სხვა 15 მეცნიერულ-ფანტასტიკური მოვლენა, რომლებიც მალე გახდება ჩვენი ცხოვრების ნაწილი 2016, 8 ივლისი, 11:27 დღესდღეობით არსებობს უამრავი სახის მეცნიერულ-ფანტასტიკური ჟანრი, რომლებიც თავგზას ურევს კაცობრიობას. ზოგიერთ მათგანში აღწერილია გამოგონებანი, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვს დღევანდელ რეალობასთან, ხოლო ზოგი მათგანი რეალობისა და ოცნების ნაზავია, თუმცა შესაძლოა, მათ სავსებით მოკლე ხანებში შეესხას ხორცი. ამ პოსტში საუბარი გვექნება 15 ტექნოლოგოურ სიახლეზე, რომლებიც შესაძლოა, მალე გადავიდეს რეალობის კატეგორიაში.
მაშ ასე, თქვენს წინაშეა 15 მეცნიერულ-ფანტასტიკური მოვლენა, რომლებიც შესაძლოა, მალე გახდეს ჩვენი ცხოვრების ნაწილი. 15. ფსიქოტროპული ტექნოლოგიები რაც უფრი ღრმად იჭრებიან მეცნიერები ადამიანის თავის ტვინის საიდუმლოებებში ნერვული სისტემის უახლესი საკვლევი აპარატურით, მით მეტია ვარაუდი იმისა, რომ სულ მალე შეიქმნება იარაღი ან მოწყობილობა, რომელიც გააკონტროლებს ადამიანის ფსიქიკას. ის შემუშავებული იქნება იმ ადამიანებისაგან მიღებული ინფორმაციებით, რომლებიც ზებუნებრივი შესაძლებლობებით გამოირჩევიან; მაგალითად, ასეთები არიან ექსტრასენსები და იოგები. 14. ენერგეტიკული ველი თანამედროვე სამყაროში მნიშვნელოვანია არამარტო უახლესი შეიარაღება, არამედ იმის ცოდნა, თუ როგორ დაიცვა თავი. მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები მუშაობენ ენერგეტიკული ველის (სავარაუდოდ, პლაზმურის) ხელოვნურად შექმნაზე, რომელიც საშუალებას მისცემს მის შექმნელს დაიცვას თავისი ტერიტორია საჰაერო თავდასხმისაგან. მაინც რატომაა ეს ასე მნიშვნელოვანი?- იმიტომ, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებები, რომლებიც ამჟამად არსებობს, არც თუ ისე საიმედოა. 13. კონტროლირებადი სიზმრები არსებობს გამორჩეული ადამიანები, რომლებიც ბავშვობიდან ახერხებენ თავიანთი სიზმრების კონტროლს. ამ მომენტში მეცნიერები შეიმუშავებენ ხელსაწყოს, რომელსაც ძილის დროს თავზე იხურავს ადამიანი და რომელსაც შესწევს უნარი წინასწარ გამოიცნოს, თუ რა დაესიზმრება მას. შემდეგ ეს ხელსაწყო სიგნალს აგზავნის თავის ტვინში, რათა შეცვალოს სიზმრის მიმდინარეობა. წინასწარი ტესტირებით, მოწყობილობა ადამიანს არავითარ ზიანს არ აყენებს. 12. იმპლანტები იმპლანტები შესაძლებელია გამოყენებული იქნას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში-როგორც გარეგნობის შესაცვლელად, ასევე დაზიანებული ორგანოების ან კიდურების აღდგენისათვის. მათი გამოყენებით შეიძლება გახდეთ უფრო მეტი, ვიდრე უბრალო მოკვდავია და მალე ოცნება არამარტო იმპლანტ-კიდურებზე, არამედ ეგრეთ წოდებულ ''ჩადგმულ ტექნოლოგიებზე'' რეალობად იქცევა. სამედიცინო და სამხედრო კონცერნები ამაზე დაუღალავად მუშაობენ. 