საზოგადოება "სტუმართმოყვარე ერმა ასეთი ქველმოქმედი სტუმრისთვის ერთი საჩუქარი ვერ გაიმეტა" - რა მოხდა "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფინალში 2016, 28 ივნისი, 10:59
როგორ მაყურებელმა იცის, გუშინ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეექვსე სეზონის ფინალი გაიმართა, სადაც ანდრია გველესიანისა და სალომე ჭაჭუას წყვილი სტანისლავ ბონდარენკოსა და ნიკე კვეშელავას დაუპირისპირდა. საბოლოოდ კი გამარჯვება სწორედ ამ უკანასკნელ წყვილს ხვდა წილად.
თუმცა, არც ნახევარფინალიდან გავარდნილი ჯანო იზორია დარჩა ბინის გარეშე, რომელიც მას სუხიშვილებმა გადასცეს. ვივუსის რჩეულიც ასევე ჯანო იზორია გახდა იბიცაზე მოგზაურობა ხვდა წილად.
"ყველაფერი ისე მოხდა როგორც ინდურ სერიალებში ხდება, სტასმა მოიგო ჯანოს ბინა მისცეს." "ისე, ყველაზე მეტი საჩუქარი წაგებულ იზორიას შეხვდა - ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს." "ჯანოს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ იმდენი იტირა და იწუწუნა თავი შეაცოდა ყველას რომ თბილისში ბინა არ ქონდა, ისე ცნობისთვის ძალიან ბევრი გაჭირვებული და უბინაო საქართველოში." "ჯანომ იმდენი იწუწუნა, რომ სტასსაც გადაასწრო საჩუქრებში" - წერენ სოციალურ ქსელში. სტასის გულშემატკივრებს კი გული იმაზე დაწყდათ, რომ უცხო ქვეყნიდან საქართელოში საქველმოქმედო მიზნით ჩამოსული ადამიანი დამსახურებულად მოგებული ბინის გარდა არაფრით დაასაჩუქრეს: "ერთადერთ რამეზე დამწყდა გული - ასეთმა სტუმართმოყვარე ერმა ასეთი ქველმოქმედი სტუმრისთვის ერთი საჩუქარი ვერ გაიმეტა. პროექტის სპონსორებს და მხარდამჭერებს ვგულისხმობ. თორემ, ყველაზე დიდი საჩუქარი, ხალხის სიყვარული, სტასს ერგო წილად" " რა მოხდებოდა, ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა ჩვენს ქვეყანაში ქველმოქმედებით და დახმარება გაუწია რამდენ ბავშვს, განა რა იყო ერთი საჩუქარი რომ გადაეცათ, უმადურებო. ბინა თავისი ნაშრომით მოიგო, რომელიც ხალხმა დაუფასა ამაზრზე იყო მათი მხრიდან ეს საქციელი." მომხმარებელთა ერთი ნაწილი კი იმით არის აღშფოთებული, რომ ქართულ კოკურსში არაქართველმა გაიმარჯვა და ამას ერის სირცხვილად აფასებენ, თუმცა სამწუხაროდ ავიწყდებათ, რომ ქართველებიც იმარჯვებენ ხოლმე სხვა ქვეყნებში გამართულ კონკურსებში: "სირცხვილი რატომ? ქართველები რომ იმარჯვებენ უკრაინულ და არამარტო უკრაინულ კონკურსებში ის ხომ გიხარიათ? არ უნდა მოეგო არც სეფაშვილს, არც პავლიაშვილს, არც დუეტ "ჯორჯიას" მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველები იყვნენ და უცხო ქვეყნის კონკურსზე რა ესაქმებოდათ? სირცხვილია მართლა, რბილად რომ ვთქვათ." 1099 5-ს მოსწონს 2-ს არა
|