x
image
მოზამბიკელი
უცნობი ფაქტები მაიკ ტაისონის ბიოგრაფიიდან
ლეგენდარული მოკრივე მაიკ ტაისონი 1966 წლის 30 ივნისს დაიბადა.

მსოფლიო ჩემპიონი სუპერმძიმე წონით კატეგორიაში (1986-90, 1995-96), მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი პროფესიონალთა შორის (1987-90). ამერიკულმა ჟურნალმა „Ring“ ყველა დროისა და ხალხის მე-14 უდიდეს მძიმე წონის მოკრივედ გამოაცხადა.

ლეგენდარული მოკრივე არაერთხელ გაეხვა სკანდალებში, ორჯერ ციხეშიც კი მოხვდა.

მას საკუთარი მეუღლის ცემაშიც ადანაშაულებდნენ.


მასთან დაკავშირებით თითქმის არასდროს წყდებოდა მითქმა-მოთქმა, საზოგადობა

მუდმივად ინტერესდებოდა მისი ცხოვრებით, თუმცა არსებობს ნაკლებად ცნობილი

ფაქტებიც მისი ბიოგრაფიიდან.


image


ტატუ სახეზე


2003 წელს ტაისონმა გადაწყვიტა სახეზე ტატუ გაეკეთებინა, მას ტატომასტერებმა

სახეზე საშინელბათა სიუჟეტის დახატვა შესთავაზეს, თუმცა მან ამაზე მტკიცე უარი განაცხადა, მას სურდა, რომ სახეზე პატარა ზომის გულები დაეხატა, საბოლოოდ

ტატუისტებმა მას გადააფიქრებინეს და მასთან შეთანხმებით განსხვავებული ტატუ დაახატეს, საბოლოო ჯამში ტაისონი კმაყოფილი დარჩა და აღიარა კიდეც, კიდევ კარგი მართლა გულები არ დავიხატეო.


image



1986 წელს, როცა ტაისონმა პირველი ტიტული მოიპოვა მძიმე წონაში, იმ დროს მოკრივე გონორეაზე მკურნალობდა, მისი თქმით ბრძოლის დროს, მან გარკვეული დისკომორტი იგრძნო, რის გამოც ცდილობდა ბრძოლა სწრაფად დაემთავრებინა.

მიუხედავად ამისა, მან გამარჯვება მეორე რაუნდის შემდეგ მოიპოვა.

image



ტაისონი არასოდეს ითვლიდა ფულს


ტაისონმა თავისი კარიერის მანძილზე დაახლოებით 400მლნ$ გამოიმუშავა, თუმცა

ფულს ყოველთვის სწრაფად და დაუფიქრებლად ხარჯავდა.

მიუხედავად ასეთი დიდი მოგებისა, მან 2003 წელს თავი რამის გაკოტრებულად გამოაცხადა, მას დიდი ფინანსური დავალიანება ჰქონდა, ბოლო წლებში, მისი ფინანსური მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესდა, თუმცა ახლა რამდენ შეადგენს მისი ქონება უცნობია.


image



ლეგენდარული მოკრივის მუშტს სასწაულებრივად გადაურჩა ბრეტ პიტი, როგორც ტაისონმა განაცხადა, მან თავად შეუსწრო თავის მეუღლე რობინ გივენსს და ბრეტ პიტს

ერთად, მისი თქმით იმ დღეს კარგ ხასიათზე იყო და პიტისთვის თითიც არ დაუკარებია:დ თუმცა მეუღლეს გაშორდა.

image



ნარკოტიკების ზემოქმედების გამო ტაისონს ძლიერი ფსიქოზი ჰქონდა.

გოგონებთან ერთად გართობის მოყვარულმა ტაისონმა ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზა მიიღო, მან გოგონების ცემა დაიწყო.

საბედნიეროდ მოკრივემ შეძლო ნარკოტიკებზე უარის თქმა.


image



ტაისონის პირველი ბრძოლა მტრედის გამო მოუხდა.


ტაისონს მტრედები ბავშვობიდანვე უყვარდა, ერთხელ მისი საყვარელი მტრედი ერთმა

ხულიგანმა ბიჭმა მოუკლა, ამის გამო მაიკი საშინლად გაბრაზდა და მტრედის მკვლელი

სასტიკად სცემა.


image



როდესაც ცნობილი ანიმაციური ფილმის "სიმფსონების" ერთ-ერთ სერიაში მაიკ ტაისონის გმირი შექმნეს, ყველა შიშობდა, რომ ეს მოკრივეს არ მოეწონებოდა და გაბრაზდებოდა, მაგრამ ტაისონმა ეს ძალიან მშვიდად მიიღო და განაცხადა, რომ

ის ამას შეურაწყოფად არ იღებს, "მე არ ვარ სუპერგმირი, მე უბრალოდ შოუ-ბიზნესში

ვმუშაობ."


image



მაიკ ტაისონს ციხეში ყოფნის დროსაც არ უთქვამს უარი რეგულარულ სექსზე, მიუხედავად იმისა, რომ ციხეში სამი წელი გაატარა, გაუპატიურების ბრალდებით, მან ციხის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკება მოახერხა, რათა მასთან ევლო მხიარულ გოგონას "პირადი შეხვედრების" დროს.


image


რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მაიკ ტაისონი და ევანდერ ჰოლიფილდი ახლო მეგობრები

გახდნენ, მას შემდეგ, რაც ტაისონმა 1997 წელს მას ბრძოლის დროს ყური მოაჭამა.

როგორც ჩანს ჰოლიფილდი ტაისონზე არ განაწყენებულა.

image



ტასონი 8 შვილის მამაა, მაგრამ მისი 4 წლის გოგონა ტრაგიკულად დაიღუპა. მას სარბენი ბილიკის მავთულებში კისერი გაეხლართა, იგი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


image

0
370
1-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
370
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0