x
image
ციცი
Mediator image
აღშფოთებული თაკო გაჩეჩილაძე მამაკაცებს მიმართავს: "გთხოვთ მამრებო დაკავდით სხვა საქმით..."
image

ყველასთვის კარგად ცნობილი მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე უკვე ინტენსიურად დადის საცურაო აუზებსა, თუ სხვა ადგილებში რუჯის მისაღებად და გასაგრილებლად. როგორც აღმოჩნდა, მისთვისაც და ყველასთვის გასაკვირად ქალებზე არანაკლებ (შეიძლება ითქვას მეტადაც კი), კაცებიც ხარბად ეწაფებიან მზის სხივებს. გუშინ მან გამოაქვეყნა სტატუსი სოციალური ქსელის, თავისი "ფეისბუქის" პირად გვერდზე და ამ სტატუსს თან ფოტოსურათიც დაურთო. იგი მეტად სასაცილო სიტუაციაში აღმოჩნდა. ვაკის საცურაო აუზზე, სადაც იგი იმყოფებოდა, აუზიდან ამოსვლის შემდეგ მოინდომა რუჯის მიღება, თუმცა ჰოი საოცრებავ! აღმოჩნდა, რომ იქაურობა სავსე იყო მამაკაცებით, რომელნიც დიდი ნეტარებით იღებდნენ რუჯს და მემგონი თაკო გაჩეჩილაძის ადგილიც აღარ დარჩა. მოდით ვნახოთ რას აქვეყნებს იგი თავის "ფეისბუქის" გვერდზე:

"გთხოვთ მამრებო დაკავდით რამე სხვა საქმით რუჯის ისტერიული მიღების გარდა! გარეთ გამოვედი და მარტო კაცები წვანან!!!"

image


ამ სტატუსს გამოეხმაურა მუსიკოსი სტეფანე მღებრიშვილიც და შეიძლება ითქვას თაკოს რჩევა მისცა.

სტეფანე - "ჩაუწექი მერე შუაში და კაილი მინოუგის კლიპი გექნება..."

თაკო - "გთხოვ ამათ არ ჩავუწვე! ყველა 200 წლის არის."

სტეფანე - "რა კარგად დაუმუღამებიათ მაგ ასაკში ტერფების ჰაერში აწევა".

სტატუსს, ასევე გამოეხმაურნენ მისი სხვა მეგობრებიც:

"ბათუმში ჩამოდი, აქ ბათუმელი კაცები არ ირუჯებიან ამ სიხშირით, რომ ადგილები არ დარჩეს (თუ საერთოდ ვირუჯებით )."

"ნეტავ "ზაგარნს" ერთმანეთს უსვამენ!??? თუ?"

მოკლედ, როგორც ჩანს თაკოს სტატუსმა დიდი აჟიოტაჟი და მხიარულება გამოიწვია მის მეგობრებშიც. მამაკაცების "ჩაგვრას" საზღვარი არააქვს!

1
1830
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1830
  
2016, 2 ივლისი, 13:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1