x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამერიკაში როკ-კონცერტი აცრილებისთვის 18 $ ეღირება,ხოლო აუცრელებისთვის 1000$
image

აშშ-ში ფლორიდას შტატში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აცრილებს 18 დოლარად შეეძლებათ შეიძინონ როკ კონცერტის ბილეთები. ამის შესახებ იუწყება The Hill.



როკ-შოუში, რომელშიც მონაწილეობენ როკ ჯგუფები Teenage Bottlerocket, MakeWar და Rutterkin, თითქმის 1000 დოლარი ეღირება იმათთვის, ხოლო ვინც უარს ამბობს ვაქცინაციაზე, ხოლო ვინც წარადგენს ვაქცონაცის დამადასტუებელ დოკუმენტს, მიიღებს "ფასდაკლებას", რა დროსაც ბილეთის ფასი მხოლოდ 18 დოლარი იქნება.


”იმისთვის, რომ ისარგებლოდ ფასდაკლებით, საჭიროა თან იქონიოთ მთავრობის მიერ გაცემული პირადობის მოწმობა და COVID-19 ვაქცინაციის სერტიფიკატი”, - ნათქვამია ონ-ბილეთების გაყიდვების ვებსაიტზე.


კონცერტის პრომოუტერმა პოლ უილიამსმა განაცხადა, რომ ამ გზით ის ცდილობს უსაფრთხო გახადოს შოუ. მისივე თქმით, ეს შესანიშნავი სტიმული იქნება მასობრივი ვაქცინაციისთვის.


”ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ შოუ უსაფრთხო გავხადოთ. მათ უნდა გაიკეთონ ვაქცინა, რათა დაიცვან საკუთარი თავი, საკუთარი ოჯახი და მთლიანად საზოგადოება “, - განაცხადა უილიამსმა. მან დასძინა, რომ კონცერტზე დასწრების უფლება ექნებათ არავაქცინირებულ თაყვანისმცემლებს, რომლებიც გადაიხდიან ბილეთის სრულ ფასს.


”თქვენ მოგიწევთ ორი დოზა Pfizer ან Moderna, ან ერთი Johnson and Johnson COVID-19 ვაქცინის გაკეთება, 12.06.2021 წლამდე. თუ თქვენ არ ხართ დაინტერესებული ფასდაკლებით, ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება 999, 99 აშშ დოლარად, ”- ნათქვამია ვებსაიტზე.


ამას წინათ, ამერიკის შტატის ნიუ ჯერსიის გუბერნატორი ფილ მერფი მოსახლეობას უფასო ლუდს დაჰპირდა იმათ, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებდა.


”ჩვენ წამოვიწყეთ აქცია "ვაქცინა და ლუდი" რათა ნიუ-ჯერსიში 21 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის ვაქცინაციას ხელი შევუწყოთ .


ასევე ლას -ვეგასის სტრიპტიზ კლუბში ვაქცინაციის პუნქტი გახსნეს, რა დროსაც აცრილებს სპეციალური შეღავათები დაუწესდათ ის ამერიკელები, რომლებიც გაიკეთებენ ვაქცინის ორივე დოზას, Hustler დაჰპირდა სპეციალურ ბონუსებს: "პლატინის ბარათი" მუდმივი სტუმრისთვის, უფასოდ ბოთლი ალკოჰოლიანი სასმელი სახლში წასაღებად, ცეკვა სრულად ვაქცინირებული სტრიპტიზიორისგან და სხვა პრემიები.

1
43
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
43
  
2021, 31 მაისი, 10:44
თუ 1000 $ გადაიხდის, უსაფრთხო გახდება, 2000 $-უფრო მეტად უსაფრთხო და ა.შ არა? :)
0 1 1