x
image
ციცი
Mediator image
სოფელ კუმისში განვითარებულ უცნაურ მოვლენას მარიამ კუკუნაშვილიც ეხმაურება- "შემოვარდა და ზედ შემომახტა..." მოსახლეობა პანიკაშია!
image

სოფელ კუმისში ამოუხსნელი მოვლენა დაფიქსირდა. როგორც ირკვევა, დაახლოებით ათი დღეა უკვე, რაც ზემოთ აღნიშნულ ადგილას გამოჩნა შავებში ჩაცმული, სახეშეღებილი, ერთი ან რამოდენიმე კაცი. იგი მოსახლეობას აშინებს, სახლებში უვარდება, არაბუნებრივ ხმებს გამოსცემს, "იჯღანება" და ვის სახლშიც შესვლას ვერ ახერხებს ფანჯრებს და კარებებს უფხაჭნის. სოფლის მოსახლეობა შეშინებულია, მათ არ იციან რა ხერხს მიმართონ და ეშინიათ ამ ყველაფერს მსხვერპლი არ მოჰყვეს. ამ აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება მარიამ კუკუნაშვილი - სუროგაციის ცენტრის “NEW LIFE"-ის მსოფიო ქსელის დამფუძნებელი, რომელიც აღნიშნავს, რომ მსგავსი ფაქტი მასაც გადახდა რამოდენიმე თვის წინ, როდესაც ეს ამოუცნობი "არსება" შეხვდა პირისპირ და შეაშინა. მან ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოაქვეყნა სტატუსი "ფეისბუქის" გვერდზე. ვნახოთ რას წერს:

"ეს კაცი "ნიუ ლაიფის" ოფისშიც იყო შემოსული რამოდენიმე თვის წინ. არადა ოფისი შიგნიდან იღება მხოლოდ და ვიღაც შემომსვლელს შემოჰყვა სავარაუდოდ. დაღამებული იყო და გოგოები რომ გამორბოდნენ და უკან კაცი მოსდევდათ ამ ხმაურზე გამოვედი და მეც გავიქეცი. შევვარდი სხვა ოთახში, შემოვარდა და ზედ შემომახტა. მერე უცნაურად იჯღანებოდა და არაბუნებრივ ხმებს გამოსცემდა. სრული შოკი იყო, მაგრამ უცებ გონს მოვეგე და მოვიქნიე კარგად და ჩავსვი სავარძელში და დავუწყე ვიდეოს გადაღება ფეისბუქში უნდა გამოგაჭენო მეთქი. ამის შემდეგ ჩვეულებრივი ადამიანის ხმით ალაპარაკდა და კაი ხო წაშალე ეგ ვიდეო და წავალო... მთლად გიჟი არ არის, უფრო თავს იგიჟიანებს, მაგრამ ჭკვიანიც არ გამოდის მთლად ხომ? ისე მოქნილობა და სისხარტე კი აქვს მაგაში ვეთანხმები კუმისელებს."

image


image

4
1688
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1688
  
2016, 14 ივლისი, 20:18
,,ჩვეულებრივი ადამიანის ხმით ალაპარაკდაო,, - კუკუნაშვილის დასაცინებიც რომ გავხდებით)))))
2016, 13 ივლისი, 10:56
:D თან შემომახტაო და კნაოდაო :D კატა იქნება ოღონდ ცოტა დიდი სავრაუდოდ ტყის
2016, 13 ივლისი, 9:54
ვაიმეეე, რამდენი ვიცინე)))) გაიხარე!!!!!
2016, 12 ივლისი, 16:23
კატა ხომ არ არის კარგად დააკვრიდით :) "მოვიქნიე და ჩავაგდე სავარძელში" თან მოქნილიაო და ემთხვევა. ამ კუკუნაშვილსაც კარგად ყავს ეტყობა
0 1 4