საზოგადოება შვეიცარიელმა მხატვარმა მორიგი სკანდალური პერფომანსი განახორციელა: გამვლელებს სთხოვდა მის გენიტალიებს შეხებოდა(ვიდეო) 2016, 30 ივნისი, 16:55 სკანდალურმა შვეიცარიელმა მხატვარმა მილო მუარემ(Milo Moire) ახალი პროვოკაციული აქცია გამართა ლონდონში. ამჯერად მხატვარმა მამაკაცებს ინტიმურ ადგილებში აფათურებინა ხელები: საშოზე და მკერდზე. "მე გამოვდივირ ქალთა უფლებების დაცვისთვის და მათი სექსუალური თვითგამორკვევისთვის.ქალებსაც აქვთ სექსუალური მოთხოვნილებები, ისევე, როგორც მამაკაცებს. და ქალებსაც აქვთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, როდის და ვის მისცენ მათთან მიკარების ან არ მიკარების უფლება", -განაცხადა "სარკის ყუთის" პერფომანსის დროს. სწორედ ასე ჰქვია მის ახალ აქციას, რომლის არსი შემდეგში მდგომარეობს: მილო მეგაფონის საშულებით უხმობდა 18 წელზე უფროს ადამიანებს და სთავაზობდა, რომ მის მკერდსა და სასქესო ორგანოს შეხებოდნენ.მხატვარს სარკისებრი ყუთი ჰქონდა ჩამოცმული, რომლის შიგნითაც მსურველებს 30 წამის განმავლობაში შეეძლოთ ინტიმური ადგილებში ხელების ფათური. მალე პოლიცია მოვიდა და მილო დააპატიმრეს, თუმცა მანამდე რამდენიმე მამაკაცმა მაინც მოასწრო მუარეს გენიტალიებზე შეხება. შეგახსენებთ, ეს არ არის პირველი პირველი ღონისძიება, რომლის დროსაც მილო მუარე საჯაროდ გაშიშვლდა. შვეიცარიელი მხატვარი და მოდელი 2015 წლის თებერვალში გერმანიის ქალაქ მიუნსტერის მუზეუმში მივიდა სრულიად შიშველი ბავშვით ხელში. ხოლო 2015 წლის ოქტომბერში მილო ბერლინის ცენტრში ყველა მსურველთან ერთად იღებდა შიშველ სელფს. ამა წლის იანვარში კი კელნში გააპროტესტა ახალი წლის ღამეს არაბი მიგრანტების მიერ ქალებზე განხორციელებული ძალადობა ლოზუნგით "პატივი გვეცით ჩვენ". 1352 8-ს მოსწონს 1-ს არა
|