x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მომღერალი მაქსიმი სცენაზე ცუდად გახდა, რის გამოც კონცერტი ჩაიშალა(ვიდეო)
image

სოჭში 39 წლის MakSim-ის კონცერტი ჩაიშალა. სცენაზე მყოფი რუსი მომღერალი ნოტებს სწორად ვერ იღებდა, ვერ შეძლო სწორი ინტონაცია, ჰქონდა სუნთქვის პრობლემები: ღონისძიების დაწყებიდან ნახევარი საათის შემდეგ არტისტმა მიკროფონი დააგდო და დატოვა სცენა, კონცერტი ჩაიშალა . მაყურებლები თანხის უკან დაბრუნებას ითხოვენ.


მალე განაცხადება თავად მომღერალმა გააკეთა:


"ყოველთვის ვცდილობ, სცენაზე ყველაფერი გავაკეთო და თქვენ ეს იცით, მაგრამ არავინ არ არის დაზღვეული მოულოდნელობისგან, მათ შორის გუნება-განწყობისგან. წნევამ ამიწია, თავბრუ მეხვეოდა, ხმა დავკარგე . გარემოებები ჩემზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა, იძულებული გავხდი, მიკროფონი მიმეცა ხმის ინჟინერისთვის და სცენა დამეტოვებინა“, - დაწერა მომღერალმა სოციალურ ქსელში.მან ასევე დასძინა, რომ მაყურებლებს კონცერტში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებოდათ.




თუმცა ბევრი კითხვა ისმება მის გარშემო, ბევრს ახსოვს ალბათ, რომ პანდემიის დროს მომღერალს კორონავირუსი შეხვდა, მისი გადარჩენის იმედი ექიმებს ფაქტობრივად აღარ ჰქონდათ, თუმცა მთელი ორი თვე რეანიმაციაში ყოფნის შემდეგ მარინა აბროსიმოვა (ესაა მომღერლის ნამდვილი სახელი) სააქაოს მობრუნდა, მომღერალს ფილტვების 95% დაზიანებული ჰქონდა, რეაბილიტაცია საკმაოდ ხანგრძლივი გამოდგა.ექიმები იმასაც ვარაუდობდნენ, რომ ის მომღერლის კარიერას ვეღარასოდეს გააგრძელებდა, თუმცა როგორც ხედავთ მან ტურნე წამოიწყო, თუმცა ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები ახლაც აქვს, რომელიც იმ ვერაგმა ვირუსმა დაუტოვა.


ამ ინციდენტის მიუხედავად, მომღერლის ტურნე სახელწოდებით „მე ვიცოცხლებ“(Я буду жить) მაინც გრძელდება.


1
444
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
444
  
2023, 19 მარტი, 22:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1