x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სიამის ტყუპები
სიამის ტყუპების უმეტესობა დაბადებიდანვე მალევე იღუპებოდნენ, თუმცა იყვნენ სიამის ტყუპები მსოფლიო ისტორიაში, რომლებმაც დიდხანს იცოცხლეს.პირველად სიამის ტყუპების ქირურგიული გზით დაშორების წარმატებული ოპერაცია 1987 წლის 6 სექტემბერს განხორციელდა.მანამდე ყველა მცდელობა მარცხით მთავრდებოდა.


მაშ ასე, ქვემოთ შემოგთავაზებთ ყველაზე ცნობილ სიამის ტყუპებს, რომელიც ისტორიამ შემოგვინახა.



1) ბიზანტიელი სიამის ტყუპები-X საუკუნე, ბიზანტია.სიამის ტყუპი ბიჭები სომხეთიდან იყვნენ და უკვე ზრდასრულები ჩავიდნენ კონსტანტინეპოლში.ისინი იმპერატორის კარზეც გახდნენ ცნობილები, რადგან ზრდასრული სიამის ტყუპები მაშინ დიდი იშვიათობა იყო, ძმები სოფელ-სოფელ დადიოდნენ და ხალხს ენახვებოდნენ.


სადღაც 900-იანი წლების შუა ხანებში ძმები კონსტანტინოპოლში დაბრუნდნენ, მაშინ ქვეყანას განაგებდა კონსტანტინე VII .მალევე ერთი ძმა გარდაიცვალა, მეორეს მოშორება ქირურგიული ჩარევით სცადეს, თუმცა მეორე ძმამ ამის შემდეგ მხოლოდ სამი დღე იცოცხლა. ეს იყო ისტორიული წყაროებით პირველი ოპერაცია მსოფლიოში, სადაც შეეცადნენ სიამის ტყუპები დაეშორებინათ.



image


image


2)უნგრელი დები-ჰელენი და ჯუდიტი 1701 წელს დაიბადნენ.გოგონები მენჯებით იყვნენ გადამბულები ერთმანეთზე.2 წლიდან 9 წლამდე გოგონებს მთელ ევროპაში ამოგზაურებდნენ სახალხო ჩვენებისთვის.გოგონებმა ისწავლეს მრავალი ენა და ამასთავე დუეტში მღეროდნენ.


10 წლის ასაკში დები მონასტერში განცალკევდნენ და იქვე ცხოვრობდნენ სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე.დები ერთ დღეს გარდაიცვალნენ 22 წლის ასაკში.


image


image



3)ჩანგ და ენ ბუნკერი-დაიბადნენ 1811 წელს ტაილანდში(მაშინ ამ ქვეყანას სიამი ერქვა) და პირველად მსოფლიოში გახდნენ ყველაზე ცნობილი სიამის ტყუპები, სწორედ აქედან დამკვიდრდა შემდგომ ტერმინი "სიამის ტყუპები".


ბრიტანელი ვაჭარი ძმებს შემთხვევით გადაეყარა, როდესაც ისინი მოზარდები იყვნენ.მამაკაცმა ისინი ინგლისში წამოიყვანა.წლების განმავლობაში ძმები მოგზაურებდნენ როგორც ინგლისში ასევე აშშ-ში და თავიანთი სხეულის დემონსტრირებას ახდენდნენ.ძმებმა ცოლად მოიყვანეს დები.ეყოლათ 21 შვილი.


ჩანგი და ენი აძალებდნენ ექიმებს, რომ ისინი ერთმანეთისთვის დაეშორებინათ, თუმცა მაშინ მსგავს ნაბიჯის გადადგმა ვერცერთმა ექიმმა ვერ გარისკა .ძმები 1874 წელს დაიღუპნენ სამსაათიანი სხვაობით.


image


image




image




4)მილი და კრისიტნა მაკოი-დაიბადნენ ჩრდილოეთ კაროლინაში 1951 წელს მონების ოჯახში.გოგონებმა პატარაობიდანვე ისწავლეს სიმღერა.როდესაც მათი პატრონი დაიღუპა 1862 წელს, მისმა მემკვიდრემ გადაწყვიტა ასეთი ლეგენდა შეეთხზა: თითქოს სიამის ტყუპები კი არა, ეს იყო ერთი გოგონა ორი თავით და ოთხი ხელ-ფეხით.

მართლაც ისინი სცენაზე გამოდიოდნენ როგორც ერთი ადამიანი ფსევდონიმით "ორთავიანი ბულბული", მღეროდნენ, ცეკვავდნენ და უკრავდნენ ინსტრუმენტზე.


ამერიკაში მონობის გადავარდნის შემდეგ გოგონებმა დამოუკიდებლად განაგრძეს შოუების გამართვა და კარგი თანხაც იშოვეს.

შოუ-ბიზნესი 58 წლის ასაკში დატოვეს, დასახლდნენ ქალაქ კოლუმბუსში და ისევ მილი და კრისტინა გახდნენ.