11. არკოლოგია არკოლოგია-სიტყვების ''არქიტექტურა''და ''ეკოლოგია'' ნაზავია. ესაა არქიტექტურა, რომელიც ითვალისწინებს ბუნების დაცვასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებულ ფაქტორებს. მასიური, ეკოლოგიურად სუფთა ნაგებობების მეშვეობით კაცობრიობას შეუძლია შექმნას კომფორტული საცხოვრებელი ადგილები და ამასთანავე იზრუნოს ჰაერის ჟანგბადით გამდიდრებაზე. ამ სახის შენობების შექმნაზე მუშაობა ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს, რადგან მხოლოდ მას შეუძლია გადაჭრას ეკოლოგიური პრობლემები. 10. მეხსიერების რედაქტირება სულ ცოტაოდენი ხნის წინ ნერვოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანის ტვინს დროდადრო სჭირდება მეხსიერების რეკონსტრუქცია, რომ იქედან წაიშალოს და დაიკარგოს მოგონებების ნაწილი. ასე რომ, აღდგენის პროცესის ''დაბლოკვით'' ხდება ნაწილი მოგონებების წაშლა. გარდა ამისა, შესამჩნევია, რომ როცა კარგა ხასიათზე ვართ და რამე ცუდს გავიხსენებთ, ცუდი მოგონებები უკვე ისე საშინელი აღარ გვეჩვენება. ამ მონაცემების გათვალისწინებით სავსებით შესაძლებელია, რომ სულ მალე ადამიანებმა შეისწავლონ ერთმანეთის აზრების და ფიქრების გაკონტროლება. 9. სინათლის ხმლები დიახ, დიახ, ზუსტად ისეთი, როგორიც ფილმ ''ვარსკვლავურ ომებშია''. მკვლევარებმა უკვე აიძულეს სინათლის ნაწილაკები - ფოტონები, ერთმანეთს შეუერთდნენ ისეთი თანმიმდევრობით, რომ შექმნან მატერიის სრულიად ახალი ტიპი. ამ ტექნოლოგიის წყალობით შესაძლებელია სინათლის კრისტალების შექმნა და მაშასადამე, დარტ ვაიდერის ხმალიც არაა მხოლოდ ფანტაზია. 8. ადამიანი სინჯარიდან მეცნიერები დიდი ხანია მუშაობენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება შეიქმნას ხელოვნური ადამიანი. 2016 წელს მათ მოახერხეს ცოცხალი თაგვის შექმნა აბსოლუტურად ხელოვნური ორი ტრანსფორმირებული უჯრედიდან. ასე რომ, შორს არაა ის დრო, როცა შეგვეძლება შევქმნათ ორგანიზმი უამრავი სასარგებლო თვისებებით და ყოველგვარი გენეტიკური დეფექტების გარეშე, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ეს არსებები სახიფათო არ გახდნენ ჩვენთვის-უბრალო მოკვდავი ადამიანებისათვის. 7. მკვდრეთით აღდგომა არა, მეცნიერები სულაც არ აპირებენ ზომბების შექნას, მაგრამ ამავე დროს ისინი თვლიან, რომ კრიოგაყინვების მეშვეობით, ისე, რომ ადამიანი არ მოკვდეს, შესაძლებელია სხეულში შეჩერდეს სასიცოცხლო პროცესები. ასე მოხდება უიმედოდ ავადმყოფი ადამიანების კონსერვაცია იმ დრომდე, სანამ ამ დაავადების მკურნალობის გზებს მედიცინა არ იპოვის. 6. შავი ხვრელების შექმნა ფიზიკოსმა ჯეფ სტეინჰაუერმა თავის ლაბორატორიაში მოახერხა მინიატურული შავი ხვრელის შექმნა, გამოიყენა რა ამისათვის ხმოვანი ტალღები. კვლევისა და ექსპერიმენტის შედეგები ჯერ კიდევ მოითხოვს გადამოწმებას და თუ ის დადასტურდა, მეცნიერს ალბათ ნობელის პრემიას მიანიჭებენ. 