როგორც უკვე ცნობილია, "ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-6 სეზონის გამარჯვებული უკრაინელი მსახიობი, სტანისლავ ბონდარენკო გახდა, რომლის მეწყვილეც ნიკე კეშელავა იყო. მას გადაეცა დაპირებული საჩუქარი - ბინა საცხოვრებელ კომპლექს "კრწანისი ვილა რეზიდენსში".
შოუს ფინალის დასაწყისში ტელეკომპანია "იმედის" მაყურებელმა იხილა, თუ როგორ მოინახულეს აღნიშნული სახლი ფინალისტებმა.
კომპლექსს ემსახურება კომპანია "ვილა რეზიდენსი" და, როგორც მისი წარმომადგენელი ამბობს, აქ ყველაფერი ყოველთვის წესრიგში და მოვლილია. მაქსიმალურად არის დაცული თბოიზოლაცია და ენერგოეფექტურობა.
საცხოვრებელ სახლს მშვენიერი ხედი აქვს ქალაქზე.
აქ არის საცურაო აუზი, რომელიც განკუთვნილია ყველა მაცხოვრებლისთვის.
წარმომადგენლისავე თქმით, ეს არის თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ეკოლოგიის თვალსაზრისით, სწორედ ამიტომ, თავის დროზე სწორედ კრწანისში აშენდა სამთავრობო რეზიდენციაც.