაღებად, ამიტომ მან სკორსეზეს სთხოვა უკან დაებრუნებინა მისთვის სცენარი, სამაგიეროდ კი მას სხვა ფილმის -" შიშის კონცხის" სცენარი შესთავაზა.



"შინდლერის სიის'' პარალელურად სტივენ სპილბერგი "იურული პერიოდის პარკს " იღებდა



image



იმ დროს, როცა სპილბერგმა "შინდლერის სიის" გადაღება გადაწყვიტა, მას უკვე დაწყებული ჰქონდა "იურული პერიოდის პარკის" კინოგადაღებები. რეჟისორმა აღიარა, რომ შინდლერის მერე პარკის გადაღებას ის უბრალოდ ვერ შეძლებდა.

მიუხედავად იმისა, რომ დინოზავრების ფილმის გადაღებები დასასრულს უახლოვდებოდა, სპილბერგს უხდებოდა ევროპიდან, სადაც ''შინდლერის სიის'' კადრებს იღებდნენ, ყოველ ორ კვირაში კალიფორნიაში ჩასვლა, სადაც ''იურული პერიოდის პარკის'' მონტაჟი მიმდინარეობდა. ამ გადატვირთული რეჟიმის გამო რეჟისორი საშინლად გადაღლილი და გაღიზიანებული იყო და მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, თავში არეული ჰქონდა ყველაფერი, რადგან ერთდროულდ უნდა ეფიქრა ამ ორ, სიუეჟეტით და სცენარით ერთმანეთისაგან აბსოლუტურად განსხვავებულ ფილმზე. "- ჩემს თავში ყველაფერი არეული და აბურდული იყო, გონებას გადართვა უხდებოდა დინოზავრებიდან საკონცენტრაციო ბანაკზე. ეს კი ძალიან რთული, თითქმის შეუძლებელი იყო, "- იხსენებდა სპილბერგი შემდგომში.


წითელპალტოიანი გოგონა რეალურად არსებობდა



image


თავიდან ბოლომდე შავ–თეთრ ფილმში არის მხოლოდ ერთი ეპიზოდი, სადაც ფერი ფიგურირებს: შინდლერი გორაკიდან უცქერის შემზარავ ქაოსს, რომელიც ქალაქში ტრიალებს და ხედავს წითელპალტოიან პატარა გოგონას, რომელიც ისე მიაბიჯებს ამ ბრბოში, თითქოს საერთოდ ვერაფერს ვერ ამჩნევს.





რომა ლიგოცკამ, რომელიც 1938 წელს დაიბადა კრაკოვში, 2002 წელს გამოსცა წიგნი" გოგონა წითელ პალტოში". წიგნში ნათქვამია, რომ სწორედ ეს გოგონა წარმოადგენს განსახიერებას ყველა იმ ბავშვისა, რომლებიც ნაცისტებმა საკონცენტრაციო ბანაკებში დახოცეს. მხოლოდ პოლონეთში დაიღუპა 1, 5 მილიონი ბავშვი. "ფილმში არსებული გოგონას ცხოვრება და ჩემი ცხოვრება აბსოლუტურად იდენტურია ერთი განსხვავებით-მე გამიმართლა და ცოცხალი გადავრჩი", - ამბობს რომა ლიგოცკა.



image



იხსენებს რა თავისი ბავშვობის ადრეულ წლებს, გატარებულს გეტოში, შემდეგ კი ოჯახში, რომელმაც იგი შეიფარა და სიკვდილს გადაარჩინა, რომა ამბობს, რომ მხოლოდ ფერები ეხმარებოდა მას თვალი აერიდებინა შემზარავი რეალობისათვის. "-მე არ მქონდა სათამაშოები, არანაირი გასართობი და მჭირდებოდა მხიარული ფერები მაინც, რათა თვალი ამერიდება იმ ნაცრისფერი და უიმედო სამყაროსთვის, როემლიც ჩემს ირგვლივ იყო, ამიტომ ყველაზე საშინელ და ტრაგიკულ მომენტებში მე ვცდილობდი ჩემი მწირი გარდერობიდან შემერჩია და ჩამეცვა ფერადი ტანსაცმელი, რომელიც თავისებური ფარი იქნებოდა მწარე რეალობისაგან დასაცავად".



