x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დასავლურმა როკ-ჯგუფებმა ზედიზედ გააუქმეს რუსეთში კონცერტები პროტესტის ნიშნად
image

პანკ-როკ ჯგუფის Green Day-ისა და სხვა დასავლური როკ-ბენდების კვალდაკვალ, მძიმე მეტალის ლეგენდამ, Iron Maiden-მა(ფოტოზე) გააუქმა თავიანთი გამოსვლა რუსეთში, რომელიც 2022 წლის 1 ივნისს იყო დაგეგმილი მოსკოვის სტადიონ VTB Arena-ზე მათი დიდი მსოფლიო ტურნეს- The Legacy of the Beast 2022-ის ფარგლებში .


საკონცერტო სააგენტო SAV Entertainment-ის ცნობით, კონცერტი უკვე გაუქმებულია. ჯგუფის გულშემატკივრებს შეძენის ადგილზე შეეძლებათ ბილეთების დაბრუნება და თანხის უკან აღება.


ერთ-ერთი პირველი ვინც განაცხადა რუსეთში კონცერტის გაუქმების შესახებ ჯგუფი Green Day-ი იყო.


"დამძიმებული გულით მიმდინარე მოვლენების ფონზე, საჭიროდ მივიჩნევთ გავაუქმოთ ჩვენი მომავალი გამოსვლა მოსკოვში, სპარტაკის სტადიონზე, - განაცხადა ჯგუფის ლიდერმა ბილი ჯო არმსტრონგმა და კომპანიამ-.ჩვენ გვესმის, რომ ეს მომენტი არ ეხება სტადიონზე გამართულ როკ კონცერტებს, ეს არის ბევრად მეტი.მაგრამ ისიც ვიცით, რომ როკ-ენ-როლი მარადიულია და დარწმუნებული ვართ, რომ მომავალში დრო და ადგილი გვექნება დასაბრუნებლად.თავს მიხედეთ".


მანამდე ინდი პოპ ჯგუფმა AJR-მა გამოაქვეყნა განცხადება "ტვიტერზე"



მწუხარებით ვაცხადებთ, რომ ვაუქმებთ ჩვენს მომავალ შოუს რუსეთში. მადლობა ჩვენს რუს გულშემატკივრებს, რომლებიც თავიანთი ქვეყნის არაპროვოცირებულ და დანაშაულებრივი ქცევას აპროტესტებენ.ჩვენი გული უკრაინელ ხალხთანაა.ამ დროისთვის, საუკეთესო, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, არის ზუსტი ინფორმაციის გაზიარება. ”



მუსიკალური ღონისძიებების ორგანიზატორების საიტზე აღნიშნულია, რომ რუსეთში Green Day-ის გარდა, Franz Ferdinand-ის Aerosmith-ის და ერიკ კლეპტონის კონცერტი გაუქმდა.


რაც შეეხება სხვა როკ-ჯუფების დაგეგმილ კონცერტებს: Judas Priest-ის კონცერტი 27 მაისს და დევიდ გარეტის კონცერტები 13 ივნისს ჯერჯერობით არ გაუქმებულა, უცნობია ეს ორი ჯგუფი შეუერთდება თუ არა სხვა როკ-ჯგუფების პროტესტს.ძალზე უხერხულ მდგომარობაში აღმოჩნდა Deep purple, საქმე იმაშია, რომ 31 მაისს კიევში, ხოლო მომდევნო კონცერტი 5 ივნისს მოსკოვში აქვს დაგეგმილი.მათი პოზიციაც უცნობია.


შეგახსენებთ რომ დასავლელმა მუსიკოსებმა რუსეთში გასტროლებზე უარი 24 თებერვალს დაწყებული ომის შემდეგ თქვეს.

0
79
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0