x
image
ციცი
Mediator image
"ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებული სტანისლავ ბონდარეკო გახდა. ვინ აჩუქა ბინა ჯანო იზორიას და რას წერს საზოგადოება ასეთი ფინალის შესახებ
image
დასრულდა ტელეკომპანია იმედის ტელეპროექტის, მეგა-შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფინალი. პოპულარულ შოუს სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია. ხმაური კი მსახიობ ჯანო იზორიას ნახევარფინალში პროექტის დატოვებას მოყვა. მისი გულშემატკივრები თვლიდნენ, რომ ჯანოს უნდა მოეგო პროექტი, არგუმენტად კი მის უბინაობას და სტანისლავ ბონდარენკოს სხვა ქვეყნის წარმომადგენლობას ასახელებდნენ.

საბოლოოდ კი, ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ სტანისლავ ბონდარენკო-ნიკე კეშელავასა და ანდრია გველესიანი-სალომე ჭაჭუას წყვილები.image

როგორც საზოგადოების უმეტესი ნაწილი მიიჩნევს, გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვა სტანისლავ ბონდარენკომ და მას საჩუქრად გადაეცა ბინა თბილისში.

imageეს კი სტანისლავის შვილია:


imageხოლო მეორე ადგილზე გასულ ანდრია გველესიანს ავტომობილი ერგო პრიზად.

რაც შეეხება ჯანო იზორიას მას ყველაზე მეტი პრიზი ერგო. ილიკო და ნინო სუხიშვილებმა კი ბინა გადასცეს საჩუქრად.

რას წერს საზოგადოება ასეთი ფინალის შესახებ:
" გაიმარჯვა ნიჭიერებამ, მონდომებამ და მეგობრობაამ! გილოცააავთ..."

"ეს ღრუზინი ღორები რო არეაქშენებთ ''ენგრის'', მაგრები ხართ? ყველაზე დამსახურებული გამარჯვება საქართველოს ტელევიზიებში, პროექტების ისტორიის მანძილზე !!!"

"ღირსეული გამარჯვებაა გ ი ლ ო ც ა ვ თ !!!! (ჯანომ იმდენი იწუწუნა, რომ სტასსაც გადაასწრო საჩუქრებში)."

"ქველმოქმედი, უკეთილშობილესი, რომელსაც ძალიან შეუყვარდა ყველაფერი ქართული. ბრავო! დამსახურებული გამარჯვებააა!"

"ეს სტუმართმოყვარეობა არააა! ეს ღირსეული გამარჯვებაააა! ეს, ქართულ ტელესივრცეში, მუსიკალური პროექტების ისტორიის მანძილზე, პირველი სამართლიანი ჩვენება გულშემატკივართა შეფასებისა!!!"

" როგორც იქნა დაფასდა ამ ადამიანის შრომა და გაიმარჯვააა! უბედნიერესიი ვაარ ნიკესთან და სტანისლავთან ერთად და მათთან ერთად ვიზიარებ ამ სიხარულს !!! 95000-ზე მეტიი ყოჩააღ ქართველებოო და ძირითადად სტასის ფანებოო, ჯიგრებიი ხაართ გენაცვალეთ, მოვიგეეთ!"

"აუუ, არ გინდათ ახლა ეს თავგამოდებული პატრიოტიზმი. ქვეყნის სიყვარულშია შეჯიბრი თუ ცეკვაში? თუ მოწვევაზე უარს არ ამბობდით, გამარჯვებაზე რატომ გადაირიეთ? ნამდვილად დამსახურებული იყო! "

" რომელიმე კომპანიას სტანისლავისთვისაც რომ გაემეტებინა საჩუქარი ცუდი არ იქნებოდა! ვფიქრობ იმსახურებდა! თუმცა ხალხმა მაინც იზრუნა ამაზე! გილოცავთ!"

"ფუი, თქვენს ქართველობას. სტასსს არაფერს ვერჩი, მაგრამ შტერობაში გადაგდით ეს სტუმართმოყვარეობა."

" რატო ბრაზდებით, რას ხედავთ ამ გამარჯვებაში უსამართლოს. იმსახურებდა და გაიმარჯვა. მართლაც, რომ სამართლიანი იყო ჯანოს გავარდნის შემდეგ მას მოეგო(თუმცა არც ჯანო ითვლება დამარცხებულად), რატომ არის რომ ეროვნებით გამოვყოფთ, არ დავივიწყოთ ისიც, რომ რისთვის არის ეგ ადამიანი საქართველოში ჩამოსული. მას ხომ ეროვნებით არ გამოვურჩევივართ და ესეც რომ არ იყოს დაიმსახურა თავისი ნიჭიერებით და მოიგო!"

"1. გაიმარჯვა ღ ი რ ს ე უ ლ მ ა, უდავოდ!
2. ს პ ო ნ ს ო რ ე ბ ო!!! კარგი იქნება პრიზები მოცეკვავეებსაც რომ ხვდებოდეს, ისინი თავდაუზოგავად შრომობენ მთელი სეზონი და ვარსკვლავებზე ნაკლები დამსახურება, ბევრად მეტი თუ არა, ნამდვილად არ აქვთ გამარჯვებაში.
3. საჩუქრები, სიმბოლურად თაიგულები მაინც, ჟიურის წევრებსაც დაამშვენებდათ. ს პ ო ნ ს ო რ ე ბ ო ო !!!!! "

"შეიძლება ქართველს უცხოეთში არ გაუმარჯვია მაგრამ არცერთი ქართველი არ წასულა ქველმოქმედებით სხვა ქვეყანაში... კარგად ცეკვავდა და ნამდვილად ეკუთვნოდა გამარჯვება. ვულოცავ !!!"

"ნეტა ყენია რას იბოღმებოდა ... იდგა გაშეშებული ეკრანზეც დაფიქსირდდა... შერცხვეს შეიძლება ეხლა მაინც..."

0
140
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0