სტივენ სპილბერგს ნება დართეს ფილმის სცენები აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში გადაეღო


სპილბერგმა თანხმობა მიიღო ფილმის გადაღება უშუალოდ აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში ეწარმოებინა, მაგრამ ეს არ გააკეთა გენოციდის მსხვერპლთა მიმართ პატივისცემის გამო. ყველა სცენა გადაღებული იქნა სპეციალურად აგებულ ასლზე, რომელიც აუშვიცის ბანაკის შორიახლოს მდებარეობდა.



image



შინდლერის ხელით დაწერილი სიის ორიგინალი სხვა მნიშვნელოვან საბუთებთან ერთად 1999 წელს ოსკარ შინდლერის ბინის სხვენზე ნაპოვნ ჩემოდანში აღმოაჩინეს. შინდლერი ამ ბინაში ცხოვრობდა გარდაცვალებამდე -1974 წლამდე.


როცა სპილბერგმა პირველად აჩვენა ჯონ უილიამსს ფილმის ფინალური ვერსია, ის ისე აღელდა, რომ კარგა ხანს ხმა ვერ ამოიღო, შემდეგ უსიტყვოდ გავიდა ქუჩაში და მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ დაბრუნდა. უკან დაბრუნებულმა უილიამსმა რეჟისორს უთხრა, რომ მისი ფილმი ყველაზე საუკეთესო კომპოზიტორს იმსახურებს. "- ვიცი, - უპასუხა სტივენმა, -მაგრამ ყველა კარგი კომპოზიტორი უკვე გარდაცვლილია".





იმისათვის, რომ 20 ათასზე მეტი სტატისტისთვის კოსტიუმები მოეგროვებინათ, კოსტიუმების მხატვარმა სარეკლამო განცხადება გააკეთა პრესით და ტელევიზიით. რადგან ფილმის გადაღების დროს პოლონეთში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა, კოსტიუმების დიდი ნაწილი სწორედ პოლონელი მოსახლეობის წყალობით შეგროვდა. ისინი დიდი სიამოვნებით ჰყიდდნენ გროშებად 1930-1940 - იანი წლებიდან შემორჩენილ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს, რომლებსაც შემდეგ სტატისტები (მასობრივ სცენებში მონაწილე მსახიობები) ირგებდნენ.



სპილბერგმა უარი თქვა ფილმის ჰონორარზე



image



დღესდღეობით "შინდლერის სია" ყველაზე ძვირადღირებული შავ-თეთრი ფილმია. 1993 წლისთვის მისმა ბიუჯეტმა 25 მილიონი დოლარი შეადგინა. ამავე დროს ის გახდა ყველაზე შემოსავლიანი შავ-თეთრი ფილმი: მისი გაქირავებით მიღებულმა შემოსავალმა 400 მილიონ დოლარს მიაღწია. მიუხედავად ფილმის ფენომენალური წარმატებისა, სტივენ სპილბერგმა უარი განაცხადა თავის ჰონორარზე. რეჟისორის სიტყვით, მას უფლება არ ჰქონდა ამ ფილმის შემოსავლით გამდიდრებულიყო, რადგან ეს იქნებოდა "სისხლიანი ფული". კინოგაქირავებიდან მიღებული შემოსავლით რეჟისორმა შექმნა "შოას ფონდი", რომლის მიზანია მეორე მსოფლიოს ომის გენოციდის წერილობითი და ფიზიკური მოწმეების დაცვა. დღესდღეობით ფონდში შენახულია 52 ათასამდე ჩვენება, აღებული მოვლენის მონაწილეებისაგან.




7
925
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
925
  
2019, 15 აგვისტო, 1:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 14 აგვისტო, 23:11
გეთანხმებით
2019, 14 აგვისტო, 22:17
დამთრგუნავია და უძილობის გამომწვევი, თუმცა კარგად გვიჩვენებს, თუ რა შეუძლია ადამიანს, რომელიც ბუნებით კეთილია და კაცთმოყვარე.
2019, 14 აგვისტო, 13:08
მიუხედავად იმისა საკმაოდ მყარი ფსიქიკა მაქვს, ეს ფილმი რაღაცნაირად მთრგუნავს. საინტერესო და კითხვადი სტატიაა.
2019, 14 აგვისტო, 11:17
სტალინი და ჰიტლერი... ორი ხორცშესხმული სატანა, რომელთა ,,სინდისზე,, 22 მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილია...
2019, 14 აგვისტო, 9:29
ძალიან მძიმე ფილმია, საშინლად მძიმე და რეალური, მაგრამ ისე გიზიდავს, რომ თვალს ვერ წყვეტ ნახვისას :(
2019, 14 აგვისტო, 9:20
იცი, ამ სტატიის კითხვისასაც კი გავიგუდე ტირილით.. ფილმის ყურება ხო საერთოდ,....ეს თემა ძალიან, ძალიან მტკივნეულია ჩემთვის და უცრემლოდ არ შემიძლია ფიქრიც კი ამ ადამიანებზე და იმ წლებზე საერთოდ
0 1 7