სასარგებლო პროდუქტები 10 მიზეზი, იმისა თუ რატომ უნდა მივირთვათ კიტრი!!! 2016, 30 ივნისი, 3:22 კიტრი — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე გოგრისებრთა ოჯახისა. ფესვთა სისტემა შედგება მთავარი ღერძისა (1 მ-მდე სიგრძის) და გვერდითი ფესვებისაგან, ესენი ძირითადად ნიადაგის სახნავ (10-30 სმ) ფენაში ვრცელდება. ღერო მხოხავი ან ხვიარაა. სიგრძე 1, 5—2 მ აღწევს. გვხვდება ნახევარბუჩქისებრი ფორმებიც. ფოთოლი დიდყუნწიანია, ოდნავ ფრთისებრი, ხუთლუთხიანი. ცალსქესიანი, ერთსახლიანი მცენარეა. გვხვდება ორსახლიანიც. ნაყოფი 5-100 სმ-მდე სიდიდისაა. ცილინდრული ფორმა აქვს. კიტრი სითბოს, სინათლისა და ტენის მოყვარული მცენარეა. მისი სამშობლოაინდოეთი. კიტრი მოჰყავთ ღია და დახურულ გრუნტში. იყენებენ როგორც ნედლად, ისე მწნილის სახით. ქორფა, 3—4 დღიანი ნაყოფისაგან პიკულსა და კორნიშონს ამზადებენ. ნაყოფის ქიმიური შედგენილობა ასეთია (%-ობით): წყალი 95-96, მშრალი ნივთიერება 4-5, მ. შ. შაქრები 2-2, 5, ცილოვანი ნივთიერება 1, 0, ცხიმი 0, 1, უჯრედისი 0, 7, ნაცარი 0, 4 შეიცავს C, B1, B2 ვიტამინს, A პროვიტამინს, ორგანულ მჟავებს. კიტრი სითბოს, სინათლისა და ტენის მოყვარული ბალახოვანი მცენარეა. მისი სამშობლო ინდოეთია. აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში კიტრი სუფრის მშვენებაა და სტუმარს განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად მიართმევენ ხოლმე. ჩვენში მას ძირითადად სხვა ბოსტნეულთან, პომიდორთან, ხახვთან, მწვანილთან ერთად მიირთმევენ ან კიდევ სადილობისას კერძს აყოლებენ; ზოგან კი, მაგალითად, ირანში, კიტრი ჩაროზად მოაქვთ ხილთან, ატამსა და გარგართან ერთად. ყოველივე ეს მოწმობს იმას, რომ კიტრი ფართოდ აღიარებული კულტურაა. ამ სტატიაში გაგაცნობთ კიტრის სასარგებლო თვისებებს! წარმოგიდგენთ 10 მიზეზს, თუ რატომ უნდა მივირთვათ კიტრი!!! 1. კიტრის 90 % შედგება წყლისგან. ორგანიზმში წყლის რაოდენობას ყოველთვის ამატებს. დღის განმავლობაში, წყალი რომ არ დალიოთ და ჭამოთ დაახლოებით 3-4 კიტრი, შესაძლოა წყურვილის შეგრძნება 60 %-მდე შეგიმცირდეთ!!! 2. ანადგურებს ტოქსინებს! 3. ეფექტურია სიცხის საწინააღმდეგოდაც. ორგანიზმში ტემპერატურის არეგულირებს! 4. ყოველდღიურად ორგანიზმს ამატებს A, B და C - ვიტამინებს! 5. სასარგებლო მინერალებს შეიცავს კანისთვის! 6. კიბოსთან ბრძოლისთვის ეფექტური საშუალებაა! 7. ეხმარება საჭმლის მონელების სისტემას, ასევე დიეტურია! 8. სასარგებლოა ათრიტისთვის და ეფექტურია ნიკრისის ტკივილების საწინააღმდეგოდ! 9. აკორექტირებს დიაბეტს, ამცირებს ქოლესტერინს და აკონტროლებს არტერიულ წნევას! 10. აძლიერებს თმას და ფრჩხილებს! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 2655 14-ს მოსწონს
|