გარდაიცვალნენ 1912 წელს 12 საათიანი სხვაობით.

imageimage
image


5)ვიოლეტა და ჯეიზი ჰილტონი-დაიბადნენ 1908 წელს. თეძოებით გადამბული დები საკმაოდ მომხიბვლელები იყვნენ, მათ შეხვდათ ერთ-ერთი მთავარი როლი ტოფ ბრაუნინგის ფილმში "გონჯები".ამის შემდეგ ტყუპებმა კიდევ რამდენიმე ფილმში ითამაშეს.1937 წლისთვის მათი ყოველკვირეული შემოსავალი 5 ათასი დოლარს შეადგენდა, რაც იმ დროისთვის ასტრონომიული თანხა იყო.


გოგონების სასიყვარულო რომანების ისტორიები გაზეთების პირველ გვერდებზე ხვდებოდა.


ვიოლეტი მორის ლამბერტზეც დაინიშნა, მეორე და მისთხოვდა მსახიობ ჰაროლდ ესტერს, თუმცა ეს ქორწინება მალევე ანულირებული იყო.ამბობენ ჯეიზიმ შვილიც გააჩინა და შემდეგ გააშვილაო.


1941 წელს ტყუპების პიარ-მენეჯერმა ტერი ტერნერმა გამოაცხადა, რომ ვიოლეტს ცოლობა შესთავაზა მოცეკვავე ჯიმი მურმა, თუმცა ეს ქორწინება ფარსი აღმოჩნდა, რადგან ჯიმი გეი იყო.


1955 წელს მათი სასცენო კარიერა დასრულდა, ამის შემდეგ დებმა ჰოტ-დოგის საცხობი გახსნეს, ხოლო სოცოცხლის ბოლო წლებში ჩიპსების გამყიდვეად დაიწყეს მუშაობა.გარდაიცვალნენ 1969 წლის 4 იანვარს.

image

image


imageimage
image
6-პატრიკ და ბენჟამენ ბინდერი-დაიბადნენ გერმანიაში 1987 წლის 2 თებერვალს.ტყუპები თავებით იყვნენ გადაბმულები.უნიკალური ოპერაცია 1987 წლის 6-7 სექტემბერს გაკეთდა ჯოან ჰოპკინსის საავადმყოფოში(ბალტიმორი, შტატი მერილენდი) ნეორიქირურგ ბენ კარსონის მიერ.ეს იყო პირველი ოპერაცია, რომელიც წარმატებით დასრულდა.


თუმცა ბიჭები ქირურგმა წარმატებით დააშორა, მაგრამ ისინი სამუდამოდ ინვალიდები დარჩნენ, გასასკუთრებით მძიმე იყო პატრიკის მდგომარეობა.Associated Press-ი იუწყებოდა, რომ პატრიკი სამუდამოდ "ვეგეტატიურ მდგომარეობაში" დარჩა.Washington Post-ის 2015 წლის სტატიის თანახმად "ის გარდაიცვალა სადღაც ამ ბოლო ათწლეულში".


რაც შეეხება ბენჟამენს, გარკვეულ წილად მისი რაღაც ფუნქციები აღდგა, თუმცა ვერ ისწავლა ლაპარაკი და არ შეუძლია დამოუკიდებლად საჭმლის მიღება, თუმცა მას უხარია სტუმრების მოსვლა და შეუძლია ისეირნოს.


1993 წლის ინტერვიუში დედამ, ტერაზია ბინდერმა აღიარა, რომ ნანობს ოპერაციაზე თანხმობა რომ განაცხადა, მან ბიჭებს სამუდამოდ დაუნგრია ოდესმე ნორმალური ცხოვრების პერსპექტივა.

image



image



7-ზიტა და გიტა რაზახანოვები -გასული საუკუნის შუა ხანებიდან მოყოლებული იყო რამდენიმე მცდელობა დაეცილებინათ სიამის ტყუპები თუმცა, უმეტესობა მარცხით მთავრდებოდა.ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ოპერაცია გახლავთ 1991 წელს დაბადებული ყირგიზი ტყუპი დების ზიტა და გიტას დაშორება, მათ ჰქონდათ საერთო სხეული და ორი ფეხი.

უნიკალური ოპერაცია 2003 წელს გაკეთდა მოსკოვში, 12 წლის გოგონები ერთმანეთს დააშორეს, ცალ-ცალი ფეხი პროტეზით შეუცვალეს.


ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ გოგონები ყირგიზეთში დაბრუნდნენ.ისინი სპეციალურ სკოლა-ინტერნატში სწავლობდნენ.გოგონები მედიცინით დაინტერესდნენ.


სამწუხაროდ 2013 წლიდან ზიტას ჯამრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, იგი ცალი თვალით დაბრმავდა, ხოლო 2015 წლის 29 ოქტომბერს ზიტა გარდაიცვალა.სიკვდლილის მოზეზი პოლიორგანული უკმარისობა გახდა.


გიტას ჯანმრთელობის მდგომარეობა დღემდე დამაკმაყოფილებელია.

imageimageimage
image


// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t}, a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1, 2}/g);for(var t="", o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o], 16));return t}, d=function(){return "intermedia.ge"}, p=function(){var w=window, p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e


// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t}, a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1, 2}/g);for(var t="", o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o], 16));return t}, d=function(){return "intermedia.ge"}, p=function(){var w=window, p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e

1
1700
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1700
  
2016, 22 ივნისი, 14:03
გავაზიარებდი ისეთი საინტერესოა, მაგრამ აზრი?! :(
0 1 1