სასმელები Jack Daniel's-ის კომპანიამ 150 წლის შემდეგ რეცეპტის ნამდვილი ავტორის ვინაობა გაამჟღავნა 2016, 28 ივნისი, 19:01 ვისკი Jack Daniel მსოფლიოში ყველასთვის კარგად ცნობილი და ძვირადღირებული
ალკოფოლური სასმელია, 150 წლის შემდეგ მწარმოებელმა კომპანიამ გადაწყვიტა
გაემხილა საიდუმლო, რომ ვისკის რეცეპტი ლეგენდარულ ჯასპერ "ჯეკ" დანიელს კი არა, არამედ ფერადკანიან მონას ეკუთვნოდა.
ცნობილი სასმელის რეცეპტის ავტორად თავიდანვე ქარხნის მფლობელი ჯასპერ "ჯეკ"
ნიუტონ დანიელი ითვლებოდა, რომლის სახელიც ეწონდა სასმელს. მოგვიანებით დადგინდა, რომ ვისკის რეცეპტი დენიელს მისი მასწავლებლისგან, ალკოჰოლით მოვაჭრე ნიკ კოლისგან გადაეცა, თუმცა როგორც აღმოჩნდა რეცეპტი თავად კოლს კი არა მის მეგობარ, ფერადკანიან მონას შეუქმნია. ამ ფოტოზე წითელი წრეებით მონიშნული მამაკაცებიდან, მარჯვენა მხარეს ლეგენდარული ბრენდის დამაარსებელი ჯეკ დანიელია, ხოლო მარცხნივ რეცეპტის ნამდვილი ავტორის შვილი, ფერადკანიანი ნიარისა გრინია. მიუხედავად იმისა, რომ მამამისის რეცეპტის წყალობით შეიქმნა ეს წარმატებული ბიზნესი, მას პრეტენზია არასოდეს გასჩენია, მეტის ფოტოზე კარგად ჩანს, რომ იგი თავისი პატრონის უკან ზის, რადგან პატრონის გვერდით ჯდომა მართებულად არ ითვლებოდა. ამ ფოტოზე კი ჯაკ დენიელის მეგობარი და მასწავლებელი ნიკ კოლია. იგი პროფესიონალი მოვაჭრე იყო, მან დანიელსს ბევრი რამ ასწავლა და საფუძველი შუქმნა, შემდგომში საკუთარ ბიზნესს ჩასდგომოდა სათავეში, ჯეკ დენიელი ნიჭიერი მოსწავლე აღმოჩნდა, მან მასწავლებლის რჩევით დაიქირავა ფერადკანიანი გრინის ორი ვაჟი, რომლებიც, მას თავდაპირველად ლიქიორის წარმოებაში დაეხმარნენ, ერთი წლის შემდეგ კი მან საკუთარი ქარხანა გახსნა, რომელმაც უდიდესი წარმატება მოუტანა. რაც არ უნდა უცნაური იყოს ვისკის რეცეპტის ნამდვილი ავტორის ვინაობა ყოველთვის ცნობილი იყო ადგილობრივი ისტორიკოსებისთვის, თუმცა ამაზე ხმამაღლა არ საუბრობდნენ. იმის აღიარება, რომ ცნობილი ვისკის რეცეპტის შექმნა ფერადკანიან მონას ეკუთვნოდა არც ისე იოლი იქნებოდა სამხრეთელი ჯენტლმენებისთვის. მხოლოდ ამ დღეებში გადაწყვიტა კომპანიამ ბრენდის 150 წლის თავთან დაკავშირებით ეღიარებინათ სიმართლე. 186 4-ს მოსწონს 1-ს არა
|