5. დინოზავრების კლონირება იდეა იმისა შესახებ, რომ მოახდინონ დინოზავრების და მამონტების კლონირება, დიდი ხანია განიხილება. ნაწილობრივ ის უკვე განხორცილებულია: გამოირკვა, რომ ქათმები, ხვლიკები და ნიანგები შეიძლება იქნან კლონირებული და გადაიქცნენ დინოზავრებისმაგვარ არსებებად დნმ-ის მოდიფიკაციის გზით. ჯერჯერობით მოხერხდა ამ ცხოველების სხეულის მხოლოდ გარკვეული ნაწილების მოდიფიკაცია, მაგრამ შორს არაა ის დროს, როცა ნაკრძალებში მამონტები და დინოზავრები ივლიან. 4. თხევადი ჯავშანი პოლონელი მკვლევარების ჯგუფი 2010 წლიდან ცდილობს შექმნას თხევადი ჯავშანი. ჩვეულებრივი ჯავშან-ჟილეტებისაგან განსხვავებით, ამ მასალას შეუძლია მუდმივად შეინარჩუნოს თავისი ფორმა და მიეყინოს სხეულზე. ჯერჯერობით ნასროლი ტყვია იმ ადამიანს, ვისაც ეს ჯავშან-ჟილეტი აცვია, დიდ ტკივილს აყენებს, მაგრამ მეცნიერები გამუდმებით მუშაობენ მისი ხარისხის გაუმჯობესებაზე. 3. პერსონალური ჰოლოგრაფიული მოწყობილობები იდეა, რომელიც "სტარ ტრეკიდან" წამოვიდა, მდგომარეობს იმაში, რომ დავინახოთ და შევიგრძნოთ იმ ადამიანის ჰოლოგრაფიული გამოსახულება, ვისაც ველაპარაკებით და ვინც ჩვენგან დიდ მანძილზე იმყოფება. ზოგიერთი კომპანია სერიოზულადაა გატაცებული კომუნიკაციის ამ სახის შექმნით. არ იჯავროთ, თქვენი სმარტფონის ბატარეას ის არ დააჯენს, ლაპარაკია ეგრეთ წოდებულ მეტასტრუქტურაზე, რომელსაც ჰოლოგრაფიული გამოსახულების გადასაცემად მცირე ენერგია სჭირდება. შესაძლებელია, პირველი ჰოლოგრამები ჩვენ უკვე 5-7 წლის შემდეგ ვნახოთ. 2. უჩინმაჩინის ქუდი როჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერები ცნობილი არიან ადამიანის შენიღბვის უახლესი საშუალებების გამოგონებებით. მათი ერთ-ერთი სამუშაო იდეა მდგომარეობს ლინზების და სინათლის სხივის გამოყენებაში. კონკრეტულად, შეიძლება სინათლის სხივი ისე მივმართოთ ადამიანისაკენ, რომ დაცემის კუთხის ოპტიმალურად შერჩევის შემთხვევაში ადამიანი უხილავი გავხადოთ. ასე რომ, უჩინმაჩინის ქუდი სავსებით შესაძლებელია მალე რეალობად იქცეს. 1. ლაზერული იარაღი 2016 წლის მარტში აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ არამარტო ახლოსაა ლაზერული იარაღის შექმნასთან, არამედ უკვე 2023 წლისათვის დაგეგმილია მისი გამოშვება, თუმცა ამ საქმეში აშშ მარტო როდია - მას ფეხდაფეხ მიჰყვებიან ჩინელი, რუსი, ბრიტანელი და გერმანელი სამხედრო გამომგონებლები. საინტერესოა, ვინ გახდება გამარჯვებული ამ ლაზერულ მარათონში? 1198 13-ს მოსწონს |
ახლა გადავხედე ჩეემს კომენტარებს და მუდამ სამართლიანი კომენტარები მაქვს და ბევრი საინტერსო სტატიაც მაქვს შექებული. ასე რომ, ნუ იგონებ ვიტომ მე ხახლს ვლანძრავ, მხოლოდ ორ ადამიანს დავუწუნე სტატია, ბანძი სტატიები იყო და ბოდიში როცა აქ სტატიეებს აცხობტ ხალხი მზადაც უნდა იყოტ კრიტიკაზე. არაფერი პირადული.
ბოდიში ტუ ვერ გასიამოვნეტ ზოგი
მაგარი სასაცილო ხარ ხომ იცი :D შენზე გაბრაზებაც არ შეიზლება ვხედავ