x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"კავკასიელი ტყვე ქალის" ვარსკვლავმა ქალაქში გაყიდა ბინა და ტყეში გადავიდა საცხოვრებლად

image

პოპულარულმა საბჭოთა მსახიობმა ნატალია ვარლეიმ, რომელიც ამჟამად 75 წლისაა, დედაქალაქის დატოვება გადაწყვიტა.



დრო სინათლის სიჩქარით მიფრინავს, ხომ ასეა? არტისტი ადრე ნოვი არბატის მახლობლად ელიტარულ კომპლექსში ცხოვრობდა. თუმცა, როგორც თავად ნატალიამ აღნიშნა, მისი მეზობლები ძალიან ხმაურიანები გამოდგნენ და ლეგენდარულმა მსახიობმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება.


ვარლეიმ საცხოვრებელი ფართის გაყიდვა გადაწყვიტა და აღებული თანხით 2 ბინის ყიდვა შეძლო: თავისთვის და შვილისთვის. საკმაოდ სარფიანი გარიგების შემდეგ, ვარლეი საცხოვრებლად გადავიდა, დედაქალაქის მახლობლად აგარაკზე, რომელიც მდებარეობს მოსკოვის ოლქის დასავლეთ ნაწილში.


image

ვარლეიმ მშობლებისთვის ამ ლამაზი სახლის აშენება წლების წინ დაიწყო. რუსული კინოს ვარსკვლავს მისი აშენება 6 მილიონი რუბლი დაუჯდა.(დაახლოებით 200 000 ლარი) მაგრამ დედის, არიადნას გარდაცვალების შემდეგ ტყეში სახლი მრავალი წლის განმავლობაში ცარიელი იყო.


აქვე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ პატარა ლამაზი ბიბლიოთეკა.

image

წარმოშობით უელსელი საბჭოთა მსახიობი ნატალია ვარლეი მიუხედავად იმისა, რომ მთელი კარიერის მანძილზე 50 -ზე მეტ ფილმში თამაშობდა საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა ლეონიდ გაიდაის ლეგენდარული კინოკომედიით "კავკასიელი ტყვე ქალი, ანუ შურიკას ახალი თავგადასავალი(1966)

image

ფილმების გარდა ნატალია ვარლეი ახმოვანებდა სერიალებს, მათ შორის ვერონიკა კასტროს გმირებს სერიალებში "მდიდრებიც ტირიან" და "ველური ვარდი".



2018 წელს გამოვიდა მისი ავტობიოგრაფიული წიგნი „თოკზე მოსიარულე“, სადაც ერთ-ერთ თავში ნატალია ვარლეიმ კინორეჟისორი ლეონიდ გაიდაი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

1
545
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
545
  
2023, 1 აპრილი, 22:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1