კულტურა რატომ დადის ბარსელონაში შავ-ყვითელი ფერის ტაქსები? 2016, 2 ივლისი, 14:08 ეს ისტორია 90 წლის წინ მოხდა, 1926 წლის 7 ივნისს ბარსელონაში.ქალაქმა საზეიმოდ აღნიშნა ტრამვაის პირველი ხაზის გაშვება, თუმცა საზეიმო განწყობა ერთმა ტრაგიკულმა შემთხვევამ დაჩრდილა.პირველსავე ვაგონის ბორბლებქვეშ ერთი ღატაკი მოხუცი ჩავარდა.
არცერთმა მძღოლმა, ტაქსისტმა თუ რიგითმა მოქალაქემ არ შეიწუხა თავი, რომ მოხუცი საავადმყოფოში გადაეყვანათ.სამწუხაროდ კეთილშობილება ადამიანებში იმ მომენტში შეუთავსებელი რამ აღმოჩნდა. ბოლოს, როგორც იქნა მოხუცი იმ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელშიც მხოლოდ იმიტომ გადაჰყავთ, რომ მოკვდეს. მეორე დღეს დაზარალებული შემთხვევით ამოიცნო საგრადა ფამილიას ტაძრის კაპელანმა მოსენ ჰილ პერეს ვილასუამ.ის აღმოჩნდა თვით ანტონიო გაუდი, გენიალური არქიტექტორი, რომლის შემოქმედებამაც განსაზღვრა ბარსელონას სტილი და მისი სავიზიტო ბარათი გახდა. უკანასკნელ წლებში გაუდი ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა, თავს აღარ უვლიდა, მთლიანად კონცეტრირებული იყო თავის უდიდეს შემოქმედებით ქმნილება, საგრადა ფამილიაზე. 10 ივნისს ანტონიო გაუდი გარდაიცვალა. ეს იყო ქალაქის უდიდესი სირცხვილი.მეორე დღეს ბარსელონას მერმა ყველა მგზავრების გადამყვან მძღოლს და ტაქსისტს უბრძანა თავიანთი კარეტები, თუ ავტომობილები შავ-ყვითლად შეეღებათ, როგორც კატალონიაშია მიღებული: შავი გლოვის, ხოლო ყვითელი სირცხვლის ნიშნად და სამუდამოდ ასე ევლოთ.დღესაც და მომავალშიც ალბათ ბარსელონაში შავ-ყვითელი ტაქსები ივლიან. ფოტოზე: გაუდის დაუსრულებელი შედევრი - საგრადა ფამილია. 455 6-ს მოსწონს 1-ს არა
|