სხვა იდუმალი ქვა, რომელზეც ქალაქის გეგმაა გამოსახული, მრავალი წელია მოსვენებას არ აძლევს მეცნიერებს 2016, 1 ივლისი, 10:24 ეს გასაოცარი ქვა უკვე რამოდენიმე ათასი წელია დევს პერუში, მდინარე აპურიმაკის ნაპირებთან. გრანიტის უზარმაზარი ნატეხი დაახლოებითი ზომებით - სიგანე 4 მეტრი, სიგრძე 4, 5 მეტრი, ერთადერთია ამ მხარეში, მაგრამ ყველაზე საოცარია ის, თუ რა არის გამოკვეთილი ამ ქვის ზედაპირზე-აქ წარმოდგენილია უძველესი მინიატურული ქალაქი, ამოტვიფრული გასაოცარი სკურპულოზურობით.
გასაოცარია, მაგრამ ძველი დროის ოსტატმა ამ მყარ მასალაზე გამოკვეთა სრულფასოვანი, თუმცა ნამცეცა ქალაქი; აქ ნახავთ სახლებს კოშკებიანი ქონგურებით, ტერასებს, დამახასიათებელს ამ ადგილებისათვის, ტაძრებს, მოედნებს და კიდევ სხვა მნიშვნელოვან დეტალებს. დღემდე უცნობია, თუ რომელ ცივილიზაციას ეკუთვნის ეს გასაოცარი ძეგლი. ბევრი მეცნიერი ფიქრობს, რომ ეს არის ინკების ქალაქის უძველესი მაკეტი. მაკეტი გასაოცარი სიზუსტითაა შესრულებული და წარმოადგენს რამოდენიმე ჰექტარი ფართობი ტერიტორიის პროპორციულ ასლს. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ძველმა ოსტატმა ის ვერტმფრენიდან დაინახა. გასაოცარია ის, რომ მინიატურულ ქალაქში იდეალურადაა შესრულებული და დღემდე მოქმედებს წყლის დაგროვების და განაწილების სისტემა. წვიმის დროს მოსული ნალექი საოცრად თანაბრად ნაწილდება არხებში, რწყავს ქვის "ყანებს", შემდეგ კი უწვრილესი არხების გავლით ჩამოედინება ძირს მაკეტის ნაპირებში ამოტვიფრული სპეციალური ხვრელებიდან. მეცნიერები დღემდე იმტვრევენ თავს კითხვებზე: ვინ და რატომ გამოკვეთა ეს გასაოცარი მაკეტი? იყო ის რაიმე რელიგიური დანიშნულების საგანი, უბრალოდ სათამაშო თუ ირიგაციის სასწავლი სახელმძღვანელო? უდავოა, რომ ამგვარი ნაკეთობის შესაქმნელად ოსტატს დასჭირდებოდა ინჟინრული უნარ-ჩვევები და არაერთი წელი. მისი გასართობად შეკვეთა მხოლოდ ძალიან მდიდარ ადამიანებს, მაგალითად, სამეფო ოჯახის წევრებს შეეძლებოდათ, თუმცა ის ადგილები, სადაც ინკების ხელისუფალნი ცხოვრობდნენ, მდინარე აპურიმაკიდან, რომლის ნაპირზეც ქვა დევს, ძალიან დიდი მანძილითაა დაშორებული. ასე რომ, ჯერჯერობით ზუსტი პასუხი ამ იდუმალი ქვის წარმოშობის შესახებ უცნობია. ისღა დაგვრჩენია, დავტკბეთ უძველესი ქვის ოსტატის მიერ შესრულებული ხელოვნების ნიმუშით და ქედი მოვიხაროთ მისი პროფესიონალიზმის წინაშე. 1155 14-ს მოსწონს
|