x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ჩემი ფერარი აქ ვერ გაივლის"-როდ სტიუარტმა სახლისკენ მიმავალი გზა თავად შეაკეთა
image ლეგენდარულმა მუსიკოსმა და მომღერალმა როდ სტიუარტმა გამოქვეყნა ვიდეოები, სადაც ჰარლოუში, საკუთარ სახლისკენ მიმავალ გზაზე ორმოებს ავსებს.


77 წლის სერ როდ სტიუარტმა, გააზიარა ორი ვიდეო ინსტაგრამზე ამ შაბათ-კვირას, სადაც ჩანს, რომ ის ნიჩბით ხელში ხრეშით ორმოებს ასწორებს, მომღერალს შესაბამისი სამუშაო ფორმა-ყვითელი ჟილეტი აცვია.


პირველ ვიდეოში როდი ამბობს: „მე თვითონ ვარემონტებ იმ ქუჩას, სადაც ვცხოვრობ, რადგან ვერავინ იზრუნა მასზე“.

image



შემდეგ კადრებში ჩანს, თუ რა სავალალო მდგომარეობაშია გზა;მეორე ვიდეოში როდი ამბობს:"ასეთ მდგომარეობაში იყო ეს გზა საუკუნეების მანძილზე, ჰარლოუში, სადაც მე ვცხოვრობ".


„ხალხს მანქანები უზიანდებათ. ამ დღეებში სასწრაფო დახმარების მანქანას საბურავი გაუსკდა. ჩემი Ferrari აქ საერთოდ ვერ გაივლის. "


”ამიტომ, ჩვენ ბიჭებმა ერთად მოვიფიქრეთ, რომ მოვიდოდით და ამას თავად გავაკეთებდით. ჩვენ ვავსებთ ორმოებს მაშინ, როცა მილიონობით ფუნტს ხარჯავენ M11-ზე“.

image

როდ სტიუარტის კარიერა 60-იანი წლების მეორე ნახევრიდან იწყება, განსაკუთრებით დიდ პოპულარობას მუსიკოსი გასული საუკუნის 1970/1990 იან წლებში აღწევს, მშობლიურ ბრიტანეთის ჩარტში მისმა ექვსმა ალბომმა ზედიზედ დაიკავა #1 ადგილი, ხოლო სინგლების ჩარტში მისი 62 სიმღერა მოხვდა. აქედან 31 საუკეთესო ათეულში მოხვდა, საიდანაც ექვსი პირველ პოზიციაზე იმყოფებოდა.


აშშ-ში მისი 16 სინგლი მოხვდა Billboard Hot 100-ში აქედაბ 6-მა პირველი ადგილი დაიკავა. 2007 წელს ბაკინგემის სასახლეში მას მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის კავალერის წოდება.


იგი არის ყველა დროის ერთ-ერთი გაყიდვადი შემსრულებელი, მსოფლიოში გაყიდულია 100 მილიონი ჩანაწერი.

0
185
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0