შოუბიზნესი მერსი სულხანიშვილის სახალხო ბოდიშს შედეგი არ მოჰყვა, რაზეც იგი ახალ პოსტს აქვეყნებს- "როგორ მინდა ეს ყველაფერი უბრალოდ ცუდი სიზმარი იყოს." 2016, 12 ივლისი, 14:22
მერცია სულხანიშვილთან დაკავშირებული სკანდალი და აჟიოტაჟი არ წყდება. მისმა საქციელმა საზოგადოებას გოგონას მიმართ გული აუცრუა და საქვეყნოდ სალანძღავი გახდა. სწორედ ამიტომ მერსიმ გადაწყვიტა გამოექვეყნებინა სტატუსი, სადაც იხდის ბოდიშს საჯაროდ, და იტყობინება, რომ არასწორად გაიგო ხალხმა ყველაფერი. იგი ბოდიშს უხდის ყველას, მათ შორის "ნიკორას" კონსულტანტებს და განმარტავს, რომ ფრაზა "მე იცი ვინ ვარ!?" არ ყოფილა იმის აღმნიშვნელი, რომ იგი არის ცნობილი ადამიანი და ბევრის უფლება აქვს, არამედ მისი თქმით ამ ფრაზით ხაზი გაუსვა იმას, რომ იგი არის ერთ-ერთი რიგითი მომხმარებელი. ბოდიშმა ხალხის აჟიოტაჟი არ ჩააცხრო და ახალი პოსტი გამოაქვეყნა მერსიმ, სადაც დიდი რაოდენობით უხამსი სიტყვებია, ამიტომ წარმოგიდგენთ სტატუსს შემოკლებულად:
"მეგობრებო, კეთილის მოსურნეებო, კიდევ ერთხელ განვმარტავ, არანაირად არ ყოფილა დაპირისპირება კონსულტანტთან, დაპირისპირება მოხდა საწყობის თანამშრომელთან სინამდვილეში. მოდი სანამ ტალახს ვესვრით ადამიანს იქნებ დავფიქრდეთ სულ ცოტათი მაინც... მადლობა ყურადღებისთვის და აი იმ გოგონების საყურადღებოდ მე ვიდეოში ნაბ... ვამბობ, სხვათაშორის ზემოთ აღნიშნული სიტყის განმარტება იქნებ გვენახა ლექსიკონში. იმ უცენზურო სიტყვებს კონკრეტული ადამიანებისგან, რომ მოდის პირადში უცვლელად გთავაზობთ, თან ხაზს ვუსვავ მოწერილია გოგონების მიერ (ფუ შე უზრდელო ...; მაგარი უზრდელი გოგო ხარ, ძონძებში გახვეული არარაობა შენი ...) ამ თემასთან დაკავშირებით მე მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ. საზოგადოებასთან ერთი თხოვნა მექნება, იქნებ შეწყდეს სოციალურ მედიაში ამ თემის ტირაჟირება. P.S ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებმა მიხეილ ჯავახშვილის "ეშმაკის ქვა" მომაგონა. ამბის დასასრული." როგორც ჩანს მერცია თავს დამნაშავედ გრძნობს და მის თავს დატრიალებული სკანდალი ტრაგედიამდე დაჰყავს. იგი კიდევ აქვეყნებს პოსტს: "როგორ მინდა ეს ყველაფერი უბრალოდ ცუდი სიზმარი იყოს." 1396 3-ს მოსწონს
|